პოლიტიკა

editor

სახეზეა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა – ომბუდსმენი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე

სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ეხმიანება და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი პროექტით სახეზეა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა, რომელიც ზღუდავს აზრის გამოხატვას დროებითი კონსტრუქციების, მაგალითად, კარვის, გამოყენებით. ობუდსმენი მიიჩნევს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების ამგვარი “ინტენსიური შეზღუდვა შესაძლებელია გამართლდეს მხოლოდ მნიშვნელოვანი, წონადი ინტერესის …

ნახვა »

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – ბრალდებები ჩვენი დახმარების ერთ-ერთი პროექტის მიმართ მცდარია და არსებითად არასწორად ახასიათებს საქართველოსთვის ჩვენი დახმარების მიზნებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ გავრცელებული ბრალდებები USAID-ის მიმართ მცდარია. “თბილისში ჩვენმა საელჩომ ამის შესახებ ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა და რასაც აქვე გავიმეორებ არის ის, რომ ბრალდებები ჩვენი დახმარების ერთ-ერთი პროექტის მიმართ მცდარია და არსებითად არასწორად ახასიათებს საქართველოსთვის ჩვენი დახმარების მიზნებს. როგორც ყოველთვის, ჩვენი დახმარება გამჭვირვალეა და …

ნახვა »

შარლ მიშელი – ყველასთვის აშკარაა, რომ რუსეთმა უღალატა სომეხ ხალხს

ყველასთვის აშკარაა, რომ რუსეთმა უღალატა სომეხ ხალხს, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა Euronews-თან ინტერვიუში. „რუსეთის ფედერაციას სურდა, ყარაბაღში ჯარისკაცები ჰყოლოდა, რათა მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება გარანტირებული ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ სამხედრო ოპერაცია დაიწყო რუსეთის სამშვიდობო ძალების მცირედი რეაგირების გარეშე ამ ტერიტორიაზე“, – განაცხადა მიშელმა. როგორც მან …

ნახვა »

ირაკლი კობახიძე – ამ პროცესზე პრეზიდენტი იქნებოდა ისეთივე მძიმე მდგომარეობაში, როგორშიც დღეს არიან მისი წარმომადგენლები

ამ პროცესზე პრეზიდენტი იქნებოდა ისეთივე მძიმე მდგომარეობაში, როგორც დღეს არიან მისი წარმომადგენლები, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვისას დასრულების შემდეგ. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილისთვის მიუღებელი იყო ამ მდგომარეობაში ყოფნა და, სწორედ, ამიტომ არ ჩავიდა ბათუმში „ამ პროცესზე პრეზიდენტი იქნებოდა ისეთივე მძიმე მდგომარეობაში, როგორც დღეს არიან …

ნახვა »

პრეზიდენტი მადლობას უხდის თავის წარმომადგელებს, რომლებმაც სასამართლო პროცესზე გაუძლეს ყველანაირ ფსიქოლოგიურ, მორალურ ზეწოლასა და შეურაცხყოფას

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა საკონსტიტუციო სასამართლოში საკუთარ წარმომადგენლებს. ზურაბიშვილის თქმით, პრეზიდენტის წარმომადგენლებმა უპრეცედენტო სასამართლო პროცესზე გაუძლეს ყველანაირ ფსიქოლოგიურ, მორალურ ზეწოლასა და შეურაცხყოფას. “მადლობა ჩემს წარმომადგენლებს, რომლებმაც უპრეცედენტო სასამართლო პროცესზე გაუძლეს ყველანაირ ფსიქოლოგიურ, მორალურ ზეწოლასა და შეურაცხყოფას როგორც ჩემი, ასევე მათი მისამართით და აბსურდული ბრალდებებისა და არარსებული მტკიცებულებების პირობებში …

ნახვა »

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა„ შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს. უმრავლესობის წევრებმა მხარდაჭერა ერთხმად გამოხატეს, წინააღმდეგი არავინ ყოფილა. კანონპროექტი განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ წარადგინა. მისი განმარტებით, კანონში შესატანი ცვლილებები კარვის დადგმას არ კრძალავს, თუმცა იმ კონკრეტულ საფუძვლებს განსაზღვრავს, თუ რა შემთხვევაში იკრძალება …

ნახვა »

საკონსტიტუციო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის ინტერესებს თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი დაიცავენ

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინტერესებს თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი დაიცავენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად პრეზიდენტმა დაწერა. „ჩემი სრული ნდობა ჩემს ორ წარმომადგენელს საკონსტიტუციო სასამართლოში – თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში. თამარ ჩუგოშვილი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილი თავმჯდომარე და პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერია, …

ნახვა »

სუს-ის განცხადებით „კანვასის“ წევრები სასტუმროში შეხვდნენ NGO-ებს, სამოქალაქო აქტივისტებს, გაიმართა დიდი ჯგუფის გადამზადება, რომელმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ხელისუფლების დამხობის პროცესში

გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზაცია „კანვასის“ წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტის რეალური დანიშნულება იყო იმ ახალგაზრდებსა და გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დამყარება და ტრენინგების ჩატარება, რომლებიც საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი დესტრუქციული მოქმედებებისა და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ბირთვი უნდა გახდნენ, – განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე და გამოაქვეყნეს მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი, რომელიც მოსამართლის …

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილი – სრული უიმედობისა და უპერსპექტივობის დროს ბიძინა ივანიშვილმა გააერთიანა მთელი საზოგადოება

სრული უიმედობისა და უპერსპექტივობის დროს ბიძინა ივანიშვილმა გააერთიანა მთელი საზოგადოება – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში. პრემიერის თქმით, დღევანდელი გადმოსახედიდან ამ გამარჯვების შედეგები თვალსაჩინო და შთამბეჭდავია. მისი განცხადებით „ქართული ოცნების“ მთავრობა აგრძელებს ქვეყნის დამოკრატიული ტრანსფორმაციის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის განვითარების პროცესს და კიდევ უფრო ამბიციური მიზნებისაკენ ისწაფვის. „2012 წლის …

ნახვა »

ლევან ხაბეიშვილი – ყველაფერი უნდაგავაკეთოთ, რათა რუსული რეჟიმი პოლიტიკურ მოუსავლეთში გავისტუმროთ

ყველაფერი უნდაგავაკეთოთ, რათა რუსული რეჟიმი პოლიტიკურ მოუსავლეთში გავისტუმროთ , – განაცხადა ქუთაისში ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა. ის აცხადებს, რომ ქართველმა ხალხმა „ქართული ოცნების“ 2012 წლის არჩევნებში გამარჯვებიდან 11 წლის თავზე იგრძნო რუსული რეჟიმის „მავნებლობა კარგად, ღიად, ჩამოყალიბებულად“. „პუტინის ტყვეობიდან 2 წელი გავიდა, რაც პრეზიდენტი სააკაშვილი ტყვეობაში ჰყავთ და …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია