დღეს, რესპუბლიკის მოედანზე აქცია – „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ გაიმართება. აქცია საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ დაიგეგმა, ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ, 19:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბონ. „სიტყვის გატეხითა და რუსული კანონის ხელახლა განხილვით, უდავოა, რომ ხელისუფლება გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და ცვლის ქვეყნის საგარეო კურსს. ეს ქართველი …
ნახვა »2024 წლის პირველ კვარტალში ტურისტულმა ვიზიტებმა 2019 წლის მონაცემებს +6.4 პროცენტით გადააჭარბა
2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 938,644 ტურისტული ვიზიტი შედგა, 2023 წელთან შედარებით ზრდა +11%-ია, 2019 წლის მონაცემებთან შედარებით კი – +6.4%-ს შეადგენს, – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. „იანვარი-მარტის პერიოდში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა 1.3-მილიონიან ნიშნულს მიაღწია, ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +7.6%-ია, რაც 2019 წლის მონაცემის 80.4% …
ნახვა »ლევან ხაბეიშვილი – პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ქართველის ადგილი არის რუსთაველზე 28 აპრილს იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს
პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ქართველის ადგილი არის რუსთაველზე 28 აპრილს იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება, მათ შორის, 28 აპრილსაც. „მნიშვნელოვანია ყველა ადამიანის ჩართულობა. ივანიშვილი ფიქრობს, რომ თავებს გადათვლის, …
ნახვა »ზესტაფონის შემოვლითი ცხრაკილომეტრიანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა
რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის შემოვლითი ცხრაკილომეტრიანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა. აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალზე (E60) მოძრავ ავტოტრანსპორტს აღარ მოუწევს ქალაქ ზესტაფონში შესვლა და ისარგებლებს ზესტაფონის შემოვლითი ახალი გზით, რომელიც არგვეთას კვანძთან შეუერთდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალს. ახალი გზა ზესტაფონს განტვირთავს სატრანზიტო მოძრაობისგან და შეამცირებს მაგისტრალით მგზავრობის …
ნახვა »ირაკლი კობახიძე – მითხრეს, რომ რამდენიმე ტელევიზიამ ინფორმაცია არ გაავრცელა ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი 9-კილომეტრიანი გვირაბის გაჭრაზე, როგორც ჩანს, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახნასაც უმალავენ ხალხს
მითხრეს, რომ რამდენიმე ტელევიზიამ ინფორმაცია არ გაავრცელა ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი 9-კილომეტრიანი გვირაბის გაჭრაზე, როგორც ჩანს, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახნასაც უმალავენ ხალხს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ „ნაცმოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული სუბიექტები არ არიან დაინტერესებული არაფრით, რაც უკავშირდება ამ ქვეყნის განვითარებას. „დღეს გაიხსნა ზესტაფონის შემოვლითი გზა, …
ნახვა »„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. სტატისტიკის თანახმადვე, ემიგრანტების 62.2% შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას წარმოადგენს. „2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 14.5 პროცენტით გაიზარდა და 205 857 კაცი შეადგინა. ამავე პერიოდში, იმიგრანტების 75.9 პროცენტი და ემიგრანტების …
ნახვა »მიხეილ სააკაშვილი – ჩვენ ძალიან ბევრი გმირი გვყავს და ამიტომ „მონათა აღლუმის“ ჩატარების ყველანაირი მცდელობა არის დამამცირებელი ჩვენი სახელმწიფო მოხელეებისთვის
„მონათა აღლუმის“ ჩატარების ყველანაირი მცდელობა ჩვენი სახელმწიფო მოხელეებისთვის დამამცირებელია – ხომ ხედავთ როგორ შემოდგომის ბუზებივით იკბინებიან? „მონათა აღლუმში“ თქვენი ძალით ჩამოყვანით გამცირებენ თქვენ, თქვენს ოჯახებს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა. მისივე თქმით, დღეს ყველანი უნდა ვემზადოთ ხელისუფლების ცვლილებისთვის და ამასთან აღნიშნა, რომ …
ნახვა »ვიქტორ ორბანი – ირაკლი კობახიძე არის მთავრობის მეთაური, რომელიც ქართულ პოლიტიკაში დიდ მოჭადრაკედ მიიჩნევა – გამოწვევების მიუხედავად, როგორ შეიძლება, ეროვნული იდენტობისა და კულტურის შენარჩუნება, ეს ნამდვილადაა გროსმაისტერის უნარი
ირაკლი კობახიძე არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ყველა გამოწვევის მიუხედავად, ახერხებს ქვეყანაში ეროვნული იდენტობისა და კულტურის შენარჩუნებას,- ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. უნგრეთის პრემიერმა საქართველოს მთავრობის მეთაურს მადლობა გადაუხადა. „მინდა, მივესალმო ირაკლი კობახიძეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ის არის მთავრობის მეთაური, რომელიც საქართველოში, ქართულ პოლიტიკაში …
ნახვა »ევროპარლამენტში განიხილავენ რეზოლუციის პროექტს, რომელშიც ბიძინა ივანიშვილისა და კანონპროექტის მხარდამჭერი დეპუტატების სანქცირებაა მოთხოვნილი
ევროპარლამენტის მიერ “ქართული ოცნების” წევრებისა და ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების მოთხოვნაზე რეზოლუციის პროექტი განიხილება, კენჭისყრას კი 25 აპრილს გაიმართება. შესაბამისი რეზოლუციის პროექტი სახელწოდებით – “საქართველოში უცხოური აგენტების კანონპროექტის ხელახლა წარდგენის მცდელობებსა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაზე” ევროპარლამენტის ვებგვერდზეა ატვირთული. დღეს, 23 აპრილს იგეგმება რეზოლუციის პროექტის განხილვა, რომელშიც ევროპარლამენტარებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის …
ნახვა »ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს
ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის კი ეროვნულ ნაკრებს დამატებით 30 მილიონი ლარით დააჯილდოებს. ამის შესახებ ნათქვამია ფონდი „ქართუს“ განცხადებაში. „საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლით თითოეულ ქართველს უდიდესი სიხარული აჩუქა. ამ წარმატების, თაობათა …
ნახვა »