პოლიტიკა

editor

რუსეთში ეკლესიას მეხი დაეცა და დაიწვა

რუსეთში, ბაშკირეთის რესპუბლიკაში ეკლესიას მეხი დაეცა და დაიწვა. ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა ტუიმაზის რაიონის სოფელ ვოზდვიჟენკაში მოხდა. სოფლის მცხოვრებლების თქმით, მეხი ეკლესიის გუმბათს დაეცა, რამაც ხანძარი გააჩინა. ხანძრის ქრობის პროცესში 25 მეხანძრე და 9 ერთეული ტექნიკა მონაწილეობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ნახვა »

გახარია ივანიშვილზე: საიდან სადამდე… სამწუხაროა ეს ყველაფერი, ასე იმსხვრევა მითები

გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას აფასებს: ”ამასთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ ნუ, საიდან სადამდე, რა. აი, სამწუხაროა ეს ყველაფერი… საიდან სადამდე… საკუთარ პერსონალურ ინტერესებში ქვეყნის მომავლით ვაჭრობამდე მივედით. ასე იმსხვრევა მითები საერთოდ.”

ნახვა »

კერამიკულ ჭურჭელში ტყვიის აღმოჩენის გამო, „დომინოს“ პროდუქციის გაყიდვიდან ამოღება დაევალა

კერამიკულ ჭურჭელში ტყვიის აღმოჩენის გამო „დომინოს“ პროდუქციის ამოღება დაევალა – ინფორმაცია სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, 25 ივლისს ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო შეტყობინება (2022.4294), რომლის მიხედვითაც პოლონეთის კომპეტენტურმა სამსახურმა ბაზარზე განხორციელებული კონტროლის დროს გამოავლინა ჩინური …

ნახვა »

ინტერვიუ ვამპირთან სერიალად იქცა – ნახეთ ტრეილერი, რომელმაც ფანების უკმაყოფილება გამოიწვია

გოთიკისა და ვამპირული ჟანრის მოყვარულებს წინ ნამდვილად ამაღელვებელი შემოდგომა ელოდებათ — ვამპირების აკადემიის სერიალზე რომ არაფერი ვთქვათ, ლეგენდარული ამერიკელი მწერლის, ენ რაისის, კლასიკად ქცეული ვამპირის ქრონიკები ეკრანებზე კვლავ გაცოცხლდება. სერიალს, რომელზე მუშაობაც თითქმის 6 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, მაყურებელი ოქტომბრის დასაწყისში იხილავს. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი წიგნების სერიის — ვამპირის ქრონიკების — პირველი ნაწილი, ინტერვიუ ვამპირთან, გასული …

ნახვა »

ოკუპირებულ ხერსონში აფეთქებები მოხდა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, დროებით ოკუპირებულ ხერსონში აფეთქებების ხმა გაისმა. ამის შესახებ მედია ადგილობრივ ტელეგრამარხებზე დაყრდნობით იუწყება. ამავე ინფორმაციით, შესაძლოა, დანგრეული იყოს ანტონოვსკის ხიდი. როგორც უკრაინული მედია წერს, გავრცელებული ცნობებით, უკრაინულმა ძალებმა გაანადგურეს ანტონოვსკის ხიდი, რომლის მეშვეობითაც შეეძლოთ რუსებს უკუსვლა. ამასთან, უკრაინული გამოცემები აღნიშნავენ, რომ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.

ნახვა »

სალომე სამადაშვილი – ივანიშვილის წერილი არის დადასტურება, რომ დღეს ქვეყნის მთავარი გამოწვევა ჩრდილოვანი მმართველობაა

ივანიშვილის წერილი კიდევ ერთხელ დადასტურებაა, რომ დღეს ამ ქვეყნის მთავარი გამოწვევა არის ოლიგარქიული ჩრდილოვანი მმართველობა – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, დღეს ქვეყანაში მთავარი გამოწვევა არის ჩრდილოვანი მმართველობა. „როდესაც საუბარია, რომ ქვეყანაში უნდა მოიხსნას ოლიგარქიული გავლენა პოლიტიკაზე, რათა მივიღოთ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, თუ ვინმემ …

ნახვა »

ბორის ჯონსონი შესაძლოა, ნატო-ს გენერალური მდივანი გახდეს

ბორის ჯონსონი შესაძლოა, ნატო-ს გენერალური მდივანი გახდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ტელეგრაფი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის მაღალჩინოსნებმა მხარი დაუჭირეს ბორის ჯონსონის კანდიდატურას ნატო-ს მომავალი გენერალური მდივნის პოსტზე. ჯონსონის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს თავდაცვის კომიტეტის წევრებმა, რიჩარდ დრაქსმა და მარკ ფრანსუამ, ასევე ბრიტანეთის „ბრექსიტის“ ყოფილმა მინისტრმა, დევიდ ჯონსმა. ნატო-ს გენერალური მდივნის …

ნახვა »

ბიძინა ივანიშვილი – შეხვედრა აშშ-ის ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა, ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა

პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი დღეს გავრცელებულ განცხადებაში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან შეხვედრის თემაზეც საუბრობს. როგორც ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, შეხვედრა 21 მარტს ელჩის თხოვნით ნამდვილად შედგა და ის სამ საათს გაგრძელდა. „რადგან საჯაროდ დაისვა შეკითხვა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩემსა და ამერიკის ელჩს შორის შეხვედრის გამართვის შესახებ, საზოგადოებას მინდა, …

ნახვა »

ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „უპირველეს ყოვლისა, მინდა, ჩემი ღრმა პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოვხატო ქართული საზოგადოების მიმართ, რომელმაც არაერთგზის დაამტკიცა, რომ ევროპული ფასეულობების ერთგულია. დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის თავზე, ქართველმა ხალხმა დღეს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ღირსება, თავისუფლება და დამოუკიდებლობა მისი უმთავრესი ღირებულებებია. ამასთან, …

ნახვა »

რეჯეფ თაიფ ერდოღანი 5 აგვისტოს სოჭში ვლადიმერ პუტინს შეხვდება

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 5 აგვისტოს ერთდღიანი ვიზიტით რუსეთში ჩავა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, თურქეთის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სოჭში შეხვდება. დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია