პოლიტიკა

editor

რეკრეაციული სივრცე საცხოვრებელი კორპუსის ნაცვლად

ლორთქიფანიძის ქუჩა N28-ის მიმდებარედ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ნაცვლად, რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, დედაქალაქის მერიამ მიწის ნაკვეთის მესაკუთრესთან ადგილმონაცვლეობის შესახებ შეთანხმებას უკვე მიაღწია. „როგორც იცით, შარშან ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩა N28-ის მიმდებარედ სამშენებლო სამუშაოების შედეგად, ფერდიდან ჩამოიშალა ნაყარი მიწის …

ნახვა »

აფეთქებები ნიკოლაევის ცენტრში – ვიდეო

ნიკოლაევის ცენტრში რამდენიმე აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ადასტურებს ნიკოლაევის ოლქის გუბერნატორი ვიტალი კიმიც. მსხვერპლზე და დაშავებულებზე ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

ნახვა »

ინტენსიური დაბომბვა ხარკივსა და დონეცკში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსული ძალების მხრიდან ხარკივსა და დონეცკში ინტენსიური დაბომბვა მიდის. გენშტაბის თქმით, რუსეთს 3 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი და სასაზღვრო რაიონებში საჰაერო სადესანტო ნაწილები ჰყავს.უკრაინის გენშტაბის განცხადებით, ხარკივის მახლობლად, ჩრდილო-აღმოსავლეთით, საარტილერიო თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. დონეცკის რეგიონში კი რუსული ძალები ქალაქ სლავიანსკზე შეტევისთვის მრავალჯერად სარაკეტო სისტემებს …

ნახვა »

თბილისის მერია უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებისთვის ბინების გადაცემას აგრძელებს

თბილისის მერია უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებისთვის ბინების გადაცემას აგრძელებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „როგორც იცით, უსახლკაროს სტატუსით დღეს 400 ოჯახი სარგებლობს. მუნიციპალიტეტს ისინი ქირით ჰყავს გაყვანილი. დავიწყეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად და ამ ადამიანებისთვის საცხოვრებელი ფართების შეძენა. პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, შესყიდულია, ჯამში, …

ნახვა »

გიორგი მარგველაშვილის წერილი ევროპელ ლიდერებს

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს ევროპელ ლიდერებთან გასაგზავნად წერილი გადასცა. წერილით 2016 წლამდე თანამდებობაზე მყოფი საქართველოს პრეზიდენტები და პარლამენტის თავმჯდომარეები ითხოვენ, მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი უკრაინისა და მოლდოვის მსგავსად. “პირველად შედგა საქართველოში, რომ 2016 წლამდე მოქმედი ყველა უმაღლესი თანამდებობის პირი აწერს ამ წერილს ხელს. ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო …

ნახვა »

მეწყერი ცაგერის მუნიციპალიტეტში

უხვა ნალექმა მეწყრული პროცესები გაააქტიურა ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ღუში. ჩამოშლილმა მასამ პრობლემები შექმნა ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზაზე და გადაკეტა მოძრაობა სოფელ ლაჯანის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ დროისათვის გზა უკვე გახსნილია და კვლავ გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები. უხვი ნალექისა და ძლიერი ქარის შედეგად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელიც დაზიანდა. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა. უკვე შექმნილია სტიქიისგან …

ნახვა »

აშშ-ის საელჩოს განცხადება

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. განცხადებაში, შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერა. გარდა ამისა, დახმარება აღუთქვა აუცილებელი რეფორმების განხორციელების პროცესში.  

ნახვა »

წყალდიდობა სამხრეთ ჩინეთში და ევაკუირებული მოსახლეობა

სამხრეთ ჩინეთში წყალდიდობაა, ევაკუირებულია ათასობით ადამიანი. სინოპტიკოსების განცხადებით, რეგიონში ყველაზე დიდი ოდენობის ნალექი ფიქსირდება ბოლო 60 წლის განმავლობაში, – ამის შესახებ BBC წერს. მდინარეების ადიდების გამო, მოსახლეობას მოუწოდებენ, მოშორებით, შემაღლებულ ადგილებზე გადაინაცვლონ.

ნახვა »

წყალბურთელთა ნაკრების პირველი გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატზე

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა თავის პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე გახსნითი მატჩი ბრაზილიასთან გამართა და მეტოქე ანგარიშით 14:10 დაამარცხა. პირველ ტაიმში ბრაზილიელებმა დეიან სტანოიევიჩის გუნდს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს. წინასწარ ფავორიტად მიჩნეულმა ქართველებმა ვერც პირველი მეოთხედის მოგება მოახერხეს და ვერც – მეორის. დიდ შესვენებაზე გუნდები თანაბარი ანგარიშით გავიდნენ – 5:5. მატჩის ბედი მესამე პერიოდში …

ნახვა »

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბათუმში, „TV პირველის“ ოპერატორის მიმართ ძალადობის ფაქტზე ორი პირი დააკავა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ქალაქ ბათუმში, „TV პირველის“ ოპერატორის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ორი პირი დააკავა. ამის შესახებ ბრიფინგზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ განაცხადა. „უმოკლეს დროში გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გულისხმობს ადამიანის …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია