პოლიტიკა

editor

რუსებმა მარიუპოლში საბრძოლო მასალის საწყობები განათავსეს

მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშჩენკომ განაცხადა, რომ რუსებმა მარიუპოლის საცხოვრებელ რაიონებში საბრძოლო მასალის საწყობები განათავსეს. მისივე თქმით, რუსმა ჯარისკაცებმა საბრძოლო მასალის ორი საწყობი განათავსეს პირდაპირ საცხოვრებელ ზონაში. ამრიგად, დამპყრობლებს სურთ მარიუპოლის მშვიდობიანი მოსახლეობა „ფარად“ გამოიყენონ. ბოლო დროს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, HIMARS-ის მრავალჯერადი სარაკეტო გამშვების წყალობით, უკვე გაანადგურეს მრავალი რუსული სამხედრო …

ნახვა »

დონეცკის ოლქში სარაკეტო იერიშის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

დონეცკის რეგიონის გუბერნატორ პავლო კირილენკოს ინფორმაციით, სულ მცირე 6 ადამიანი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც რუსული “ურაგანის” ტიპის რაკეტები დონეცკის ოლქში, ხუთსართულიან კორპუსს მოხვდა. აღნიშნული ინფორმაცია მედიაში ვრცელდება. მედიის ცნობით, დაბომბვის შედეგად კორპუსი ჩამოინგრა. ავლო კირილენკომ “ტელეგრამის” გვერდზე აღნიშნა, რომ აფეთქება ქალაქ ჩასივ-იარში მოხდა. მისი თქმით, ამ მომენტისთვის დადასტურებულია, რომ 6 ადამიანი …

ნახვა »

მორიგი ქართული წარმატება კარლოვი-ვარის კინოფესტივალზე

ეროვნული კინოცენტრი საერთაშორისო კინოფესტივალზე მორიგი ქართული წარმატების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. კინოცენტრის ცნობით, იოსებ (სოსო) ბლიაძის ფილმში „ჩემი ოთახი“ შესრულებული როლისთვის საუკეთესო ქალი მსახიობის ჯილდო გადაეცათ თაკი მუმლაძესა და მარიამ ხუნდაძეს. ქართველი მსახიობები კინოფესტივალის დახურვის ცერემონიაზე ბენისიო დელ ტორომ დააჯილდოვა.

ნახვა »

პრემიერლიგისა და ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი მძიმე ბრალდებით დააკავეს

პრემიერლიგის ფეხბურთელი გაუპატიურების ბრალდებით ჩრდილოეთ ლონდონში დააპატიმრეს, – წერს გაზეთი The Telegraph. ფეხბურთელი დაახლოებით 30 წლისაა, ინგლისის ნაკრების წევრია და გასულ თვეს ქალზე თავდასხმაშია ეჭვმიტანილი. მისი გვარი იურიდიული მიზეზებით არ სახელდება. სკოტლანდ იარდმა დაადასტურა ფეხბურთელის დაკავება. „4 ივლისს პოლიციაში შემოვიდა განცხადება 20 წლის ქალის გაუპატიურებაზე. სავარაუდო დანაშაული მოხდა 2022 წლის …

ნახვა »

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობის მხრიდან სიახლეები დააანონსა

რუსები მიზანმიმართულად ახორციელებენ დარტყმებს საცხოვრებელ სახლებზე და სამოქალაქო ობიექტებზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობისადმი ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში რუსეთმა დაარტყა ნიკოლაევს, ხარკოვს, კრივოი როგსა და ზაპოროჟიეს რეგიონს. „რუსეთი ახორციელებდა დარტყმებს ზუსტად საცხოვრებელ სექტორზე. აბსოლუტურად შეგნებულად, განზრახ, ჩვეულებრივი სახლების, სამოქალაქო ობიექტების, ხალხის წინააღმდეგ. …

ნახვა »

კვარაცხელიას პირველი გოლი „ნაპოლიში“ 

ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ შეკრებაზე თავი უკვე გამოიჩინა – 21 წლის ქართველმა ბურთიც გაიტანა და საგოლე გადაცემაც გააკეთა. „ეს ყველაფერი დიმარო-ფოლგარიდში მიმდინარე ვარჯიშის ბოლოს მოხდა, რომელსაც გუნდის მრავალი გულშემატკივარი ესწრებოდა. უპირველესად ახალწვეულის, ქართველი კვარაცხელიასადმი ინტერესის გამო. მეორე ახალწვეულმა ოლივერამ კი ტრავმების აღდგენის ინდივიდუალური ვარჯიში განაგრძო. – ვარჯიშის შემდეგ ლუჩანო სპალეტიმ გუნდი ორად გაყო – „ლურჯები“ „ყვითლების“ წინააღმდეგ. აქ კი ხალხმა …

ნახვა »

ხათუნა სამნიძე – ხვალ რომ არჩევნები იყოს, ჩემი აზრით, ჩვენ მზად არ ვართ

ხვალ რომ არჩევნები იყოს, ჩემი აზრით, ჩვენ მზად არ ვართ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. სამნიძის თქმით, როგორი იქნება არჩევნები – 2024 წელს იქნება, თუ რიგგარეშე, ამას პოლიტიკური პროცესი აჩვენებს და ახლა ძალიან რთულია რაიმე პროგნოზის გაკეთება. „მაგრამ ხვალ რომ არჩევნები …

ნახვა »

პაკისტანში წყალდიდობას ათობით ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანის სამხრეთ პროვინციაში, ბალუჯისტანში ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად 57 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ქალები და ბავშვები. 2 ადამიანი დაიღუპა ჩრდილო-დასავლეთით მდებარე პახტუნხვას პროვინციაშიც. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ძლიერი წვიმების გამო რვა კაშხალზე წყლის დონემ აიწია და მიმდებარე ტერიტორიები დატბორა. წყალდიდობის გამო, ასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, რომელთა უმეტესობა თავშესაფრებში გადაიყვანეს.

ნახვა »

ხუნდაძე: კელი დეგნანმა ქართველი ამომრჩეველი შეურაცხყო, იმიჯი უზიანდება მის ქვეყანას

ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა შეურაცხყოფა მიაყენა ქართველ ამომრჩეველს, ამით კი იმიჯი უზიანდება იმ ქვეყანას, რომელსაც ის წარმოადგენს”. საქმე მიხეილ ყაველაშვილის მიერ დეგნანისთვის გაგზავნილ წერილს და მასზე ელჩის პასუხს ეხება. ყაველაშვილის წერილში ნათქვამია, რომ “კარგი იქნებოდა, ამერიკის იმიჯის დასაცავად, ნაციონალური მოძრაობის განხორციელებულ პროვოკაციებს ელჩი საჯაროდ გამიჯვნოდა”. პასუხად დეგნანმა განაცხადა, რომ წერილი “სავსე იყო …

ნახვა »

„სირცხვილია“ – გულითად ბოდიშს ვიხდით და გპირდებით, აღარაფერს და აღარავის მივცემთ უფლებას, დაემუქროს უამრავი განსხვავებული მოქალაქის გამაერთიანებელ სულისკვეთებას

გულითად ბოდიშს ვიხდით და გპირდებით, აღარაფერს და აღარავის მივცემთ უფლებას, დაემუქროს უამრავი განსხვავებული­ მოქალაქის გამაერთიანებელ სულისკვეთებას, – ამის შესახებ მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ 3 ივლისის აქციის შესახებ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც „სირცხვილიას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მოძრაობის წევრები „აცნობიერებენ შეცდომებს“, რის გამოც ვერ მოხერხდა სამოქმედო გეგმის აქციის მონაწილეებისადმი „უფრო მკაფიოდ და გასაგებად …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია