პოლიტიკა

editor

რუსეთის ხელისუფლებამ სამ ოლქში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი დააწესა

რუსეთის ხელისუფლებამ სამ ოლქში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი დააწესა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო გამოცემა „რია-ნოვოსტი“ ავრცელებს. კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი რუსეთის ხელისუფლებამ დღეს ღამით, ბრიანსკის, კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში დააწესა. „ბრიანსკის ოლქში დივერსიული და ტერორისტული საფრთხეების დონის გაზრდის გამო კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი იქნა შემოღებული“, – წერს რუსული გამოცემა. შეგახსენებთ, 6 …

ნახვა »

ლიბანმა ისრაელის მიმართულებით 15-ზე მეტი რაკეტა გაისროლა

ლიბანიდან ისრაელის ქალაქ კირიათ-შმონას ტერიტორიის მიმართულებით 15-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს, – პამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვისძალები და ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რაკეტების უმრავლესობა მოიგერიეს, თუმცა, სულ მცირე ორმა ქალაქს დაარტყა, რამაც ზიანი გამოიწვია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლიბანის სამხრეთ ნაწილში ისრაელის …

ნახვა »

უკრაინის საგარეო უწყება – რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს სუვერენული ტერიტორიიდან და გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება

7 აგვისტოს 16 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან, რომლის შედეგადაც რუსეთმა ასობით უდანაშაულო ადამიანი მოკლა, დაიპყრო აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, – აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. განცხადებაში წერია, რომ რუსეთის ოკუპაციამ აღნიშნული ქართული რეგიონები ნაცრისფერ ზონად აქცია, სადაც უკანონობა სუფევს და ადამიანის …

ნახვა »

საფრანგეთის საელჩო – საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ

საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიიდან 16 წლის შემდეგ, საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის სრულ ერთგულებას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი. „საფრანგეთი ხაზს უსვამს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული სეპარატისტული რეგიონების თვითგამოცხადებული ხელისუფლებების ცალმხრივი აღიარება, ამ რეგიონების მილიტარიზაცია, ისევე …

ნახვა »

გარემოს ეროვნული სააგენტო – ბროწეულის ქუჩაზე მიმდინარე პროცესი ლოკალურიგავრცელებისაა და საფრთხეს უქმნის მხოლოდ სამშენებლო მოედანს, სადაც დღეისათვის სამუშაოები შეჩერებულია

გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ვაშლიჯვრის დასახლებაში, ბროწეულის ქუჩაზე მიმდინარე პროცესი ლოკალურიგავრცელებისაა და საფრთხეს უქმნის მხოლოდ სამშენებლო მოედანს, სადაც დღეისათვის სამუშაოები შეჩერებულია. მათივე ინფორმაციით, მიმდებარედ არსებულ საცხოვრებელ სახლებს და ინფრასტრუქტურულ ობიექტებს აღნიშნული პროცესისგან საფრთხე არ ემუქრებათ. ამასთან, სააგენტო აღნიშნავს, რომ მიმდინარეობს დეტალური საინჟინრო-გეოლოგიური (გეოტექნიკური) კვლევები, რომლის საფუძველზეც შემუშავდება რეკომენდაციები დამცავი …

ნახვა »

ირაკლი კობახიძე – შოვის ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრები და ყველა დაინტერესებული პირი, ერთი წლის წინ შოვში მომხდარი ტრაგედიის გამოძიებაზე ინფორმაციას მიიღებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უახლოეს დღეებში გაიმართება შეხვედრა, სადაც შოვის ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრები და ყველა დაინტერესებული პირი, ერთი წლის წინ შოვში მომხდარი ტრაგედიის გამოძიებაზე ინფორმაციას მიიღებენ. „დღესაც შევპირდი ჭირისუფლებს, რომ უახლოეს დღეებში შეგვიძლია, დავაორგანიზოთ შეხვედრა, სადაც ჭირისუფლები, ყველა დაინტერესებული პირი გაეცნობა ინფორმაციას გამოძიების დეტალებზე, მათ შორის ექნებათ …

ნახვა »

თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დააკავეს

თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დააკავეს. ის მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორია. დაკავების შესახებ ინფორმაცია და ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ჟურნალისტის მეუღლემ, სევინჩ სადიგოვამ გაავრცელა. ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტროშიც დააპდასტურეს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ დაკავებული იქნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტზე ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე ა. ს. …

ნახვა »

ანა ნაცვლიშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი ტერორისტული ორგანიზაციებისა და ავტოკრატი ლიდერების გვერდით მონიშნა

ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი ტერორისტული ორგანიზაციებისა და ავტოკრატი ლიდერების გვერდით მონიშნა – შესაძლოა, ირაკლი კობახიძის ადგილი არის იქ, სადაც დადის, მაგრამ იქ ქართველი ხალხის ადგილი ნამდვილად არ არის! საქართველო ნამდვილად არ იმსახურებს იმას, რომ ამდენი ბრძოლით მოპოვებული ევროპული პერსპექტივა ქარს გავატანოთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ლელოს” დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. …

ნახვა »

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებულ ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ამ გადაწყვეტილებით მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დღევანდელ სხდომაზე საქმის პროკურორმა გროგოლ ნიშნიანიძემ სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა დააყენა. როგორც მან შუამდგომლობაში განმარტა, ვინაიდან მტკიცებულებათა ხელახალი გამოკვლევა და მოწმეთა ხელახალი დაკითხვა …

ნახვა »

თენგიზ ცერცვაძე 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

ქართველი იმუნოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოში აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელი და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე გარდაიცვალა. თენგიზ ცერცვაძე 1948 წლის 16 მარტს, თბილისში დაიბადა. ის 76 წლის იყო. თენგის ცერცვაძე ღირსების ორდენისა (1998) და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერია (2019).

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია