პოლიტიკა

editor

ალეკო ელისაშვილი – თავდაცვის სამინისტრომ 11 წლის თავზე გაიღვიძა, დაამთქნარა და აღმოაჩინა, რომ თურმე რაღაც უკანონო ხარჯები ქონია სააკაშვილს, ეს სერიოზული არ არის – გამოძიება უნდა დაიწყოს როგორც ამ საქმეზე, ასევე ირაკლი ღარიბაშვილის კერძო ვოიაჟზე!

სააკაშვილის ხელისუფლების ცვლილებიდან 11 წელი გავიდა და როცა თავდაცვის სამინისტრომ 11 წლის თავზე გაიღვიძა, დაამთქნარა და აღმოაჩინა, რომ თურმე რაღაც უკანონო ხარჯები ყოფილა, ეს აღარც უხერხულია, აღარც სასაცილო და მით უფრო, სერიოზული არ არის – გამოძიება უნდა დაიწყოს როგორც ამ საქმეზე, ასევე ირაკლი ღარიბაშვილის კერძო ვოიაჟზე! – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა …

ნახვა »

ყველაფერი ანტიდასავლური, ანტიევროპული თუ ვინმეს გაუკეთებია განცხადებების, კონკრეტული საქმეების სახით, ეს არის რადიკალური ოპოზიცია – კახა კალაძე

ყველაფერი ანტიდასავლური, ანტიევროპული თუ ვინმეს გაუკეთებია განცხადებების, კონკრეტული საქმეების სახით, ეს არის რადიკალური ოპოზიცია. ეს არიან ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც დღეს რადიკალებად მოგვევლინებიან, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში, ყველაფერს აკეთებდნენ და გააკეთეს ამ ქვეყნის და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან. კალაძის თქმით, დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ ოპოზიციაში რა …

ნახვა »

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ახალი, 2023-2024 სააღმზრდელო წელი 18 სექტემბერს დაიწყება

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ახალი, 2023-2024 სააღმზრდელო წელი 18 სექტემბერს დაიწყება. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ახალ სააღმზრდელო წელს სამი ახალი საბავშვო ბაღით ხვდება – სამგორის რაიონში გაიხსნება N130 საბავშვო ბაღის შენობა, ჩუღურეთის რაიონს N125 ბაღის შენობა შეემატება, კრწანისის რაიონში კი, აღსაზრდელებს პირველად N108 საბავშვო ბაღი მიიღებს. ბაღების მშენებლობის პარალელურად, …

ნახვა »

იაგო ხვიჩია – დასავლეთზე ძალიან ვიცინებ, რომ ფსონი ნინო ლომჯარიაზე დადონ – ნინო ლომჯარიას მხარდაჭერა, როგორც „ქოცების“ ალტერნატივის, არასერიოზულია

დასავლეთზე ძალიან ვიცინებ, რომ ფსონი ნინო ლომჯარიაზე დადონ, საქართველოში თავიანთი ღირებულებების გასავრცელებლად სხვა ადამიანი ვერ იპოვონ, ნინო ლომჯარიას მიადგნენ და მისი იმედი ჰქონდეთ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. ხვიჩიას აზრით, ნინო ლომჯარიას მხარდაჭერა, როგორც „ქოცების“ ალტერნატივის, არასერიოზულია „დედას ვფიცავარ, ეს ყველაფერი სასაცილო იქნება. მთელი ეს პროცესი არასერიოზული …

ნახვა »

ირაკლი კობახიძე – კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და სალომე ზურაბიშვილს ჰყავთ საერთო პატრონი

თავის დროზე სალომე ზურაბიშვილმა სწორედ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ იმედით დაარღვია უხეშად საქართველოს კონსტიტუცია, თუმცა როგორც ჩანს, მაინც აქვს გარკვეული შიშები, თავს იზღვევს, ესაუბრება რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს და ეს მისი საქმეა, 100 ხმის რესურსი პარლამენტში არ არის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ დადგება იმ ადამიანის …

ნახვა »

ლიბიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2000-ს გადააჭარბა

ლიბიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2000-ს გადააჭარბა. ამის შესახებ გამოცემა Reuters-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ლიბიაში ხმელთაშუა ზღვის შტორმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად 2000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ხოლო მინიმუმ 10 000 დაკარგულად ითვლება. წყალდიდობამ კაშხლები, შენობები დაანგრია და ქვეყნის აღმოსავლეთში სანაპირო ქალაქ დერნას მეოთხედი გაანადგურა. ქვეყნის ოფიციალური პირები მოელიან, რომ გარდაცვლილთა რიცხვი …

ნახვა »

საქართველოს ნაკრებს ნორვეგიამ 2-1 მოუგო

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები ოსლოში, ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის მატჩში ნორვეგიას სტუმრად დაუპირისპირდა და 1:2 წააგო. ანგარიში ნორვეგირლთა ლიდერმა ჰოლანდმა 25-ე წუთზე გახსნა, მააპინძელთა უპირატესობა მალევე, 31-ე წუთზე ოდეგორმა გაზარდა და ნორვეგიელებმა პირველი ტაიმი 2-0 მოიგეს. საქართველოს ნაკრებმა სხვაობის შემცირება მატჩის დამატებულ პირველ წუთზე ბუდუ ზივზივაძის გოლით შეძლო.  

ნახვა »

მაროკოში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 600-ს გადააჭარბა

მაროკოში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 600-ს გადააჭარბა, სამაშველო სამუშაოები გრძელდება. The Gardian-ის ინფორმაციით, მთებში მდებარე სოფლებში გადარჩენილების ძებნისთვის სულ ცოტა დრო რჩება, რაც ამ ადგილების მიუდგომლობითა და სამაშველო ბრიგადების სიმცირით არის განპირობებული. ადგილობრივი მაშველების დასახმარებლად ქვეყანაში ჩავიდნენ საგანგებო სიტუაციების სამსახურების ჯგუფები ესპანეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან, კატარიდან და არაბთა გაერთიანებული …

ნახვა »

ვილი სანიოლი – ნორვეგიასთან სხვა ნაკრებს იხილავთ, განსხვავებულ სცენარს შემოგთავაზებთ

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 12 სექტემბერს ევრო2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრას გამართავს. ჩვენი გუნდი ოსლოში, ულეველ სტადიონზე ნორვეგიას დაუპირისპირდება. მატჩამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ჩვენი გუნდის ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს:   ვილი სანიოლი: “რა თქმა უნდა, ესპანეთთან თამაში ძალიან რთული იყო. აგრესია, გუნდურობა, სულისკვეთება …

ნახვა »

მაროკოში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 1000-ს გადააჭარბა

მაროკოში ძლიერი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 1000-ს გადააჭარბა. სტიქიის შედეგად დაშავდა სულ მცირე 330 ადამიანი. მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს, ცდილობენ ნანგრევებიდან გადარჩენილების ამოყვანას. სავარაუდოდ, გარდაცვლილთა რიცხვი კიდევ გაიზრდება. 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მაროკოში 8 სექტემბერს გვიან ღამით მოხდა. 20 წუთის შემდეგ მას განმეორებითი 4.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია