ქართული კენკრა ექსპორტზე ვერ გადის – ამის შესახებ კენკრის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ განაცხადა. იზოლდა ქიტესაშვილის თქმით, კენკრის გასაღების ერთადერთი ბაზარი აქამდე რუსეთი იყო, ახლა კი, რუსეთიდან თანხის გადმორიცხვის პრობლემაა და ამის გამო, კენკრის ექსპორტი სრულად შეჩერებულია. ,,წელს, მოსავალი საკმაოდ კარგია. ადგილობრივ ბაზარზე ფასიც ნორმალური, მაყვალი 5-6 ლარი ღირს, ჟოლო 7-8 …
ნახვა »ლიზ ტრასი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობისთვის იბრძოლებს
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა Daily Telegraph-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის პრემიერმინისტრობის თანამდებობისთვის იბრძოლებს. ლიზ ტრასმა ასევე ისაუბრა იმაზე, რომ პოსტის დაკავების დღიდან პირველი რასაც გააკეთებს გადასახადების შემცირებაა. “არჩევნებში ვიბრძოლებ, როგორც კონსერვატორი და ვმართავ ქვეყანას, როგორც კონსერვატორი”.– განაცხადა ლიზ ტრასმა. 6 ივლისს, Reuters წერდა, რომ ჯონსონის გადადგომის შემთხვევაში მის პოზიციაზე რამდენიმე …
ნახვა »გრეგოროვა – მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი მიიღო, რადგან მას პროევროპული ხელისუფლება ჰყავს, რაც ვერ დავინახეთ საქართველოში
მძულს განცხადების მოსმენა, რომ საქართველოს სტატუსზე უარი „ომთან შეერთების“ მიზეზს უკავშირდება. ჩვენ მშვენივრად ვიცით, რომ საქართველო უკვე იმყოფება ომში რუსეთთან, ვიცით, რომ საქართველო ოკუპირებულია. ჩვენ არ გვსურს, რომ ომს შეუერთდეთ, ჩვენ გვსურს, რომ თქვენ ევროკავშირს შეუერთდეთ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის …
ნახვა »დავითულიანი – ოპოზიციას ხელისუფლების ექსტრემალური გზით, არჩევნების გარეშე შეცვლის შანსი არ მიეცემა
ოპოზიციას ხელისუფლების ექსტრემალური გზით, არჩევნების გარეშე შეცვლის შანსი არ მიეცემა – დროა, ადრე თუ გვიან ჭკუა ისწავლონ, მოვიდნენ, დასხდნენ და ქვეყნისთვის იმუშაონ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა დავითულიანმა განაცხადა. დავითულიანი ოპოზიციას ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიზნით “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებულ პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებენ. “ევროკავშირმა დავალება მოგვცა. ამ ქვეყანას ჰყავს კანონიერად და …
ნახვა »საქართველოში მიწისქვეშა ბიძგები დღეს ექვსჯერ განმეორდა
საქართველოში მიწისქვეშა ბიძგები დღეს რამდენჯერმე დაფიქსირიდა. სეისმური მონიტროინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით სამ მაგნიტუდაზე მეტი სიმძლავრის ბიძგები ექვსჯერ განმეორდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველად თბილისის დროით დილის 07:36 საათზე 4,8 მაგნიტუდის ბიძგები სოფელ სამებასთან იყო, 09:10 საათზე 4.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლთან მოხდა, 09:19-ზე, 3,1 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა …
ნახვა »უკრაინის ვიცე-პრემიერი ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში მაცხოვრებლებს ტერიტორიების დატოვებისკენ მოუწოდებს
უკრაინის ხელისუფლება ქვეყნის ოკუპირებულ სამხრეთ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას, მოსალოდნელი კონტრშეტევების გამო, ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს. უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშუკის განცხადებით, ხერსონის და ზაპოროჟიეს რეგიონებში მცხოვრებმა უკრაინელებმა საცხოვრებელი ადგილები ყველა არსებული საშუალებით უნდა დატოვონ. უკრაინამ ხერსონის შავი ზღვის რეგიონის უმეტეს ნაწილზე ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პირველ კვირებში დაკარგა კონტროლი. „ცხადია, იქნება ბრძოლები, …
ნახვა »საქართველოში კიდევ სამი მიწისძვრა დაფიქსირდა
საქართველოში კიდევ სამი მიწისძვრა მოხდა. ბიძგები ამჯერად თბილისის დროით 09:18 საათზე, 09:47 საათზე და 10:14 საათზე დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ეპიცენტრი ამ შემთხვევებშიც სოფელ სამებასთან იყო. მიწისძვრების სიძლიერემ, 3.1, 3.3 და 3,1 მაგნიტუდა შეადგინა. მანამდე 4.8 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა 07:36 საათზე, ხოლო 4.5 მაგნიტუდის სიძლიერის – 09:10 საათზე. ორივე შემთხვევაში …
ნახვა »“დეილი მეილი” საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შესახებ წერს
„დღეს ქართული რაგბისთვის კარი ღია იყო და მათ ხმამაღალი განცხადების გაკეთება შეეძლოთ. „ბორჯღალოსნებმა“ თავიანთი შანსი გამოიყენეს. ეს საეტაპო გამარჯვება იყო, რაც რაგბის მესვეურებმა უნდა ჩაინიშნონ. საქართველო სარაგბო ქვეყანაა და უფრო მეტი მსგავსი თამაში სჭირდება, რომ განვითარდეს. მოწოდებები, რომ საქართველო 6 ერის ტურნირს შეუერთდეს, ახლა უფრო მოიმატებს. ბევრის აზრით, ამ ტურნირზე …
ნახვა »უკრაინაში, დონბასის რეგიონში დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინის დონბასის რეგიონში განხორციელებულ დაბომბვას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა. ყველაზე ცხელ წერტილად ბახმუტის რაიონი მიიჩნევა, სადაც რუსი სამხედროები და სეპარატისტული დაჯგუფებები იერიშებს ახორციელებენ და ცეცხლგამჩენ ჭურვებს იყენებენ. შედეგად ათამდე საცხოვრებელი სახლი დაიწვა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ხარკოვის ცენტრალურ ნაწილზე და …
ნახვა »საქართველოში ბოლო 2 საათის განმავლობაში ორი მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. პირველად ბიძგები თბილისის დროით 07:36 საათზე დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ეპიცენტრი დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 25 კილომეტრში, სოფელ სამებასთან იყო. ბიძგების სიძლიერემ, პირველადი მონაცემებით, 4.8 მაგნიტუდა შეადგინა. 09:10 საათზე სოფელ სამებასთან მიწისქვეშა ბიძგები ისევ განმეორდა. ამჯერად, 4.5 მაგნიტუდის.
ნახვა »