უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით რუსული ძალების მიერ განხორციელებული მასიური თავდასხმის შემდეგ განაცხადა, რომ პარტნიორებმა ზუსტად იციან, თუ რა არის საჭირო უკრაინის ცის სრული დაცვისთვის. „ამ ღამით, უკრაინის ცენტრში, სამხრეთით და დასავლეთით, სხვადასხვა ტიპის 50-ზე მეტი რაკეტით და 50-მდე დრონით კიდევ ერთი თავდასხმა განხორციელდა. მადლობა ჩვენს ჯარისკაცებს, რომ მათი უმრავლესობა …
ნახვა »ირაკლი კობახიძე – აშშ-ის წინა ელჩის პირობებში ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ნამდვილად საჭიროებს გადახედვას, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ურთიერთობები მაქსიმალურად გაჯანსაღდეს
ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ნამდვილად საჭიროებს გადახედვას, განსაკუთრებით იმ 4-წლიანი პროცესების ფონზე, რომლებიც განვითარდა ჩვენს ქვეყანაში; ყველას გახსოვთ რევოლუციის ორი მცდელობა, რასაც დაემატა მესამე მცდელობა წინა კვირების განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ქართველი და ამერიკელი ხალხის ინტერესებშია, რომ გაჯანსაღდეს ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ …
ნახვა »საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში კვიპროსი 2:0 დაამარცხა
საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაიწყო – ირის ანტმანის გუნდმა კვიპროსი 2:0 დაამარცხა. ჩვენმა გუნდმა ახნას „დასაკი სტადიოზე“ გამართული თამაში თავიდანვე კარგად დაიწყო და 32-ე წუთზე ირინა ხაბურზანიას გოლით დაწინაურდა. თუმცა, შვიდ წუთში გოლის ავტორს შეხვედრის არბიტრმა მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედნიდან გააძევა. დარჩენილი დრო …
ნახვა »ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში დაგეგმილია საბავშვო-გასართობი ღონისძიებები, დასწრება თავისუფალია
თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის მასშტაბით, ტრადიციულად, დაგეგმილია საბავშვო-გასართობი ღონისძიებები. თბილისის მერიის ინფორმაციით, ცენტრალური ღონისძიება ჩატარდება დედაენის ბაღში, სადაც მთელი დღის განმავლობაში იქნება სივრცითი აქტივობები, სხვადასხვა გასართობი შოუ პროგრამა, საბავშვო სადგურები, თეატრალური წარმოდგენა „ჟოზე“. ღონისძიების დასასრულს, 20:00 საათზე …
ნახვა »ზუგდიდის საკრებულოს სხდომა ჩაიშალა
ზუგდიდის საკრებულოს სხდომა ჩაიშალა. დღევანდელ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკრებულოს ცხრა პოლიტიკური თანამდებობის პირის იმპიჩმენტის საკითხი უნდა განეხილათ. სხდომა „ქართული ოცნების“ უხუცეს დეპუტატ კონსტანტინე უბერს უნდა წაეყვანა, თუმცა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. სხდომაზე მოვიდნენ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები, თუმცა მათ რეგისტრაცია არ გაიარეს, შესაბამისად კვორუმი ვერ შედგა. სხდომათა …
ნახვა »პეტრე ცისკარიშვილის თქმით, ანაკლიის პორტის ასაშენებლად ჩინურ-სინგაპურული კომპანიის და ვითომ ინვესტორის შემოყვანა არის ტყუილი, რეალურად პორტს ბიძინა ივანიშვილი რუსეთს გააკონტროლებინებს
ანაკლიის პორტის ასაშენებლად ჩინურ-სინგაპურული კომპანიის და ვითომ ინვესტორის შემოყვანა არის ტყუილი. ისიც ტყუილია, რომ საქართველოს სახელმწიფოს მფლობელობაში იქნება 51 პროცენტი. შეიძლება, დღეს იყოს, მაგრამ რამდენიმე წლისთავზე 51 პროცენტიც აღარ ექნება ქვეყანას და ყველაფერს ანაკლიის პორტის გარშემო – კომერციულ მიმართულებას, სამხედრო დანიშნულებას, თვითონ ამ საზღვაო აკვატორიას, ბიძინა ივანიშვილი რუსეთს გააკონტროლებინებს, – …
ნახვა »ლევან დავითაშვილი – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში საბოლოო წინადადება ჩინურმა კონსორციუმმა წარადგინა და გამარჯვებულად უახლოეს დღეებში ოფიციალურად გამოცხადდება
ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში საბოლოო წინადადება ჩინურმა კონსორციუმმა წარადგინა და გამარჯვებულად უახლოეს დღეებში ოფიციალურად გამოცხადდება. მინისტრის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში საბოლოო წინადადება ჩინურმა კონსორციუმმა, ChinaCommunications Construction Company Limited-მა წარადგინა. „როგორც ცნობილია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე გამოცხადებული კერძო პარტნიორის შერჩევის საკვალიფიკაციო მოთხოვნები დააკმაყოფილა …
ნახვა »პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ვეტოს დაძლევას და კანონის თავდაპირველი ვერსიით მიღებას მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი ოთხი იყო. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს 18 მაისს დაადო ვეტო. სალომე ზურაბიშვილმა მას მხოლოდ ერთი მუხლი დაამატა, რომლის მიხედვითაც, კანონი ამოქმედებიდან მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში …
ნახვა »დღეს, პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავს
პარლამენტმა, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნები და მასზე თანდართულ კანონპროექტი უნდა განიხილოს. პრეზიდენტის კანონპროექტით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მოქმედებს ძალაში შესვლიდან მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში. სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებში მითითებულია, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციით გარანტირებულ ფუნდამენტურ უფლებებსა …
ნახვა »საქართველოს მოქალაქეებს 28 მაისიდან შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში
2024 წლის 28 მაისიდან ძალაში შედის „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ შეთანხმება“. აღნიშნულის შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს უკვე 28 მაისიდან საშუალება ეძლევათ, უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და დაჰყონ ქვეყანაში შესვლის შემდეგ ერთჯერადად 30 დღე. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს მოქალაქისთვის ჩინეთში …
ნახვა »