პოლიტიკა

editor

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერაციულ კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერაციულ კანცლერთან ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ „ტვიტერში” წერს: ოლაფ შოლცთან შეხვედრაზე ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე და ქვეყნებს შორის არსებული კარგი პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების საჭიროებაზე ვისაუბრეთ. ღარიბაშვილი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას მადლობას უხდის. „ძალიან კარგი შეხვედრა …

ნახვა »

მამუკა ხაზარაძე – როცა ლაპარაკია, როგორ დავამარცხოთ ის რუსული მთავრობა, რომელიც დღეს მართავს ქვეყანას, ჩვენ ვხედავთ გაერთიანებას, ჩვენი კარები არის ღია

პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ როცა ლაპარაკია, როგორ დავამარცხოთ რუსული მთავრობა, ჩვენ ვხედავთ გაერთიანებას – ჩვენი კარი ღიაა. ვისაც უნდა, რომ შემოგვიერთდეს – შემოგვიერთდეს, – ამის შესახებ პარტიული კონფერენციის დასრულების შემდეგ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ზოგიერთთან კონსულტაციები უკვე დაწყებულია, თუმცა ვისთან, არ დაუკონკრეტებია. მან საზოგადოებას მოუწოდა, „ლელოს“ შეუერთდნენ, რადგან, მისი თქმით, …

ნახვა »

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა თანამდებობა დატოვა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა თანამდებობა დატოვა. ზურაბ უტიაშვილმა „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ამის შესახებ თავად დაწერა, თუმცა წასვლის მიზეზი არ განუმარტავს. „მინდა შეგატყობინოთ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, პირადი განცხადების საფუძველზე დავტოვო გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა. პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გუნდს და პირადად პრემიერ-მინისტრს, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს გამოცხადებული ნდობისთვის. …

ნახვა »

წელს, სურსათში ტყვიის გადაჭარბებული შემცველობის არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა

წელს, სურსათში ტყვიის გადაჭარბებული შემცველობის არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა პარლამენტში, აგრარულ საკითხთა კომიტეტში სააგენტოს ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. „2017 წელს გამოვლენილი დარღვევების საფუძელზე გატარდა კომპლექსური ღონისძიებები და მიღებულ იქნა სპეციალური ზომები, რაც ძირითადად სუნელების კომპონენტებს ეხებოდა, რომლებიც საზღვარგარეთიდან შემოდიოდა. ჩვენ მკაცრი მიდგომები გვქონდა საზღვარზე …

ნახვა »

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ემზადება

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. საწვრთნელ პროცესს 24 ფეხბურთელი გადის. დღეიდან გიორგი მამარდაშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, საბა ლობჟანიძე, ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია შეუერთდნენ.  გიორგი მიქაუტაძე ეროვნულ გუნდში მატჩებისთვის მზადებას 11 ივნისიდან დაიწყებს.  გურამ კაშია (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): “საკმაოდ დიდი დრო გვაქვს ამ ორი მნიშვნელოვანი თამაშისთვის მოსამზადებლად. …

ნახვა »

გიორგი ტყემალაძე ოპოზიციას – 2008 წლის შემდეგ დავიჯერო არ გაგივლიათ ამ შენობის წინ? მაშინ არ შეგიმჩნევიათ ეს წარწერა?

საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციონერ კოლეგებს, რომლებმაც საკრებულოს შენობაზე განთავსებულ აბრაზე, სამენოვან წარწერათა შორის არსებული რუსულენოვანი წარწერის არსებობა გააპროტესტეს. “ნარატივი გაქვთ ასეთი – 2008-ში, ომის შემდეგ თქვენთვის რუსეთი არ იყო პრობლემა, რუსი ტურისტი არ იყო პრობლემა, ვიზები გააუქმეთ და ახლა გახდა პრობლემა?“ „შეიძლება „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ბევრი თქვენგანი …

ნახვა »

გიორგი შარაშიძე თბილისის მერს საკრებულოში იბარებს კითხვებზე საპასუხოდ: რატომ გაუფორმა მერიამ სანქცირებულ კომპანია „კამაზს” ხელშეკრულება და რატომ აპირებს საქართველოს მოქალაქეების ფულით, 5 მილიონი ლარით, რუსული „კამაზების“ შეძენას?!

პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ, საკრებულოს სხდომაზე თბილისის მერის კახა კალაძის დაბარების საკითხი დააყენა. შარაშიძის თქმით, თბილისის მერიამ სასწრაფოდ უნდა გააუქმოს რუსულ კომპანია „კამაზთან“ გაფორმებული ხელშეკრულება, მერმა კი უპასუხოს კითხვებს, თუ რატომ გაუფორმა მერიამ სანქცირებულ კომპანია „კამაზს” ხელშეკრულება და რატომ აპირებს საქართველოს მოქალაქეების ფულით, 5 მილიონი ლარით, რუსული „კამაზების“ შეძენას?! …

ნახვა »

ვლადიმერ პუტინი – ბელარუსში რუსეთის ბირთვული იარაღის განლაგება მაშინვე დაიწყება, როგორც კი 7-8 ივლისს საჭირო ობიექტების მომზადება დასრულდება

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბელარუს კოლეგასთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ბელარუსში რუსეთის ბირთვული იარაღის განლაგება მაშინვე დაიწყება, როგორც კი 7-8 ივლისს საჭირო ობიექტების მომზადება დასრულდება. „ყველაზე მგრძნობიარე საკითხებზე, რაზეც თქვენთან შევთანხმდით, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. მოგეხსენებათ, 7-8 ივლისს დასრულდება შესაბამისი ობიექტების მომზადება და სასწრაფოდ მივიღებთ ზომებს, რომელიც დაკავშირებულია თქვენს …

ნახვა »

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მოიპოვა სატელეფონო ჩანაწერი, რომელიც ამტკიცებს, რომ კახოვკას ჰიდროელექტროსადგური რუსულმა დივერსიულმა ჯგუფმა ააფეთქა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის გავრცელებული ინფორმაციით, მოიპოვეს სატელეფონო ჩანაწერი, რომელიც ამტკიცებს, რომ კახოვკას ჰიდროელექტროსადგური რუსულმა დივერსიულმა ჯგუფმა ააფეთქა. „დამპყრობლებს სურდათ უკრაინის დაშანტაჟება კაშხლის აფეთქებით და მოაწყვეს კატასტროფა ჩვენი სახელმწიფოს სამხრეთ ნაწილში“, – აცხადებენ უსაფრთხოების სამსახურში. უწყებამ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, სადაც ორი მამაკაცი კატასტროფის შედეგებს განიხილავს. ერთ-ერთი მოსაუბრის თქმით, მთავარი პრობლემა ის არის, …

ნახვა »

ცოცხალია ქართველი მებრძოლი უკრაინაში, ზურაბ მუშუქია, რომლის გარდაცვალების შესახებაც გავრცელდა მცდარი ინფორმაცია

უკრაინაში მებრძოლ ქართველი სამხედროზე, ზურაბ მუშუქიაზე გავრცელდა მცდარი ინფორმაცია მისი ფრონტზე გარდაცვალების შესახებ. არსებული ინფორმაციით, ზურაბ მაშუქიას ოჯახთან კომუნიკაცია უკვე ჰქონდა. ინფორმაციისთვის, უკრაინაში მებრძოლი ზურაბ მუშუქიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 7 ივნისს გავრცელდა. ვრცელდებოდა ცნობები, რომ ის ბახმუტთან აფეთქებას ემსხვერპლა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ქართველი სამხედრო …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია