აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ ჩატარებული ანტიტერორისტული ღონისძიებების შედეგად ქვეყანამ თავისი სუვერენიტეტი აღიდგინა. პრეზიდენტმა აზერბაიჯანის მოსახლეობისთვის მიმართვაში განაცხადა ამის შესახებ. ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა დიდი გმირობა, სიმამაცე და პროფესიონალიზმი გამოავლინეს. „რთული რელიეფის პირობებში, გამაგრებული ადგილების არსებობისას, რომლებსაც მოწინააღმდეგე წლების განმავლობაში აგებდა, მაღლობებზე და ხელსაყრელ ადგილებზე მტრის პოზიციების …
ნახვა »მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილზე -ახლა სწორედ დროა, დაჯდეს მოლაპარაკების მრგვალ მაგიდასთან ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებაზე
ახლა სწორედ დროა [ივანიშვილი], დაჯდეს მოლაპარაკების მრგვალ მაგიდასთან ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებაზე… მე არ მსურს თქვენთვის უსამართლობა. ქართველები ისედაც ცოტანი ვართ, ქართველები ერთი ოჯახი უნდა ვიყოთ, – განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას ყოფილ პრემიერ-მინისტრ, ბიძინა ივანიშვილზე. ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტი სხდომაზე სხვადასხვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ თემას შეეხო, მათ …
ნახვა »პარლამენტში თეა წულუკიანის სიტყვით გამოსვლის დროს ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა საპროტესტო პლაკატი გაშალეს
პარლამენტის პლენარული სხდომის ტრიბუნასთან „მინისტრის საათის“ ფორმატში კულტურისა და სპორტის მინისტრის თეა წულუკიანის სიტყვის დროს ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა თინა ბოკუჩავამ, სალომე სამადაშვილმა, ხათუნა სამნიძემ და თამარ კორძაიამ პლაკატი გაშალეს, რომელსაც „ქართული ოცნების“ ლოგოსთან ერთად ჰქონდა რუსული წარწერა -Русский военный корабль, иди на х… წულუკიანმა მათ მიმართა: „მოგესალმებით ქალბატონებო. გაშალეთ პლაკატი, …
ნახვა »დოლიძის ქუჩაზე მამაკაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი შვილების თვალწინ მოკლა
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მამაკაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა. შემთხვევა 17 სექტემბერს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით მკვლელობა მან შვილების თვალწინ ჩაიდინა და მომხდარის შემდეგ თვითდაზიანება მიიყენა. მისი მდგომარეობა მძიმეა. საქმეზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი არის პოლიციელი.
ნახვა »ანა ნაცვლიშვილი – არ გამოვა ფარცხალაძის საქმის ჩაფარცხვა, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს ეს საკითხი თქვენთვის
არ გამოვა ფარცხალაძის საქმის ჩაფარცხვა, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს ეს საკითხი თქვენთვის, – პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა. ნაცვლიშვილის აზრით, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების თავზარდამცემმა ამბავმა „ქართული ოცნება“ იმ კალაპოტიდანაც კი ამოაგდო, რომელშიც აქამდე თავს ხელოვნურად იმაგრებდა. „მსგავს ამბებზე აქამდე იმას მაინც ამბობდით, რომ …
ნახვა »ანა ბუჩუკური – ირაკლი კობახიძის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ გასულია უკვე მომსახურების ზონიდან
პარტია „საქართველოსთვის” წევრმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა ეროვნული ბანკის შესახებ კობახიძის განცხადება შეაფასა და აღმიშნა, რომ ის გასულია მომსახურების ზონიდან. ბუჩუკურის აზრით, ამ განცხადებით, ირაკლი კობახიძემ ფაქტობრივად უარი თქვა კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტობაზე. „სამწუხაროდ, ირაკლი კობახიძის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ გასულია უკვე მომსახურების ზონიდან, როგორც ჩანს. „ოცნება” დღეს ძალიან არასახარბიელო მდგომარეობაშია და …
ნახვა »უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებს ესტუმრა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა, – მან ამის შესახებ თავად დაწერა სოციალურ ქსელში წერს. „ელენა ზელენსკაია და მე შეერთებულ შტატებში ჩავედით გაერო-ს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულში მონაწილეობის მისაღებად. მივიღებ მონაწილეობას გენერალური ასამბლეის, მდგრადი განვითარების მიზნების სამიტისა და გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრებში, ასევე რიგ მნიშვნელოვან ორმხრივ მოლაპარაკებებში“, …
ნახვა »ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, საქართველოს ყველა მიმართულებით აქვს პროგრესი, მთავრობამ რეკომენდაციების შესრულებისთვის მაქსიმუმი გააკეთა და პროცესი გრძელდება. შარლ მიშელთან შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე გამოკვეთილი ოთხივე საკითხი, …
ნახვა »სალომე ზურაბიშვილი – ყველაზე დიდი უბედურებაა, როცა ქვეყანაში გენერალური პროკურორი „ეფესბეს“ თუ „კაგებეს“ აგენტი ყოფილა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. პრეზიდენტმა საქართველოს ყოფილი მთავარი გენერალური პროკურორის, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძის საქმის “დეტალურ გამოძიება” მოითხოვა. მისი თქმით, ყველაზე დიდ უბედურება ისაა, რომ ქვეყნის „გენერალური პროკურორი ეფესბეს აგენტი” ყოფილა. „ბატონმა კახამ [კალაძე] მგონი, თქვა, რომ ყველაზე დიდი უბედურება, თურმე, ჩემი ვიზიტებია ევროპაში. არა …
ნახვა »ოთარ ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა შეეზღუდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება შეზღუდული აქვს. „როგორც ცნობილია, 2022 წლის 26 თებერვალიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებით საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად. სანქციათა მოთხოვნების შესრულების და …
ნახვა »