შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სიღნაღში მამის მკვლელობის ფაქტზე მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავა. უწყების ცნობით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამას სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, 2003 წელს დაბადებული, წარსულში …
ნახვა »ოლაფ შოლცი – არ ველი, რომ უკრაინელები ბრძოლის ველზე სიტუაციას ერთ დღეში შეცვლიან, თუმცა ისინი ძალიან ზუსტად და ორგანიზებულად მოქმედებენ
გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცი არ ელის, რომ უკრაინელი სამხედროები ბრძოლის ველზე მოცემულობის ერთ დღეში შეცვლას შეძლებენ, თუმცა აღნიშნავს, რომ ისინი ძალიან ზუსტად და ორგანიზებულად მოქმედებენ. მან ამის შესახებ რუმინეთის პრემიერმინისტრ მარსელ ჩიოლაკუსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ჩიოლაკუმ კი აღნიშნა, რომ რუმინეთი კონფლიქტის დასრულებას უკრაინის კონტრშეტევით ელოდა, თუმცა, მოუწია გაეთვალისწინებინა უფრო ხანგრძლივი …
ნახვა »საია – 2021 წლის 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენები ამ დრომდე სათანადოდ არ არის გამოძიებული
2021 წლის 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენები ამ დრომდე სათანადოდ არ არის გამოძიებული, – წერია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საია-ს ინფორმაციით, რეაგირების გარეშეა დატოვებული სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი, რომელსაც ევალებოდა 2021 წლის 5 ივლისს, ჯეროვნად დაეცვა ჟურნალისტები, რათა მათ ხელშეშლის გარეშე თავიანთი პროფესიული საქმიანობა შეესრულებინათ. „2021 წლის 5-6 ივლისის …
ნახვა »რატი ბრეგაძე – თუკი სადმე არის ამ რეგიონში ადამიანის უფლებები დაცული, განსაკუთრებით, პენიტენციურ დაწესებულებებში, აქ ლიდერი ნამდვილად არის საქართველო
იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ პირადად მისთვის არის სრულიად მიუღებელი, მტკიცებულებების გარეშე მსგავსი განცხადება. ბრეგაძის თქმით, იუსტიციის სამინისტრო იცავს ყველა ადამიანის უფლებას, მათ შორის ძალიან მაღალ დონეზე პენიტენციურ დაწესებულებებში და ვერავისგან მიიღებენ მსგავსი ტიპის განცხადებას. „როდესაც საუბარია …
ნახვა »მარია ზახაროვა აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები „ვნუკოვოს“ აეროპორტზე საავიაციო თავდასხმას გეგმავდნენ
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მარია ზახაროვა აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები „ვნუკოვოს“ აეროპორტზე საავიაციო თავდასხმას გეგმავდნენ. მისი ინფორმაციით, დღეს მოსკოვზე და მოსკოვის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა, ამის გამო დროებით ფრენების შეჩერება მოუწიათ. „კიევის რეჟიმის მცდელობა მიიტანოს იერიში რაიონზე, სადაც სამოქალაქო ინფრასტრუქტურა არის განლაგებული, მათ შორის აეროპორტი, რომელიც, …
ნახვა »სრულიად უდანაშაულო ადამიანს რატომ მამყოფებთ ამდენი ხანი ამ უბედურებაში – მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე ჩაერთო
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას დისტანციურად ჩაერთო. სააკაშვილის თქმით, მას შეიძლება დანაშაული მიუძღოდეს საკუთარი ახლობლებისა და ოჯახის წევრების მიმართ, მაგრამ არავითარი დანაშაული არ მიუძღვის ქვეყნისა და ხალხის წინაშე. „სრულიად უდანაშაულო ადამიანს რატომ მამყოფებთ ამდენი ხანი ამ უბედურებაში?- თითოეულმა დავუსვათ ჩვენს თავს კითხვა. არაფერი ისეთი არ გამიკეთებია, დანაშაული …
ნახვა »ივანე ჩხაიძე – ჩვენ ვიქნებით მსოფლიოში მესამე ქვეყანა, რომელსაც აქონდროპლაზიის მართვის ეროვნული პროტოკოლი ექნება
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აქონდროპლაზიის მართვის პროტოკოლთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრის, ივანე ჩხაიძის თქმით, პროტოკოლი დაახლოებით ივლისის შუა რიცხვებში დამტკიცდება. მისივე განცხადებით, პროტოკოლში დაავადების მართვის ერთ-ერთ საშუალებად დასახელებულია მედიკამენტი „ვოსორიტიდი“. „დღევანდელ შეხვედრაზე განხილული იყო პროტოკოლის საბოლოო ვერსია და ასევე ის შენიშვნები, რაც იყო მიღებული ექსპერტებისგან, რეცენზენტებისგან …
ნახვა »ვოლოდიმირ ზელენსკი – ყირიმზე უკრაინის კონტროლის აღდგენის გარეშე რუსეთთან ომი არ დასრულდება
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ყირიმზე უკრაინის კონტროლის აღდგენის გარეშე რუსეთთან ომი არ დასრულდება. ზელენსკიმ ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი საბოლოო მიზანი ყირიმის გათავისუფლებაა. “ჩვენ ვერ წარმოვიდგენია უკრაინა ყირიმის გარეშე და სანამ ყირიმი რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა, ეს მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს: ომი ჯერ არ დასრულებულა”, – აღნიშნა ზელენსკიმ. …
ნახვა »ქუთაისის აეროპორტთან ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ქუთაისის აეროპორტთან ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა გზიდან გადავარდა და აფეთქდა. არსებული ინფორმაციით, 4 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი კლინიკაში. კლინიკაში გადაყვანილი კიდევ ერთი დაშავებულია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა.
ნახვა »ხვალ ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება
ხვალ, 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდება, 26 ივლისს კი საბოლოო ფიზიკის გამოცდა იქნება. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრირებულია გამოსაცდელთა რეკორდული რაოდენობა – 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი. 2023 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. ცენტრები იფუნქციონირებს თბილისში, …
ნახვა »