ორშაბათს ბიტკოინის ფასმა მკვეთრად მოიმატა და 87.000 დოლარს გადააჭარბა. რეკორდულ ზრდას უკავშირებენ მოლოდინს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია კრიპტოვალუტისთვის ხელსაყრელ გარემოს შექმნის.
Read More »ჰესი „ხობი 2“ ოფიციალურად ექსპლუატაციაში შევიდა
საქართველოში ჰესი „ხობი 2“ ოფიციალურად ექსპლუატაციაში შევიდა, რაც ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ კიდევ ერთი ნაბიჯია. ჰესის სიმძლავრე 44.5 მეგავატია, წლიური გამომუშავება კი 202 მილიონი კვტ/სთ. 2030 წლისთვის იგეგმება, რომ ელექტრო ენერგიის გამომუშავებამ ათი ათას მეგავატს მიაღწიოს, ენერგეტიკოსების შეფასებით ეს რთული, მაგრამ შესაძლებელი მიზანია. მოსახლეობის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია მპროცესში, ხოლო ენერგეტიკოსები აღნიშნავენ, რომ აუცილებელია …
Read More »ირაკლი კობახიძე – საქართველოში პირველი სრული ციკლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც „ბლექ სი პეტროლიუმი“ აშენებს, უმნიშვნელოვანესი შენაძენი იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის
საქართველოში პირველი სრული ციკლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც „ბლექ სი პეტროლიუმი“ აშენებს, უმნიშვნელოვანესი შენაძენი იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ეს არის ყველაზე მსხვილი კერძო საინვესტიციო პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. „მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენთან ერთად ვმონაწილეობ ამ …
Read More »საქსტატი – მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.0 პროცენტი შეადგინა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.0 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 1.7 …
Read More »ირაკლი კობახიძე – აპრილში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 11,8 პროცენტი, რაც არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა აპრილის ეკონომიკური ზრდის მონაცემები. აპრილში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 11,8 პროცენტი, რაც არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საშუალო იანვარ-აპრილის ეკონომიკური ზრდა იყო 9 პროცენტი. „მინდა, შეგახსენოთ, რომ ეს შედეგი მნიშვნელოვნად აღემატება საერთაშორისო სავალუტო ფონდის …
Read More »ლევან დავითაშვილი – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში საბოლოო წინადადება ჩინურმა კონსორციუმმა წარადგინა და გამარჯვებულად უახლოეს დღეებში ოფიციალურად გამოცხადდება
ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში საბოლოო წინადადება ჩინურმა კონსორციუმმა წარადგინა და გამარჯვებულად უახლოეს დღეებში ოფიციალურად გამოცხადდება. მინისტრის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში საბოლოო წინადადება ჩინურმა კონსორციუმმა, ChinaCommunications Construction Company Limited-მა წარადგინა. „როგორც ცნობილია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე გამოცხადებული კერძო პარტნიორის შერჩევის საკვალიფიკაციო მოთხოვნები დააკმაყოფილა …
Read More »ნათია თურნავა – ჩვენ გავაუმჯობესეთ 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, 5%-დან ავწიეთ 6%-მდე – სულ მცირე 6%-ს ველოდებით, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ უფრო მაღალიც იყოს
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ 2023 წლის ეკონომიკური ზრდა დაგეგმილ 6%-ზე მაღალიც იყოს. ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ფაქტორებია ინვესტიციები და საგარეო ვაჭრობა. „ჩვენი მოლოდინი არის ასეთი, რომ ეკონომიკური ზრდა იმაზე უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ჩვენი თავდაპირველი მოლოდინი იყო. ჩვენ გავაუმჯობესეთ 2023 წლის …
Read More »მარიამ ქვრივიშვილი – ჩვენს ქვეყანაში ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრია ვითარდება, ძლიერდება და ძალიან სწრაფი ტემპებით უბრუნდება პანდემიამდელ ნიშნულს
„საქართველოს მთავრობის სწორი სამოქმედო გეგმისა და სტრატეგიის შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაში ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრია ვითარდება, ძლიერდება და ძალიან სწრაფი ტემპებით უბრუნდება პანდემიამდელ ნიშნულს“, – ასე აფასებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ იანვარი-ივნისის თვეების სტატისტიკურ მონაცემებს. სტატისტიკის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში საქართველოს 2,860,117 საერთაშორისო …
Read More »“ამბასადორი ბათუმი აილენდის“ კუნძულის მოწყობის პროცედურა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შეაჩერა
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ „ამბასადორი ბათუმი აილენდსისთვის“ ხელოვნური კუნძულის მოწყობის სამუშაოების ადმინისტრაციული წარმოების შეჩერება გადაწყვიტა. სააგენტომ აღნიშნულ ინფორმაციაზე განცხადება გამოაქვეყნა. სააგენტო განმარტავს, რომ სკოპინგის დასკვნის მიღების მიზნით სააგენტოში წარდგენილი იქნა – შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ, ქ.ბათუმში, ხელოვნური კუნძულის მოწყობის სკოპინგის ანგარიში. „გაცნობებთ, რომ 2023 წლის 15 ივნისის N 21/4603 წერილის …
Read More »ქართულმა თაფლმა ხარისხის ნომინაციაში უმაღლესი ჯილდო, პლატინის მედალი მიიღო
თაფლის საერთაშორისო კონკურსზე London Honey Awards 2023 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის, „კოდის“ წარმოებულმა თაფლმა – „ნინოწმინდის თაფლი – ალპიდა“ ხარისხის ნომინაციაში უმაღლესი ჯილდო – პლატინის მედალი მიიღო. ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გაავრცელა. მათივე ცნობით, თაფლის საერთაშორისო კონკურსი London Honey Awards ლონდონში ყოველწლიურად იმართება. კონკურსი აერთიანებს ორ ნომინაციას – თაფლის …
Read More »