საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ანტიკორუფციული ბიუროს პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას იმ მიღწევების შესახებ ისაუბრა, რომელიც ხელისუფლებამ ქვეყანას ბოლო 10 წლის განმავლობაში მოუტანა ანტიკორუფციული მუშაობის და ამ პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით.„რაც შეეხება იმ მიღწევებს, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ მოიტანა ბოლო 10 წლის განმავლობაში ანტიკორუფციული მუშაობის მიმართულებით და ამ პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით. სულ რამდენიმე ფაქტს …
ნახვა »პრემიერი – 10 წლის განმავლობაში სახელმწიფომ 7 მილიარდი ლარით დააფინანსა პროგრამები – თუ მანამდე სამედიცინო დახმარების მიღების უფლება ჰქონდა მოსახლეობის მხოლოდ 40%-ს, დღეს ეს მაჩვენებელი 94%-მდე გაიზარდა
2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, გამოვიდა ინიციატივით და მისი გადაწყვეტილებით ჩვენ დავიწყეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, 10 წლის განმავლობაში სახელმწიფომ 7 მილიარდი …
ნახვა »საქართველოს საბანკო ასოციაცია – საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
საქართველოს საბანკო ასოციაციამ, კრედიტინფო საქართველომ და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) ერთობლივად უმასპინძლეს ღონისძიებას, სადაც ციფრულ მონაცემთა დერეფნების ინიციატივა წარადგინეს. საბანკო ასოციაციის ინფორმაციით, ციფრულ მონაცემთა დერეფნები საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს გაზარდოს უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ფინანსური ჩართულობა მასპინძელ ქვეყნებში. მათივე ცნობით, საქართველოში უკრაინელი ლტოლვილებისთვის ფინანსურ სერვისებზე წვდომის გასაადვილებლად, საკრედიტო ბიურომ …
ნახვა »თურქეთში უმუშევრობის დონე შემცირდა
თურქეთის მასშტაბით უმუშევრობის დონის კლების ტენდენცია ფიქსირდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ 2022 წელს ქვეყანაში უმუშევრობის დონემ 10.4% შეადგინა, ნაცვლად წინა წელს დაფიქსირებული 12%-ისა.საერთო ჯამში, უმუშევარი მოქალაქეების რაოდენობა ერთ წელში 337,000-ით არის შემცირებული და ამჟამად 3.58 მილიონს შეადგენს. რაც შეეხება დასაქმებულებს, მათი რაოდენობა თურქეთში 30.7 მილიონს აღწევს.უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალი, …
ნახვა »მსოფლიო ბანკი – უკრაინის აღდგენას მინიმუმ 411 მილიარდი აშშ დოლარი დასჭირდება
მსოფლიო ბანკის შეფასებით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, უკრაინას აღდგენისთვის მინიმუმ 411 მილიარდი აშშ დოლარი დასჭირდება, – ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი ბანკის, უკრაინის მთავრობის, ევროკომისიის და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთობლივი შეფასების შედეგად მიიღეს. აღსანიშნავია, რომ ეს თანხა 2.6-ჯერ აღემატება უკრაინის 2022 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობას. შეფასების თანახმად, რუსეთის …
ნახვა »ლაშა ხუციშვილი: მოსალოდნელია, რომ შესაძლებელი გახდება ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალი მაჩვენებლის მიღწევა
ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა „მინისტრის საათის“ ფორმატში, გაწეული მუშაობის ანგარიში წარადგინა. საპარლამენტო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, მან ძირითად მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2022 წელს რეალური მშპ-ის ზრდა კვლავ ორნიშნა იყო და 10.1 პროცენტი შეადგინა. როგორც მან აღნიშნა, 2021-2022 წლებში ეკონომიკის დონე სრულად …
ნახვა »საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, საქართველო-არაბთა გაერთიანებული საამიროების ბიზნესფორუმი მიმდინარეობს
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, საქართველო-არაბთა გაერთიანებული საამიროების ბიზნესფორუმი მიმდინარეობს. ფორუმზე 250-მდე ბიზნესის წარმომადგენელი მონაწილეობს. ბიზნესფორუმი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის მინისტრის ვიზიტის ფარგლებში იმართება. ქართველ მეწარმეებთან ბიზნესკავშირების დამყარების მიზნით, დელეგაციას თან ახლავს საამიროების წამყვანი და მსხვილი კომპანიები სხვადასხვა სექტორიდან, როგორებიცაა: საცალო ვაჭრობის მსხვილი ქსელები; სოფლის მეურნეობა; სტუმარმასპინძლობის სექტორი; საკვები პროდუქტების …
ნახვა »საქართველო-გაერთიანებული სამეფოს სავაჭრო ბრუნვა $123 მლნ-ია – რით ვვაჭრობთ ამ ქვეყანასთან?
2023 წლის 16-17 მარტს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლევერლი ეწვევა, რომელსაც ქართველი კოლეგა, ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. ვიზიტის ფარგლებში, ჯეიმს კლევერლი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება.როგორია ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირები? bm.ge-მ ორ ქვეყანას შორის კავშირები ინვესტიციების, ვაჭრობის და ტურიზმის რიცხვებით მიმოიხილა.სავაჭრო ურთიერთობასაქართველო-გაერთიანებული …
ნახვა »ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა
გაზრდილი ინფლაციის დასაძლევად, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო.ECB-ის კომიტეტმა დღეს რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 50 საბაზო პუნქტით (+0.50%) გაზარდა, რაც თანხვედრაშია ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელთან.დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგად, რეფინანსირების ძირითადმა განაკვეთმა 3%-იან ნიშნულს მიაღწია. შეგახსენებთ, რომ წინა შეხვედრებზე პოლიტიკის განაკვეთი არა 50, არამედ 75 საბაზო პუნქტით გაზარდა.მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების …
ნახვა »საქსტატი – თებერვალში საარსებო მინიმუმი შემცირდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის 256,4 ლარი შეადგინა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის თებერვალში, იანვართან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 256.9 ლარი იყო, თებერვალში კი ეს მაჩვენებელი 0.5 ლარით შემცირდა და, ჯამში, 256.4 ლარი შეადგინა. ამასთან, საქსტატის ცნობით, 2023 წლის იანვართან შედარებით, თებერვალში 0.4 თეთრით არის …
ნახვა »