პოლიტიკა

ეკონომიკა

ბიზნეს სიახლეები, ყველა უახლესი ბიზნეს სიახლე, ეკონომიკის ახალი ამბები, საერთაშორისო სიახლეები, მთავარი ფინანსური ოპერაციები და სხვა.

წითელ ხიდსა და თბილისის აეროპორტში $340 000-ის არადეკლარირებული თანხა გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში “წითელი ხიდი“ და “თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე, კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა ჯამში 339 957 აშშ დოლარი და 1 470 ლირა გამოავლინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. “არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი …

ნახვა »

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას არჩილ მესტვირიშვილი შეასრულებს

დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რანგში კობა გვენეტაძის ბოლო სამუშაო დღეა. მას შვიდწლიანი ვადა ამოეწურა და ხვალიდან ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი, არჩილ მესტვირიშვილი შეასრულებს. „დღეს საქართველოს ეროვნული ბანკში ჩემი შვიდწლიანი პრეზიდენტობის ბოლო დღეა. მადლობა ყველას, ვისთანაც ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში ვთანამშრომლობდი. განსაკუთრებული მადლობა ეროვნული ბანკის მაღალპროფესიონალთა გუნდს აქტიური და ნაყოფიერი …

ნახვა »

ეროვნული ბანკი – 2021 წლიდან სულ დაჯარიმებულია 181 საზედამხედველო სუბიექტი

ეროვნული ბანკის განცხადებით, ზოგიერთმა მედიასაშუალებამ საზოგადოებას არასწორად მიაწოდა ინფორმაცია ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების დაჯარიმების შესახებ, თითქოს ჯარიმა მხოლოდ ერთ კონკრეტულ საფინანსო ორგანიზაციას დაეკისრა. როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ფინანსური ინსტიტუტების მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის დაწესება პრევენციული ხასიათისაა და მიზნად ისახავს საფინანსო ინსტიტუტში შიდა კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესებას. …

ნახვა »

რამდენი მილიარდის ზარალი მიიღო თურქეთმა მიწისძვრის შედეგად?

თურქეთ-სირიის საზღვარზე მომხდარი მიწისძვრის ზუსტი შედეგები და ზარალის მოცულობა ცნობილი ჯერაც არ არის, თუმცა თურქეთის სამეწარმეო და ბიზნეს კონფედერაციის წინასწარი შეფასებით, სტიქიური უბედურებისგან მიღებული ზარალის მოცულობა 85 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 10%-ია.$70 მილიარდის ზარალი შენობებსა და ინფრასტრუქტურაზე მოდის; $10 მილიარდი კი – ეროვნული საბიუჯეტო შემოსავლების …

ნახვა »

რუსეთი დღეიდან ხორბლის საექსპორტო ბაჟს 11.3%-ით ზრდის

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 1 ტონა ხორბლის საექსპორტო ბაჟი 5 177.2 რუბლით განისაზღვრება, ნაცვლად არსებული 4 653.5 რუბლისა, რომელიც აქტიური 15 თებერვლიდან იყო.ქერზე არსებული ბაჟი 3 209.1 რუბლიდან 3 717 რუბლამდე, სიმინდზე მოქმედი ბაჟი კი 1 670-დან 2 199.7 რუბლამდე გაიზრდება. ახალი ტარიფები 28 თებერვლის ჩათვლით იმოქმედებს.საექსპორტო გადასახადი საქონლის …

ნახვა »

საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარში ადგილობრივი ექსპორტი 38.5 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 459.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 38.5 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. საქსტატის ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი, ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 56.4 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.8 …

ნახვა »

ცნობილია ვინ მიიღებს 1125 ლარს მერიისგან – ნახეთ დეტალები

სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, დღეიდან ვიწყებთ განცხადებების მიღებას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „რამდენიმე კატეგორიას ეხება ეს დაფინანსება: 1. სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე სტუდენტებს; 2. მრავალშვილიანი ოჯახის წევრ სტუდენტებს; 3. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებს …

ნახვა »

კობა გვენეტაძე – წლიურმა ინფლაციამ პიკური პერიოდი გადალახა და შემცირების ტენდენცია აქვს

საქართველოში წლიურმა ინფლაციამ პიკური პერიოდი გადალახა და შემცირების ტენდენცია აქვს. ამავე დროს, კლების მიუხედავად, ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს კვლავ აღემატება და მან დეკემბერში 9.8% შეადგინა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა. როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, არსებული მაღალი გაურკვევლობისა და ინფლაციური რისკების გათვალისწინები, ეროვნული ბანკი მიმდინარე პროგნოზით, წლის განმავლობაში მკაცრ …

ნახვა »

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 11.0 პროცენტზე დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 1 თებერვალს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11.0 პროცენტს შეადგენს. ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თუ ინფლაციის მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ან არსებული მკაცრი პოზიციის უფრო ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს …

ნახვა »

დოლარის ფასი შეიცვალა – ნახეთ ახალი კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6504 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6594 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0090 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8889 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8820 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია