რეგიონში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, ადგილობრივი წარმოების ხორბლის და ქერის რეალიზაცია მხოლოდ შიდა ბაზარზე განხორციელდეს, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა. მინისტრის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო სრულად დამოკიდებულია ხორბლის იმპორტზე (ყოველწლიურად 500 ათასი ტონა) და მცირე წარმოების გამო, ექსპორტს ვერ ახორციელებს, შექმნილი …
ნახვა »დღეს Tbilisi Open Air-ი იწყება
დღეიდან სამი დღის განმავლობაში, Tbilisi Open Air-ი უცვლელ მისამართზე ბრუნდება. მსმენელის წინაშე ქართველი და უცხოელი მუსიკოსები წარდგებიან. ორგანიზატორები ფესტივალის სტუმრებს სთოხვენ, გაითვალისწინონ სტუმართა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა და ტერიტორიაზე საყვარელი არტისტის გამოსვლამდე 1-2 საათით ადრე მივიდნენ, რათა თავი აარიდონ გზებზე შექმნილ საცობებსა და რიგს შესასვლელთან. ფესტივალის განრიგი: 24 ივნისი, პარასკევი MAIN …
ნახვა »აუდიტის სამსახურმა პრორუსულ “ალტ ინფოს” 217, 500 ლარის ჯარიმა დააკისრა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პრორუსულ “ალტინფოს” 217,483 ლარის ჯარიმა დააკისრა – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელ ირაკლი მექვაბიშვილის მიერ სადეპუტატო კითხვაზე გაგზავნილი პასუხიდან ირკვევა. ორგანიზაციის შემოწირულობის შესახებ აუდიტის სამსახურს კითხვით დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ მიმართა. “სახელმწიფო აუდიტის სამსახურისათვის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფოს“ მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის თანახმად, პარტიის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს …
ნახვა »უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 22 ივნისისთვის
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 22 ივნისს ერთი ამერიკული დოლარი 2.9277 ლარი ეღირება, ევრო – 3.0925 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.6002 ლარი. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.9340 ლარი ღირდა, ევრო – 3.0913 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.5962 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი …
ნახვა »VTB ბანკი ქართულ ბაზარს ტოვებს
VTB-ის ხელმძღვანელმა ანდრეი კოსტინმა დაადასტურა, რომ სანქციებში მოქცეული რუსული ბანკი ტოვებს ქართულ ბაზარს. „ერთი შემთხვევის გარდა, ჩვენ არსად არ ვყიდით [შვილობილ ბანკებს], არსად. პრინციპული პოზიცია გვაქვს, ყველგან დავრჩით. ჩვენ მხოლოდ საქართველოდან გავდივართ, მაგრამ იქ ცოტა სხვა ვითარებაა. ხოლო აზერბაიჯანში, სომხეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, ჩინეთში, ინდოეთში ჩვენ ვრჩებით და ხელს ვუწყობთ ეროვნულ …
ნახვა »ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ეკონომიკურ ფორუმზე გაემგზავრა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „ფორუმზე დასასწრებად საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დღეს გაემგზავრა. დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრები. ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა შესაბამის პანელურ დისკუსიაზე. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, იმყოფებიან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა …
ნახვა »2022 წლის იანვარ-მაისში ადგილობრივი ექსპორტი 37.5 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ადგილობრივი ექსპორტი 37.5 პროცენტით გაიზარდა. 2022 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 2 112.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 37.5 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 75.7 პროცენტს შეადგენს. საქსტატის ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა …
ნახვა »პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი – წელს საქართველოს ეკონომიკა 6.7%-ით გაიზრდება
საქართველოს ეკონომიკის ზრდის განახლებული პროგნოზი – პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი განახლებულ პროგნოზს აქვეყნებს. დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკის საშუალო ზრდა 6.7% იქნება, რაც 1.1 პროცენტული პუნქტით მეტია საბიუჯეტო ოფისის წინა პროგნოზთან შედარებით. საბიუჯეტო ოფისი ვარაუდობს, რომ მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად გამოცოცხლდება ტურისტული სექტორიც 2021 წელთან შედარებით. ამასთან, გაიზრდება როგორც მომსახურების ექსპორტი, …
ნახვა »CROSTY სასაქონლო ნიშნის – “თავისუფლების” გამოყენებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
ფეხსაცმლის მწარმოებელი ქართული ბრენდი CROSTY სასაქონლო ნიშნებთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს. გთავაზობთ ბრენდის კომენტარს: „CROSTY დაარსებიდანვე მიისწრაფვის გლობალური ბაზრისკენ. ინტელექტუალური საკუთრება კი არის ის ერთ-ერთი საფუძველი, რომელზეც ნებისმიერი წარმატებული საერთაშორისო ბრენდი დგას. სასაქონლო ნიშანი „თავისუფლება“ გამოხატავს იმ ღირებულებების ერთობლიობას, რომელიც წარმოადგენს ბრენდის იდენტობას 2015 წლიდან. განვმარტავთ, რომ „ქროსთის“ მოქმედებები არ არის …
ნახვა »1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9358 ლარი გახდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9358 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9436 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0078 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0524 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0855 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ …
ნახვა »