ბიზნესსექტორს ავარიული სახლის მესაკუთრეებთან შეთანხმების შემდეგ მიეცემა შესაძლებლობა, თავად მოახდინონ ისტორიულ უბნებში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლება ან რეაბილიტაცია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ძველი თბილისის განახლება-რეაბილიტაციაზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ძველ თბილისთან მიმართებაში გარკვეული პრობლემებია, რადგან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს ეხება საქმე. „თქვენ იცით, რომ ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო ავარიული შენობა-ნაგებობების, …
ნახვა »ბავშვების დახმარება კიდევ 50 ლარით იზრდება – ნახეთ რა კატეგორიის ჯგუფს შეეხება დაფინანსება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წლის 1-ელი ივლისიდან ბავშვების ფულადი დახმარება, 150 ლარი კიდევ 50 ლარით გაიზრდება და ჯამში, 200 ლარი გახდება. ფულადი დანამატის მიმღები არის 16 წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვი, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000 ქულას. პროგრამის ბიუჯეტი 465 მილიონი ლარია. გაზრდილ დახმარებას დაახლოებით 232 000-მდე ბავშვი …
ნახვა »აშშ-ში „სილიკონ ველი ბანკი“ გაკოტრდა
აშშ-ში „სილიკონ ველი ბანკი“ გაკოტრდა. ეს არის ყველაზე დიდი ბანკი აშშ-ში, რომელიც 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ გაკოტრდა. აშშ-ის სიდიდით მე-16 ბანკი მას შემდეგ გაკოტრდა, რაც მეანაბრეებმა – ძირითადად ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლებმა და სარისკო კაპიტალით მხარდაჭერილმა კომპანიებმა გასულ კვირაში ბანკიდან ფული საჩქაროდ გაიტანეს. ბანკის ბოლო მცდელობები ახალი თანხების მოპოვებისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. …
ნახვა »10 წელში მთავრობამ დონორებისგან 25 მილიარდის კრედიტები და გრანტები მიიღო
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2013-2023 წლებში საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო დონორებისგან 25.3 მილიარდი ლარის ფინანსური რესურსი მიიღო. მათ შორის 3.9 მილიარდი ლარი საგრანტო დახმარებას, 21.5 მილიარდი კი შეღავათიან საკრედიტო დაფინანსებას წარმოადგენდა.დონორული დახმარების უდიდესი ნაწილი საქართველოში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობაზე, ასევე COVID-19-ის პანდემიის დროს საბიუჯეტო დახმარებაზე დაიხარჯა.გასული წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობამ ყველაზე დიდი …
ნახვა »2022 წელს CO2-ის ემისიები გლობალურად რეკორდულ დონემდე გაიზარდა
გასულ წელს CO2-ის ემისიები გლობალურად რეკორდულ დონემდე გაიზარდა, წიაღისეული საწვავის მოხმარების გაგრძელებამ კი მსოფლიო კვლავ გლობალური დათბობის საფრთხის გზაზე დააყენა. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) მონაცემებით, 2022 წელს ენერგიასთან დაკავშირებული ემისიები 0.9%-ით გაიზარდა და 36.8 მილიარდ მეტრიკულ ტონას გადააჭარბა. საინტერესოა, რომ აღნიშნული ზრდის პარალელურად, ევროპასა და ჩინეთში ინდუსტრიული წარმოება მნიშვნელოვნად შემცირებულია. …
ნახვა »წითელ ხიდსა და თბილისის აეროპორტში $340 000-ის არადეკლარირებული თანხა გამოავლინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტებში “წითელი ხიდი“ და “თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე, კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა ჯამში 339 957 აშშ დოლარი და 1 470 ლირა გამოავლინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. “არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი …
ნახვა »ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას არჩილ მესტვირიშვილი შეასრულებს
დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რანგში კობა გვენეტაძის ბოლო სამუშაო დღეა. მას შვიდწლიანი ვადა ამოეწურა და ხვალიდან ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი, არჩილ მესტვირიშვილი შეასრულებს. „დღეს საქართველოს ეროვნული ბანკში ჩემი შვიდწლიანი პრეზიდენტობის ბოლო დღეა. მადლობა ყველას, ვისთანაც ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში ვთანამშრომლობდი. განსაკუთრებული მადლობა ეროვნული ბანკის მაღალპროფესიონალთა გუნდს აქტიური და ნაყოფიერი …
ნახვა »ეროვნული ბანკი – 2021 წლიდან სულ დაჯარიმებულია 181 საზედამხედველო სუბიექტი
ეროვნული ბანკის განცხადებით, ზოგიერთმა მედიასაშუალებამ საზოგადოებას არასწორად მიაწოდა ინფორმაცია ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების დაჯარიმების შესახებ, თითქოს ჯარიმა მხოლოდ ერთ კონკრეტულ საფინანსო ორგანიზაციას დაეკისრა. როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ფინანსური ინსტიტუტების მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის დაწესება პრევენციული ხასიათისაა და მიზნად ისახავს საფინანსო ინსტიტუტში შიდა კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესებას. …
ნახვა »რამდენი მილიარდის ზარალი მიიღო თურქეთმა მიწისძვრის შედეგად?
თურქეთ-სირიის საზღვარზე მომხდარი მიწისძვრის ზუსტი შედეგები და ზარალის მოცულობა ცნობილი ჯერაც არ არის, თუმცა თურქეთის სამეწარმეო და ბიზნეს კონფედერაციის წინასწარი შეფასებით, სტიქიური უბედურებისგან მიღებული ზარალის მოცულობა 85 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 10%-ია.$70 მილიარდის ზარალი შენობებსა და ინფრასტრუქტურაზე მოდის; $10 მილიარდი კი – ეროვნული საბიუჯეტო შემოსავლების …
ნახვა »რუსეთი დღეიდან ხორბლის საექსპორტო ბაჟს 11.3%-ით ზრდის
რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 1 ტონა ხორბლის საექსპორტო ბაჟი 5 177.2 რუბლით განისაზღვრება, ნაცვლად არსებული 4 653.5 რუბლისა, რომელიც აქტიური 15 თებერვლიდან იყო.ქერზე არსებული ბაჟი 3 209.1 რუბლიდან 3 717 რუბლამდე, სიმინდზე მოქმედი ბაჟი კი 1 670-დან 2 199.7 რუბლამდე გაიზრდება. ახალი ტარიფები 28 თებერვლის ჩათვლით იმოქმედებს.საექსპორტო გადასახადი საქონლის …
ნახვა »