Breaking News

ეკონომიკა

ბიზნეს სიახლეები, ყველა უახლესი ბიზნეს სიახლე, ეკონომიკის ახალი ამბები, საერთაშორისო სიახლეები, მთავარი ფინანსური ოპერაციები და სხვა.

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 10.3 პროცენტით განისაზღვრა. როგორც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელმა გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე განაცხადა, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი …

Read More »

ფაულერი: საქართველო ორმაგ ტვირთს ატარებს – არასაიმედო რუსულ ხორბალზე დამოკიდებულებას და ფქვილში მაღალი ფასის გადახდას

შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი სურსათის გლობალური უსაფრთხოების მიმართულებით დოქტორი კერი ფაულერი “ამერიკის ხმასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს მსოფლიოში სურსათის კრიზისზე დიდი გავლენა აქვს. მისი თქმით, ეს კრიზისი რამდენიმე წელი გაგრძელდება. ელჩი ფაულერი საქართველოზეც საუბრობს და ამბობს, რომ ქვეყანა წელიწადში 100 000 ტონა მარცვლეულს აწარმოებს, 5-ჯერ …

Read More »

ნავთობროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ აგვისტოში საწვავი კიდევ გაიაფდება

ნავთობროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციაში, აცხადებენ, რომ აგვისტოში საწვავი კიდევ გაიაფდება. ნავთობროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციის ინფორმაციით, აგვისტოს თვეში საწვავი კიდევ გაიაფდება. საქმე ეხება, როგორც ბენზინის, ასევე დიზელის ტიპის საწვავს. ნავთობროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მიზეზი ეროვნული ვალუტის გამყარება და ნავთობის საერთაშორისო ფასების შემცირებაა. „დღეისათვის ნავთობზე ფასები არის შემცირებული. ფაქტობრივად, ნავთობის ფასები უბრუნდება ომამდელ ფასებს. რაც შეეხება ვითარებას …

Read More »

სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადა იცვლება

სამომხმარებლო დაკრედიტების შენელებისთვის ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ გამოვიყენოთ მაკროპროდენციული ინსტრუმენტი და ეს ინსტრუმენტი არის სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის 4-დან 3 წლამდე შემცირება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა. როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, გადაწყვეტილების მიღება მოხდა სამომხმარებლო სესხზე გაზრდილი მოთხოვნის გამო. „სამომხმარებლო სესხების ჭარბი ზრდის ინფლაციაზე დამატებითი ზეწოლის შემცირების …

Read More »

2021 წლის ივლისთან შედარებით პური 29%-ით, შაქარი 18%-ით, ზეთი კი 17%-ით გაძვირდა

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის ივლისში, ივნისთან შედარებით, ინფლაცია 0.2%-ით გაიზარდა, ხოლო წლიუტი ინფლაციის დონემ 11.5% შეადგინა.  საქსტატის ინფორმაციით, გასული, 2021 წლის ივლისის თვესთან შედარებით 2022 წლის ივლისში ფასებმა მოიმატა შემდეგ ქვეჯგუფებში არსებულ პროდუქტებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – ჯგუფში ფასები 16.4%-თაა გაზრდილი პური და პურპროდუქტები – ფასები 29.3%-ით გაიზარდა, მინერალური …

Read More »

მთავრობა ანაკლიის პორტის პროექტზე ახალი ტენდერის გამოცხადებას გეგმავს

საქართველოს მთავრობა ანაკლიის პორტის პროექტზე ახალი ტენდერის მოსამზადებლად საკონსულტაციო მომსახურებების შეძენას გეგმავს. გამარტივებული შესყიდვის შესახებ ინფორმაცია ანაკლიის ნავსადგურის განვითარების სააგენტომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოაქვეყნა. კონსულტაციების შესყიდვის ღირებულება 1 მილიონი ლარია. კერძოდ, საუბარია იურიდიულ ფირმა White & Case-ზე, როტერდამის საკონსულტაციო ცენტრსა და კომპანია MTBS-ზე. აღნიშნულ კომპანიებთან ანაკლიის განვითარების სააგენტო წინა წლებშიც …

Read More »

6 თვეში ეკონომიკა 10.5%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 10.5 პროცენტით განისაზღვრა. „საქსტატის“ მონაცემებით, 2022 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, …

Read More »

ეროვნული ბანკი მომხმარებლებს ​ინტერნეტსივრცეში ე.წ. ფიშინგის ნიშნების შემცველი ფინანსური შეთავაზებების შესახებ აფრთხილებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მომხმარებლებს ​ინტერნეტსივრცეში ე.წ. ფიშინგის ნიშნების შემცველი ფინანსური შეთავაზებების შესახებ აფრთხილებს. „ბოლო პერიოდში ინტერნეტსივრცეში გახშირდა მომხმარებლებისთვის, ერთი შეხედვით, ხელსაყრელი ფინანსური შეთავაზებები, რომლებიც რეალურად შეიცავენ ე.წ. ფიშინგის ნიშნებს. უფრო კონკრეტულად, ვრცელდება ისეთი სახის სარეკლამო შეთავაზებები, რომელთა ინტერნეტბმულები მიმსგავსებულია რეალური ვებგვერდების მისამართებთან. მომხმარებელი მომხიბვლელი შეთავაზების მიღების მიზნით სტუმრობს აღნიშნულ გვერდს და …

Read More »

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7886 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7886 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7886 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7917ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0031 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8282 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი …

Read More »

დოლარი ისევ გაუფასურდა – ნახეთ, ვალუტის ახალი კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7986 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8045 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8456 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8567 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

Read More »
ჩანთების ონლაინ მაღაზია