თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით, კამპანიის ,,არა ქალზე ძალადობა“ ფარგლებში, სანდრო მრევლიშვილის მუნიციპალურმა თეატრმა თბილისის ძალადობის მსხვერპლთა დაწესებულების ბენეფიციარებს უმასპინძლა და სპექტაკლი ,,ცილინდრი’’ წარუდგინა. თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, თბილისის მუნიციპალურ თეატრებში, სპექტაკლის დაწყებამდე მაყურებელს ძალადობის საკითხებზე სახელმწიფო სერვისებისა და საკონსულტაციო ცხელი ხაზის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებოდა. სპექტაკლს თბილისის …
ნახვა »2022 წლის საბავშვო ევროვიზია საფრანგეთის ტრიუმფით დასრულდა
2022 წლის საბავშვო ევროვიზია საფრანგეთის ტრიუმფით დასრულდა. 13 წლის შემსრულებელი ლისანდრო სიმღერით Oh Maman! საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის გამარჯვებული გახდა. მან ტელემაყურებლისა და ჟიურისგან ჯამში 203 ქულა მიიღო. ცნობისთვის, ქვეყნისთვის ეს უკვე მეორე გამარჯვებაა საბავშვო ევროფესტივალზე. საფრანგეთმა 2020 წლის ევროვიზია ჯუნიორიც მოიგო.
ნახვა »ანონიმური ბრიტანელი მხატვარი ბენქსი უკრაინის ქალაქ ირპენის საპატიო მოქალაქე გახდა
როგორც ცნობილია, ანონიმური ბრიტანელი მხატვარი ბენქსი უკრაინის ქალაქ ირპენის საპატიო მოქალაქე გახდა. ამის შესახებ Facebook-ზე ირპენის მერი, ოლექსანდრ მარკუშინი წერს. გადაწყვეტილება ბენქსისთვის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ ირპენის საქალაქო საბჭომ მიიღო. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, „ბენქსიმ საკუთარ ნახატებში ირპენის ბრძოლის ისტორია და მისი აღორძინების იდეები აღწერა“. მანამდე ბენქსიმ დაადასტურა, რომ უკრაინის …
ნახვა »მსოფლიო დონის ქართველი ვარსკვლავი ქეთი მელუა დედა გახდა
მსოფლიო დონის ქართველი ვარსკვლავი ქეთი მელუა დედა გახდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა და პატარა სანდროს პირველი ფოტოებიც გამოაქვეყნა: “ეს საუკეთესო თვე იყო. ახლა ჩვენ სანდროს მშობლები ვართ. ეს ყველაფერი სიზმარს ჰგავს, სიყვარული არასდროს ყოფილა ასე ძლიერი… თუმცა ტანჯვაც ნამდვილია! ძალიან მადლიერი ვარ ჩემი პარტნიორის, და ჩემი პატივისცემა ასევე …
ნახვა »თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, 10 დეკემბერს, კინოთეატრ “ამირანში” შტეფან ტოლცის ახალი ფილმის პრემიერა შედგება სახელწოდებით – “პორტი, რომელიც არ აშენდა”
თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, 10 დეკემბერს, კინოთეატრ “ამირანში” შტეფან ტოლცის ახალი ფილმის პრემიერა შედგება სახელწოდებით – “პორტი, რომელიც არ აშენდა”. პროექტი ART და ZDF- თან ერთად განხორციელდა. ფილმის საერთაშორისო პრემიერა საფრანგეთსა და გერმანიაში უკვე გაიმართა. “პორტი, რომელიც არ აშენდა” რეჟისორ შტეფან ტოლცის მე-4 სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმია საქართველოს შესახებ. დოკუმენტურ ფილმში …
ნახვა »ჟურნალმა Sight and Sound ყველა დროის 100 საუკეთესო ფილმი დაასახელა
ჟურნალმა Sight and Sound, რომელსაც „ბრიტანეთის კინოს ინსტიტუტი“ (BFI) გამოსცემს, ყველა დროის 100 საუკეთესო ფილმი დაასახელა. რეიტინგის პირველ საფეხურზე ბელგიელი რეჟისორის შანტალ აკერმანის დრამა „ჟანა დილმანი კომერციის სანაპირო 23. ბრიუსელი 1080“ აღმოჩნდა, რომელიც 1975 წელს გამოვიდა. საუკეთესო სამეულში მოხვდნენ ალფრედ ჰიჩკოკის „თავბრუსხვევა“ და ორსონ უელსის „მოქალაქე კეინი“. მეოთხე ადგილზეა იაპონური დრამა …
ნახვა »ICOMOS-ის დასკვნით, გელათის მონასტერზე განხორციელებული ჩარევების უმეტესობა საერთაშორისო პრინციპებს არ შეესაბამება
ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭომ (ICOMOS-მა) გელათის მონასტრის კონსერვაციულ მდგომარეობაზე ანგარიში გამოაქვეყნა. რატომ არის მნიშვნელოვანი: გელათში სამუშაოები ორი მიმართულებით მიმდინარეობს: კედლის მხატვრობის კონსერვაცია, რომელსაც ასოციაცია ჯოვანი სეკო სუარდო ხელმძღვანელობს და დაზიანებული გადახურვების გადაუდებელი დაცვა — შემდგომი რესტავრაცია, რომელსაც უძღვებიან, უგო ტონიეტი და სარა სტეფანინი. ანგარიშის თანახმად, ასოციაცია ჯოვანი სეკო სუარდოს მიერ შემუშავებული მეთოდოლოგია …
ნახვა »ამერიკულმა ჟურნალმა Rolling Stone-მა 2022 წლის საუკეთესო სიმღერა დაასახელა
ამერიკულმა ჟურნალმა Rolling Stone-მა 2022 წლის 100 საუკეთესო სიმღერა დაასახელა. რეიტინგის სათავეში პუერტორიკოელი რეპერის Bad Bunny კომპოზიცია Titi Me Pregunto აღმოჩნდა. რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება: Bad Bunny – Titi Me Preguntó Beyonce – Cuff It Steve Lacy – Bad Habit Taylor Swift – Karma Rosalia – Despecha Quavo & Takeoff …
ნახვა »საქართველოში სამხედრო ტიპის მუზეუმი შეიქმნება
კულტურის კომიტეტის სხდომაზე „მუზეუმების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება მესამე მოსმენით განიხილეს. როგორც კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ელისო ბოლქვაძემ განმარტა, კანონპროექტის მიღების შემდგომ, შესაძლებელი იქნება სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნა. „კანონპროექტში სამხედრო მუზეუმი განიმარტება, როგორც ღია სივრცეში ან/და დახურულ შენობაში განთავსებული მუზეუმი, სადაც დაცულია საქართველოს თავდაცვის ძალების და ქვეყნის სამხედრო წარსულის ისტორიული და ტექნიკური …
ნახვა »სერიალ „ტვინ პიქსის“ მსახიობი ალ შტრობელი გარდაიცვალა
ამერიკელი მსახიობი ალ შტრობელი, რომელმაც სერიალ „ტვინ პიქსში“ ცალხელა კაცის, ფილიპ ჯერარდის როლი შეასრულა, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემა Deadline-ი წერს. სერიალის პროდიუსერის, საბრინა საზერლენდის განცხადებით, ალ შტრობელი 1 დეკემბერს გარდაიცვალა. მსახიობის გარდაცვალების მიზეზი არ სახელდება. ალ შტრობელი სერიალის პირველ და მეორე სეზონებში მონაწილეობდა, რომელიც ეკრანებზე 1990 წელს …
ნახვა »