პოლიტიკა

კულტურა

17 ნოემბერს საქართველოს სახალხო პოეტი, გალაკტიონ ტაბიძე დაიბადა

  1891 წლის 17 ნოემბერს ვანის რაიონის სოფელ ჭყვიშში დაიბადა საქართველოს სახალხო პოეტი და საზოგადო მოღვაწე, გალაკტიონ ტაბიძე , ადამიანი, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ პოეზიასა და კულტურაში. გალაკტიონ ტაბიძემ ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა თბილისში, რომლის ქუჩებს დღემდე ახსოვს „პოეტების მეფის“ უცნაური ხეტიალი.  გალაკტიონის როლი ქართული ლიტერატურის ისტორიაში ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც …

ნახვა »

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში საქართველო-ყაზახეთის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

 თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში საქართველოსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 30 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. თეატრ „ასტანა ბალეტის“ დასმა წარმოადგინა დადგმა „დიდი სტეპის მემკვიდრეობა“, რომელიც ქორეოგრაფების – აიგულ ტატისა და მუქარამ ავახრის სხვადასხვა ქორეოგრაფიულ მინიატიურას აერთიანებს.   ღონისძიება ყაზახეთის რესპუბლიკის კულტურისა და სპორტის სამინისტროს, …

ნახვა »

The Hollywood Reporter – Disney “პრინცესას დღიურების” მე-3 ნაწილს იღებს

 Disney-მ გადაწყვიტა, მია თერმოპოლისის შესახებ მესამე ფილმიც გადაიღოს. სცენარზე მუშაობა უკვე დაიწყო, თუმცა ენ ჰეთეუეი ჯერჯერობით ოფიციალურად ჩართული არაა პროცესში. მიუხედავად ამისა, მსახიობმა საჯაროდ გამოხატა მხარდაჭერა ფილმის მიმართ, ამიტომ ყველა იმედოვნებს, რომ კვლავ იხილავენ პრინცესა მიას როლში. “არა მხოლოდ გამიხარდება, არამედ მხარსაც აქტიურად ვუჭერ,” — განაცხადა ჰეთეუეიმ. —”თუკი არსებობს შანსი, რომ …

ნახვა »

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი რეჟისორ ლანა ღოღობერიძის ფილმების რეტროსპექტივას უმასპინძლებს

  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი რეჟისორ ლანა ღოღობერიძის ფილმების რეტროსპექტივას 16-20 ნოემბერს უმასპინძლებს.  5 დღის განმავლობაში ეროვნული არქივის კინოთეატრში წარმოდგენილი იქნება ცნობილი რეჟისორის მიერ 1950-იან 2010-იან წლებში გადაღებული ფილმები, რომლებიც მაღალი ხარისხით გაციფრულებული და აღდგენილია.  რეტროსპექტივა 16 ნოემბერს 19:00 საათზე დოკუმენტური ფილმით „გელათი“ (1958) გაიხსნება. 16-20 ნოემბერს მაყურებელი იხილავს …

ნახვა »

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 100 კანადელს, მათ შორის მსახიობ ჯიმ კერის რუსეთში შესვლა აეკრძალა

  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 100 კანადელს, მათ შორის მსახიობ ჯიმ კერის და მწერალ მარგარეტ ეტვუდს, რუსეთში შესვლა აეკრძალათ.  როგორც ცნობილია, სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ალბერტას პროვინციის პრემიერი დანიელე სმიტი, კანადის საზოგადოებრივი მაუწყებლის CBC-ის ჟურნალისტები და კანადა-უკრაინის ფონდის რამდენიმე წევრი. რუსეთის საგარეო უწყებამ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც კანადამ …

ნახვა »

MTV Europe Music Awards 2022-ზე ყველაზე მეტი ჯილდო ამერიკელმა მომღერალმა ტეილორ სვიფტმა მიიღო

 როგორც Rolling Stone-ი წერს,  MTV Europe Music Awards 2022-ზე ყველაზე მეტი ჯილდო ამერიკელმა მომღერალმა ტეილორ სვიფტმა მიიღო.   გამოცემის ინფორმაციით, მომღერალმა გაიმარჯვა ნომინაციებში: საუკეთესო შემსრულებელი, საუკეთესო ვიდეო, საუკეთესო პოპ შემსრულებელი და საუკეთესო ხანგრძლივი ვიდეო.  ცნობისთვის, ნიკი მინაჟი ჰიპ-ჰოპის საუკეთესო შემსრულებლად დაასახელეს, ჰარის სთაილზმა გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო ცოცხალი შესრულება“. სხვადასხვა ნომინაციებში გაიმარჯვეს კეი-პოპის ვარსკვლავებმა: ლისამ, ჯგუფებმა Seventeen, BTS …

ნახვა »

არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ეგვიპტეში აღმოჩენილი გვირაბი კლეოპატრას აკლდამამდე მიიყვანთ

ეგვიპტეში, ალექსანდრიასთან ტაძრის ქვეშ აღმოაჩინეს გვირაბი, რომელმაც არქეოლოგები შესაძლოა კლეოპატრას აკლდამამდე მიიყვანოს ამის შესახებ CNN-ი იტყობინება. ტელეარხის ინფორმაციით, გათხრებს ტაპოსირის მაგნაში სან-დომინგოს უნივერსიტეტის არქეოლოგი კეტლინ მარტინესი ხელმძღვანელობს, რომელიც ეგვიპტეს უკანასკნელი დედოფლის საფლავს 2005 წლიდან ეძებს. მისმა გუნდმა ტაძრის ქვეშ, 13 მეტრის სიღრმეზე მდებარე გვირაბი აღმოაჩინა, რომლის სიგრძეს 1 305 მეტრს აღწევს, …

ნახვა »

ამერიკაში მოღვაწე ქართველი მხატვრის, დევიდ პოლ ქეის ნახატი Christie’s-ის საქველმოქმედო აუქციონზე ყველაზე ძვირად გაიყიდა

 ამერიკაში მოღვაწე ქართველი მხატვრის, დევიდ პოლ ქეის ნახატი Christie’s-ის საქველმოქმედო აუქციონზე ყველაზე ძვირად გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ხელოვანი სოციალურ ქსელში ავრცელებს.  როგორც ცნობილია, ნახატი, სახელწოდებით „უპირობო სიყვარული“ 10 000 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. როგორც მხატვარი წერს, მიღებული თანხა Arms Around the Child-ს გადაერიცხება, შიდსით დაავადებული 10 ბავშვის დასახამარებლად, რომლებსაც მკურნალობასა …

ნახვა »

მაყურებელი Avatar: The Last Airbender-ის ანიმაციურ ფილმს 2025 წელს იხილავს

  რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ Avatar: The Last Airbender-ზე კინოსტუდიები Paramount და Nickelodeon სამ ანიმაციურ ფილმს გადაიღებდნენ. როგორც ცნობილია, რომ ჰაერის უკანასკნელ მბრძანებელ აანგზე გადაღებული პირველი ანიმაციური ფილმის პრემიერა 2025 წლის 10 ოქტომბერს შედგება.  ფილმები Nickelodeon-ის პოპულარულ ანიმაციურ სერიალს დაეფუძნება, რომელიც ტელეეკრანებზე 2005 წლიდან 2008 წლამდე გადიოდა. პირველი …

ნახვა »

შოტლანდიური როკ-ჯგუფის, Nazareth-ის ვოკალისტი და ერთ-ერთი დამაარსებელი, დენ მაკაფერტი გარდაიცვალა

 როგორც BBC იუწყება, შოტლანდიური როკ-ჯგუფის, Nazareth-ის ვოკალისტი და ერთ-ერთი დამაარსებელი, დენ მაკაფერტი 76 წლის ასაკში  გარდაიცვალა.  ამ ეტაპზე მუსიკოსის გარდაცვალების მიზეზი უცნობია, თუმცა 2013 წელს მაკაფერტიმ განაცხადა, რომ ჯანმრთელობის პრობლემების გამო, რეგულარულ გამოსვლებს წყვეტს. როგორც მუსიკოსმა მაშინ აღნიშნა, მას ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და კუჭის წყლული ჰქონდა.

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია