პოლიტიკა

კულტურა

Balenciaga ახალ კამპანიაში ბავშვების მონაწილეობისთვის ბოდიშს იხდის

 ბალენსიაგას უახლესმა სადღესასწაულო კამპანიამ საზოგადოებისგან დიდი კრიტიკა დაიმსახურა, ვინაიდან ბრენდის საჩუქრების მაღაზიის კამპანიაში ბავშვები სათამაშო დათვის ჩანთებთან ერთად მონაწილეობდნენ, ხოლო დათვებს ბადიანი მაისურები და ტყავის აღჭურვილობა ეცვათ, რაც ბევრისთვის  სექსუალურ ფანტაზიებთან ასოცირდება. ბრენდი მას შემდეგაც გააკრიტიკეს, რაც მათი ერთ-ერთი კამპანიის ფოტოების ფონში “ბავშვთა ვირტუალური პორნოგრაფიის” შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების დოკუმენტიც ჩანდა. საზოგადოება …

ნახვა »

ამერიკელი მომღერალი და მსახიობი აირინ კარა გარდაიცვალა

 ამერიკელი მომღერალი და მსახიობი აირინ კარა 63 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.  გამოცემის ცნობით, მსახიობი ფლორიდაში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა, თუმცა მომხდარის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობი. შეგახსენებთ, კარას  პოპულარული ნამუშევარია 1980 წლის ფილმი „დიდება“, რომელშიც მან მთავარი როლი ითამაშა და ამავე სახელწოდების სიმღერა შეასრულა. ფილმში „ცეცხლოვანი ცეკვა“ …

ნახვა »

გრიგოლ რობაქიძის „გველის პერანგი“ ნიდერლანდურ ენაზე გამოიცა

 როგორც ცნობილია, გრიგოლ რობაქიძის „გველის პერანგი“ ნიდერლანდურ ენაზე გამოიცა. როგორც ფონდ World of Diaspora-ში განაცხადეს, ჰააგაში მდებარე საქართველოს საელჩოში ქართველი მწერლის გრიგოლ რობაქიძის ნაწარმოების „გველის პერანგის“ ნიდერლანდური თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. რომანი, ნიდერლანდელ მკითხველს, თარგმანის ავტორმა, ნიდერლანდებში მოღვაწე ქართველმა ლიტერატორმა, არჩილ ჯავახაძემ წარუდგინა, რომელმაც პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს გრიგოლ რობაქიძის ბიოგრაფიის შესაბამისი …

ნახვა »

იაპონიაში გაიმართა ცნობილი იაპონური თეატრალური დასის, “ტაკარაძუკას” წარმოდგენა, რომელიც რუსუდან მეფის მმართველობის პერიოდს მიეძღვნა

  იაპონიაში გაიმართა ცნობილი იაპონური თეატრალური დასის, “ტაკარაძუკას” წარმოდგენა, რომელიც საქართველოს ისტორიას, კერძოდ კი რუსუდან მეფის მმართველობის პერიოდს ასახავს.   როგორც ცნობილია, სპექტაკლში, ჩვენი ქვეყნის ისტორიის გარდა, შესანიშნავად არის წარმოდგენილი ქართული კულტურის ისეთი ელემენტები, როგორიცაა ეროვნული სამოსი, ქართული სიმღერა თუ ცეკვა.    სპექტაკლი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და ბილეთების უმეტესობა თითქმის ყველა …

ნახვა »

მწერალთა სახლში წიგნის – „ირაკლი აბაშიძე“ პრეზენტაცია გაიმართა

 როგორც ცნობილია, მწერალთა სახლში წიგნის – „ირაკლი აბაშიძე“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის სპონსორი და პროექტის ავტორია ვახტანგ ვეფხვაძე, რედაქტორი და შემდგენელი აკადემიკოსი – ვალერი ასათიანი. ილუსტრაციები დემიკო ლოლაძემ მოამზადა, ხოლო წიგნის დიზაინერი კახა ბახტაძეა. ცნობისთვის, წიგნში შესულია ირაკლი აბაშიძის ცნობილი ლექსები, ასევე წერილები პოეტის შემოქმედების შესახებ, რომელთა ავტორებიც არიან გრიგოლ რობაქიძე, …

ნახვა »

„ავატარის“ მეორე ნაწილის ახალი თრეილერი გამოქვეყნდა

 რეჟისორ ჯეიმს კამერონის ცნობილი ფილმის – „ავატარის“ მეორე ნაწილის ახალი თრეილერი გამოქვეყნდა. სურათი სახელწოდებით „ავატარი: წყლის გზა“ ეკრანებზე 16 დეკემბერს გამოვა.  ცნობისთვის, ფილმის სიუჟეტი პირველი სურათის მოვლენებიდან 10 წლის შემდეგ ვითარდება. მთავარი გმირები მაყურებლებისთვის პირველი ნაწილიდან ცნობილი ჯარისკაცი დედამიწიდან ჯეიკ სალი და პლანეტა პანდორას ბინადარი ნეიტირი იქნებიან, რომლებიც შვილებს ზრდიან.

ნახვა »

მოყვარულმა ფოტოგრაფმა ინდოეთში მსოფლიოს ყველაზე ფერადი ობობა დააფიქსირა

მოყვარულმა ფოტოგრაფმა, ინდოეთში მსოფლიოს ყველაზე ფერადი ობობა დააფიქსირა. ობობას სიგრძე 0,75 სმ-ია, ხოლო სიგანე — 0,3 სმ.  ფეხსახსრიანს თავისი მრავალფეროვნების გამო, რომელიც ვარდისფერს, ლურჯს, იისფერს, წითელსა და ნარინჯისფერს მოიცავს, ხშირად “ფარშევანგ ობობადაც” მოიხსენიებენ.  31 წლის ფოტოგრაფმა პავან თავრეკერემ ობობა ბანგალორში (ინდოეთი) დააფიქსირა. პავანის თქმით, ობობას ფოტოებს 20 წუთის განმავლობაში უღებდა. …

ნახვა »

ბრიტანელი მწერლის დაიანა უინ ჯონსის კლასიკად ქცეული რომანი „ჰოულის მოსიარულე კოშკი” ქართულ ენაზე ითარგმნება

 ცნობილი ბრიტანელი მწერლის დაიანა უინ ჯონსის უკვე კლასიკად ქცეული ფენტეზი რომანი „ჰოულის მოსიარულე კოშკი“ქართულ ენაზე ითარგმნება. როგორც ცნობილია, წიგნს გამომცემლობა მედუზა გამოსცემს, მთარგმნელი კი ქეთევან ყანჩაშვილი გახლავთ. რომანი, სავარაუდოდ, მომავალი წლის თბილისის წიგნის ფესტივალამდე გამოიცემა. შეგახსენებთ, „ჰოულის მოსიარულე კოშკი” მსოფლიოში ფენტეზის ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია, რომელიც პირველად 1986 წელს …

ნახვა »

Cavea Cinema-მ ვეფხისტყაოსნის მიხედვით გადაღებული პირველი სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის ტრეილერი გამოაქვეყნა

  როგროც ცნობილია, 16 ნოემბერს Cavea Cinema-მ ვეფხისტყაოსნის მიხედვით გადაღებული პირველი სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი დააანონსა. ცოტა ხნის წინ ანიმაციის ტრეილერიც გამოვიდა. ტრეილერი კავეამ თავის ფეისბუქ და ინსტაგრამგვერდებზე გამოაქვეყნა.  ერთწუთიან ტრეილერში პერსონაჟების საუბარი არ ისმის, თუმცა პოემის სხვადასხვა ეპიზოდია გაცოცხლებული. ანიმაციური ფილმის იდეის ავტორი და რეჟისორი მირზა პაპუნა დავითაიაა.  ცნობისთვის, ვეფხისტყაოსანს კინოთეატრის ეკრანებზე მაყურებელი …

ნახვა »

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი ოთარ მეღვინეთუხუცესის მონაწილეობით გადაღებული ფილმების რეტროსპექტივას უმასპინძლებს

 როგორც ცნობილია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი 24-27 ნოემბერს ოთარ მეღვინეთუხუცესის მონაწილეობით გადაღებული ფილმების რეტროსპექტივას უმასპინძლებს.  ღონისძიება ოთარ მეღვინეთუხუცესის დაბადებიდან 90 წლის იუბილეს ეძღვნება. 24 ნოემბერს, 19:00 საათზე, რეტროსპექტივა გაიხსნება 1969 წელს გადაღებული მხატვრული ფილმით „დიდოსტატის მარჯვენა“. 25, 26 და 27 ნოემბერს ნაჩვენები იქნება მხატვრული ფილმები: „ვედრება“ (1967, რეჟისორი თენგიზ …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია