პოლიტიკა

კულტურა

რიანას ახალი სიმღერა, Lift Me Up, 28 ოქტომბერს გამოვა

  რიანამ დაადასტურა, რომ მისი ახალი სიმღერა, Lift Me Up, ამ პარასკევს გამოვა ოფიციალურად.   14-წამიან კლიპში ნაჩვენებია ასო – R, იმავე ფონტით დაწერილი, როგორც ფილმის, Black Panther: Wakanda Forever-ს, ტრეილერეშია. კლიპი სიმღერის  ნაწყვეტსაც გვიჩვენებს, რომელიც არა სიტყვებისგან, არამედ ღიღინის მსგავსი ბგერებისგან შედგება. იგი ჩედვიკ ბოუზმენს, Black Panther-ის ვარსკვლავს ეძღვნება, რომელიც 2020 …

ნახვა »

მალე ინგლისელ მწერალს, ნილ გეიმანს მუსიკოსის ამპლუაში ვიხილავთ

  ინგლისელი მწერალი ნილ გეიმანი, რომელმაც მკითხველის სიყვარული დაიმსახურა,  მუსიკის წერას იწყებს. გეიმანის სადებიუტო ალბომი Signs of Life 2023 წლის 28 აპრილს გამოვა, მანამდე კი პირველი ორი სინგლის მოსმენაა შესაძლებელი.  ალბომის შესაქმნელად გეიმანმა FourPlay String Quartet-თან თანამშრომლობა ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო. ნამუშევარი მოიცავს როგორც კოლაბორაციებს, ასევე გეიმანის ლექსებსა და …

ნახვა »

ბრიტანეთის მოდის საბჭოს მიერ დასახელებულ 2022 წლის The Fashion Awards-ის ნომინანტებს შორის დემნა გვასალია მოხვდა

  ბრიტანეთის მოდის საბჭომ 2022 წლის The Fashion Awards-ის ნომინანტები დაასახელა. წლის დიზაინერის ნომინაციაში ერთ-ერთი ქართველი დიზაინერი და ბალენსიაგას შემოქმედებითი ხელმძღვანელი დემნაა.  საუკეთესო დიზაინერის წოდებისთვის დემნასთან ერთად ჯონათან ანდერსონი (JW Anderson და Loewe), მეთიუ ბლაზი (Bottega Veneta), მიუჩია პრადა და პიერპაოლო პიჩოლი (Valentino) იბრძოლებენ.  ცნობისთვის, ღონისძიება 5 დეკემბერს გაიმართება.

ნახვა »

მალე Dark-ის შემქმნელების ახალი სერიალი, 1899 გამოვა

 მალე ბნელის შემქმნელების ახალი სერიალი, 1899, გამოვა.  როგორც ცნობილია, სერიალში მოქმედება მე-19 საუკუნის მიწურულს მიმდინარეობს. ტრეილერში ჩანს, რომ ემიგრანტებით სავსე გემი ინგლისიდან ნიუ-იორკისკენ მიემგზავრება. ბორტზე მყოფ სხვადასხვა წარმომავლობის ადამიანს კი ერთი რამ აერთიანებს — ისინი რაღაცას გაურბიან. გზად მგზავრები თვეების წინ დაკარგულ გემს, სახელად Prometheus-ს აღმოაჩენენ, რის შემდეგაც უცნაური ამბები …

ნახვა »

პოტსდამის მუზეუმში აქტივისტებმა კლოდ მონეს ნახატს კარტოფილის პიურე შეასხეს

ვან გოგის მზესუმზირების შემდეგ კლიმატის აქტივისტებმა ამჯერად მიზანში კლოდ მონეს ნამუშევარი ამოიღეს. კლიმატის აქტივისტებმა, სახელად “უკანასკნელი თაობა”, გერმანიაში, პოტსდამის მუზეუმში კლოდ მონეს თივის ზვინებს კარტოფილის პიურე შეასხეს. აქტივისტების თქმით, ნახატს პიურე საზოგადოების გამოსაფხიზებლად შეასხეს, რადგან, მათი აზრით, ხალხი კლიმატის კრიზისს სათანადო ყურადღებას არ უთმობს. ამის შემდეგ მათ პროტესტის ნიშნად ხელები კედელზე მიიწებეს. “ხალხი შიმშილობს, …

ნახვა »

ტეილორ სვიფტის მეათე სტუდიურმა ალბომმა Midnights Spotify-ზე რეკორდი დაამყარა

  The Guardian-ის ინფორმაციით, ტეილორ სვიფტის მეათე სტუდიურმა ალბომმა Midnights Spotify-ზე რეკორდი დაამყარა.  როგორც ცნობილია, 21 ოქტომბერს გამოსულ ჩანაწერს სერვისზე დღე-ღამის განმავლობაში რეკორდული რაოდენობის მსმენელი ჰყავდა.

ნახვა »

ფილარმონიის წინ, ვირტუოზი გიტარისტის, თემურ ყვითელაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა

ფილარმონიის წინ, ვირტუოზი გიტარისტის, თემურ ყვითელაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა.  ვარსკვლავის გახსნამდე, ყვითელაშვილმა სოლოკონცერტი გამართა. კონცერტზე ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებები თემურ ყვითალაშვილმა თბილისის ოპერისა და ბალეტის ორკესტრთან ერთად შეასრულა.

ნახვა »

ლანა დელ რეის ის ლეპტოპი მოჰპარეს, რომელშიც ახალ ალბომს ინახავდა

ლანა დელ რეის თქმით, მას მოჰპარეს ზურგჩანთა, რომელშიც მისი ახალი ალბომის შემცველი ლეპტოპი ინახებოდა. მომღერალმა აღნიშნა, რომ კომპიუტერთან ერთად, კამერა და რამდენიმე მყარი დისკიც მოიპარეს. “რამდენიმე თვის წინ მანქანა მელროუზის ავენიუზე შევაჩერე, ლოს ანჯელესში, და რამდენიმე წუთით გადმოვედი” — დაწერა მან ინსტაგრამზე. “ზურგჩანთა მანქანაში დავტოვე. ვიღაცამ ყველა ფანჯარა ჩაამსხვრია და …

ნახვა »

გაბრიელ გარსია მარკესის რომანის, „მარტოობის ასი წელიწადის“ მიხედვით გადაღებულ სერიალს ვიხილავთ

  Neflix-ი გაბრიელ გარსია მარკესის რომანის, „მარტოობის ასი წელიწადის“ მიხედვით სერიალს გადაიღებს. UPI-ის ინფორმაციით, სერიალის გადაღება კოლუმბიაში იგეგმება. სერიალზე მუშაობაში ჩართულები არიან მწერლის შვილები – როდრიგო გარსია და გონსალო გარსია. პრემიერის თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.

ნახვა »

მსახიობი ანჯელინა ჯოლი ბერძენი საოპერო მომღერალის მარია კალასის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმში მთავარ როლს შეასრულებს

  როგორც გამოცემა Variety  წერს, ანჯელინა ჯოლი ბერძენი საოპერო მომღერალის მარია კალასის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმში მთავარ როლს შეასრულებს. ფილმში მოვლენები 1970-იანი წლების პარიზში ვითარდება.  როგორც ცნობილია, ფილმ „მარიას“ რეჟისორი ჩილელი პაბლო ლარაინი იქნება. სცენარის ავტორი კი სტივენ ნაიტი  გახლავთ.

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია