პოლიტიკა

კულტურა

Joker 2-ში ლედი გაგა ითამაშებს – ნახეთ ტრეილერი

ოსკაროსანი ფილმის, ჯოკერის მეორე ნაწილი ნამდვილად დასამახსოვრებელ სანახაობას გვპირდება: ხოაკინ ფენიქსთან ერთად, ფილმში ლედი გაგაც მიიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ წყაროებმა დაუზუსტებელი ინფორმაცია ჯერ კიდევ ივნისში გაავრცელეს, თუმცა გაგამ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჯოკერში ვიხილავთ. პირველ მუსიკალურ ტრეილერში ხოაკინისა და გაგას მოცეკვავე სილუეტებს ვხედავთ, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ მეორე გავრცელებული ინფორმაციაც მართალია …

ნახვა »

ზაზა ნადირაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

ზაზა ნადირაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა! უნგრეთში, სეგედში ICF-ის კანოეს სპრინტში მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. შაბათს ერთკაციან კანოეთი 200 მეტრზე ნახევარფინალი გაიმართა, სადაც მე-2 შედეგი ზაზა ნადირაძემ დააფიქსირა, რომელიც კვირას ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. ნადირაძემ 38.91 წამი დააფიქსირა და საბოლოო ჯამში ლიტველ ჰენტიკას ჟუსტაუტასს 0.42 წამით ჩამორჩა. ფინალი 25 აგვისტოს თბილისის დროით 15:00 …

ნახვა »

მამუკა ონაშვილს დღეს მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ

მამუკა ონაშვილს დღეს მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. გამოსვენება 14 საათზე, სიონის საკათედრო ტაძრიდან მოხდება. 55 წლის მამუკა ონაშვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. მომღერალი და მსახიობი 30 ივლისს ნატახტართან ავარიაში მოჰყვა, რის შემდეგაც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ორი დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. …

ნახვა »

პრეზიდენტმა თენგიზ არჩვაძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მსახიობი თენგიზ არჩვაძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა. პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდო თენგიზ არჩვაძეს ქართული თეატრალური და კინოხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის მიანიჭა. სალომე ზურაბიშვილმა ბრწყინვალების ორდენი მას პირადად გადასცა. პრეზიდენტმა თენგიზ არჩვაძეს, რომელსაც დღეს 90 წელი შეუსრულდა, დაბადების დღე მიულოცა და ჯანმრთელობა და …

ნახვა »

2010 წლის ოლიმპიადაზე ტრაგიკულად დაღუპული ნოდარ ქუმარიტაშვილის ოჯახს საპატიო ჯილდო გადაეცა

კანადაში ქართული დიასპორის ინიციატივით, 2010 წლის ოლიმპიადაზე ტრაგიკულად დაღუპული ქართველი სპორტსმენის ნოდარ ქუმარიტაშვილის ოჯახს საპატიო ჯილდო გადაეცა. ღონისძიება დიასპორის ინიციატივითა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდიმ, საგანგებო დავალებათა ელჩმა და კანადის ბრიტანეთის კოლუმბიაში ქართული დიასპორის ხელმძღვანელმა. საპატიო მედალი ნოდარ ქუმარიტაშვილის …

ნახვა »

იბრაჰიმოვიჩი კარიერის დასრულებაზე – არასოდეს, ჩემს გარეშე ფეხბურთი მოკვდება

ლეგენდარულმა შვედმა ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ არასოდეს დაასრულებს საფეხბურთო კარიერას. ამის შესახებ 40 წლის ზლატანმა სოციალურ ქსელში გულშემატკივრებთან პირდაპირი ჩართვისას განაცხადა. – როდის დაასრულებ კარიერას? – იკითხა გულშემატკივარმა. – არასოდეს. ჩემს გარეშე ფეხბურთი მოკვდება, – უპასუხა „მილანის“ ფორვარდმა.

ნახვა »

თიბისი კონცეპტი მომხმარებლებს ჯაზ მატარებლით მგზავრობას სთავაზობს

12-14 აგვისტოს ბათუმში, საიუბილეო, რიგით მე-15 ჯაზფესტივალი ჩატარდება. სტუმრებს მუსიკითა და შთაბეჭდილებებით სავსე სამი დღე ელით. თიბისი კონცეპტისა და ისთერნ პრომოუშენის მრავალწლიანი თანამშრომლობის აღსანიშნავად, თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს თბილისიდან ბათუმში მიმავალი ჯაზ მატარებლით სარგებლობა შეეძლებათ. ჯაზის მოყვარულების კომფორტულ მგზავრობაზე საქართველოს რკინიგზამ იზრუნა. ჯაზ მატარებელი 13 აგვისტოს, 10:25 საათზე გავა თბილისიდან. სტუმრების მუსიკალურ …

ნახვა »

„ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი“ დასრულდა

„ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი“ დასრულდა. ფესტივალი ქართულმა ხმებმა და იტალიელმა მუსიკოსებმა დახურეს. 9 დღის განმავლობაში, კონცერტების პარალელურად, ცნობილმა შეფმზარეულებმა მასტერკლასები ჩაატარეს, იყო წიგნების პრეზენტაციები და ფილმების ჩვენება. ფესტივალის პირველი დღე იყო საქველმოქმედო, შემოსული თანხმა ომის შედეგად დაზარალებულ უკრაინელ ბავშვებს მოხმარდება. „ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი“ მე-9-ედ ტარდება. …

ნახვა »

თბილისის „დინამო“ კაპიტანმა დატოვა

ურთიერთშეთანხმების საფუძველზე „დინამო თბილისი“ კაპიტანმა, გიორგი პაპავამ დატოვა – ინფორმაციას თბილისური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს. „დინამო თბილისი“ კლუბის კაპიტანს გიორგი პაპავას დაემშვიდობა. მხარეებს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა.​ კლუბში გატარებული პერიოდისთვის მადლობას ვუხდით კაპიტანს და წარმატებას ვუსურვებთ მომავალ საფეხბურთო კარიერაში“, – წერია „დინამოს“ განცხადებაში. გიორგი პაპავას „დინამოს“ მაისურით 182 შეხვედრა აქვს გამართული, ამ …

ნახვა »

არველაძის „ჰალ სიტიმ“ ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო

ინგლისის ჩემპიონშიფის ახალი სეზონის პირველ ტურში „ჰალ სიტი“„ბრისტოლს“ დაუპირისპირდა. მატჩი შოთა არველაძის შეგირდებისთვის არასახარბიელოდ დაიწყო და „ჰალი“ 72-ე წუთამდე საკუთარ მოედანზე მარცხდებოდა. თუმცა, მასპინძლებმა თამაშის შემოტრიალება მოახერხეს. მატჩი ქართველი სპეციალისტის გუნდის გამარჯვებით, 2:1 დასრულდა. ჩემპიონშიფის მომდევნო ტურში (6 აგვისტოს) „ჰალი“ გასვლაზე „პრესტონს“ შეხვდება.

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია