პოლიტიკა

კულტურა

თბილისის ”დინამოს” გიორგი ჭიაბრიშვილი გაწვრთნის

თბილისის ”დინამოს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს -მომდევნო 2,5 წელი გუნდს გიორგი ჭიაბრიშვილი უხელმძღვანელებს. მხარეებს შორის კონტრაქტი უკვე გაფორმდა. მასთან ერთად გუნდში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად გიორგი დეკანოსიძე იმუშავებს. გიორგი ჭიაბრიშვილის ბოლო კლუბი თბილისის ლოკომოტივი იყო, სადაც 2020-21 წლებში მუშაობდა და კლუბთან ერთად ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა. ლოკომოტივის გარდა ქართველი …

ნახვა »

გაი რიჩი „ჰერკულესის“ კინოვერსიას გადაიღებს

რეჟისორი გაი რიჩი Disney-ს მულტფილმის, „ჰერკულესის“ კინოვერსიას გადაიღებს. ამის შესახებ Deadline-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, პროდაქშენ-კომპანია AGBO Джо და ენტონი რუსო იმუშავებენ. სურათის სცენარის შავი ვერსია დეივ კალაჰემმა დაწერა, თუმცა პროდიუსერები ახალ სცენარისტებს ეძებენ, რომლებიც პროექტს ბოლომდე მიიყვანენ. Disney-მ „ჰერკულესი“ 1997 წელს გამოუშვა. მულტფილმის სიუჟეტი ბერძნულ მითზეა აწყობილი, რომელიც ცნობილი გმირის, ჰერკულესის ცხოვრებაზე მოგვითხრობს.

ნახვა »

“მამების თასი” თელავში

მამების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და თელავის საფეხბურთო სკოლის ორგანიზებით, გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე საფეხბურთო მატჩი გაიმართა, რომელშიც ვეტერანმა ფეხბურთელებმა და მათმა შვილებმა მიიღეს მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ღონისძიებას თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი მოადგილესთან, ფიქრია ყუშიტაშვილთან ერთად დაესწრო. მერმა მატჩის მონაწილე გუნდებს სიგელები და …

ნახვა »

ქართული წარმოშობის რუსი ჩოგბურთელი „უიმბლდონზე“ საქართველოს სახელით იასპარეზებს

29 წლის ჩოგბურთელი ნათელა ძალამიძე „უიმბლდონის“ წყვილთა ტურნირზე საქართველოს დროშით ითამაშებს. ერთი თვის წინ ნათელა ძალამიძე „როლან გაროსზე“ რუსეთის სახელით ასპარეზობდა, სადაც ის კამილა რახიმოვასთან ერთად დუეტში გამოსვლისას პირველ წრეში დამარცხდა. ცნობისთვის, ნათელა ძალამიძე მოსკოვში არის დაბადებული. ამ დროისთვის ქართული წარმოშობის სპორტსმენი მსოფლიო საჩოგბურთო რეიტინგში 44-ე პოზიციას იკავებს. შეგახსენებთ, რომ …

ნახვა »

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის 16 მასპინძელი ქალაქი უკვე ცნობილია

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს შეერთებული შტატები, მექსიკა და კანადა უმასპინძლებს. კერძოდ: აშშ-ში მატჩები ჩატარდება ატლანტაში, ბოსტონში, დალასში, ჰიუსტონში, კანზას-სიტიში, ლოს ანჯელესში, მაიამიში, ნიუ იორკში, ფილადელფიაში, სან ფრანცისკოსა და სიეტლში. მექსიკა წარმოდგენილი იქნება გვადალახარათი, მეხიკოთი და მონტერეით, კანადა –  ტორონტოთი და ვანკუვერით. მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატში პირველად ითამაშებს 48 ნაკრები. …

ნახვა »

სამი ვერცხლის მედალი საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე

სამი ვერცხლის მედალი საქართველოს სახელით – ეს მექსიკაში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 89 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ნიკოლოზ ესართიას შედეგია.  ძალოსანმა ატაცში 132, 137 და 141 კგ. დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. აკვრაში მისი შედეგი 164, 170 და 174 კგ-ია და აქაც მეორე იყო. ორჭიდის ჯამში დაფიქსირებული 315 კგ-ით ნიკოლოზ ესართია ვერცხლის …

ნახვა »

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებს

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებს. ტურნირი უნგრეთში, ბუდაპეშტში გაიმართება. საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას 22 ივნისს ბრაზილიის წინააღმდეგ გამართავს.

ნახვა »

ხვიჩა კვარაცხელია ერთა ლიგის საუკეთესო მოთამაშეა

ფეხბურთის სტატისტიკის და ანალიტიკის ვებგვერდის, SofaScore-ის შეფასებით, ერთა ლიგის საუკეთესო მოთამაშეთა რეიტინგს ხვიჩა კვარაცხელია ლიდერობს. ერთა ლიგაზე ჩატარებული 4 ტურის შემდეგ, საშუალო არითმეტიკული მაჩვენებლით ხვიჩა კვარაცხელიას 10-ბალიან სისტემაში 8,20 ქულა დაუგროვდა. გიბრალტართან და გასვლაზე ბულგარეთთან 8,5 ქულა დაიმსახურა, ბულგარეთთან სახლში – 8,2 ქულა. 21 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ყველაზე დაბალი შეფასება, …

ნახვა »

სამების საკათედრო ტაძრის გუნდი სიქსტის კაპელაში კონცერტს გამართავს

პირველად ქვეყნის ისტორიაში –  სვიმონ ჯანგულაშვილისა და გიორგი დონაძის ხელმძღვანელობით 40 მომღერალი-მგალობელი სამების საკათედრო ტაძრის გუნდიდან, მთელი შემადგენლობით, კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, 26 ივნისს სიქსტის კაპელაში კონცერტს გამართავს. 29 ივნისს კი, როდესაც რომის პაპი საზეიმო მესას აღავლენს, მისი დასრულების შემდეგ, ილია მეორეს “ავე მარია” და სავარაუდოდ “შენ ხარ ვენახი” შესრულდება. ”დიდი პატივი და სიხარული …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია