აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული სამიტის შემდეგ მან სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპული ქვეყნების ლიდერებთან. ტრამპის განცხადებით, სატელეფონო საუბრის დროს ყველამ აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება და არა ცეცხლის შეწყვეტა წარმოადგენს. “დიდებული …
ნახვა »აშშ-რუსეთის სამიტი ალასკაში, ტრამპისა და პუტინის შეხვედრა კონკრეტული შედეგების გარეშე
ისტორიული სამიტი ალასკაში. ქალაქ ანკორიჯში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. ეს ალასკაში პუტინის – პირველი ვიზიტი, 2015 წლის შემდეგ კი შტატების ტერიტორიაზე მისი პირველი სტუმრობა იყო. ორი ქვეყნის პრეზიდენტების დღის წესრიგი ძირითადად უკრაინის კონფლიქტს ეხებოდა. განხილვის თემა იყო ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობებიც. შეხვედრაზე მიწვეული არ …
ნახვა »ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროპამ, შეერთებულმა შტატებმა და ნატო-მ საერთო პოზიცია გააძლიერეს უკრაინისთვის – ჩვენზე მეტად არავის სურს მშვიდობა, სამართლიანი და მყარი მშვიდობა
ტრამპთან, ზელენსკისთან და სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი გვქონდა, ჩვენზე მეტად არავის სურს მშვიდობა, სამართლიანი და მყარი მშვიდობა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე წერს. “ტრამპთან, ზელენსკისთან და სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი გვქონდა. აზრები გავცვალეთ მომავალ ორმხრივ შეხვედრაზე ალასკაში. დღეს …
ნახვა »ნიკოლ ფაშინიანმა და ილჰამ ალიევმა თეთრ სახლში ისტორიულ სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი
სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ილჰამ ალიევმა თეთრ სახლში ისტორიულ სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. „დღეს ჩვენ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობას ვამყარებთ. დღეს ჩვენ ახალ დიდებულ ისტორიას ვწერთ“ — განაცხადა ალიევმა ხელის მოწერის შემდეგ. ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით კი „ეს ხელშეკრულება მშვიდობის შესახებ ახალი თავის გახსნას“ წარმოადგენს. „სომხეთი და აზერბაიჯანი იღებენ …
ნახვა »ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ირანში სულ მცირე 935 ადამიანი დაიღუპა
ირანის ხელისუფლების ინფორმაციით, ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ქვეყანაში, სულ მცირე, 935 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას The Guardian-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. „სიონისტური რეჟიმის მიერ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებული 12-დღიანი ომის დროს, ამ დროისთვის 935 მოწამეა იდენტიფიცირებული“, – ციტირებს ირანული მედია სასამართლო ხელისუფლების პრესსპიკერს, ასღარ ჯაჰანგირს. მისი ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 132 …
ნახვა »დონალდ ტრამპი – ისრაელი და ირანი თითქმის ერთდროულად მოვიდნენ ჩემთან და მითხრეს: „მშვიდობა!”
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელი და ირანი თითქმის ერთდროულად დაუკავშირდნენ მას ცეცხლის შეწყვეტასა და მშვიდობასთან “ისრაელი და ირანი თითქმის ერთდროულად მოვიდნენ ჩემთან და მითხრეს: „მშვიდობა!“. ვიცოდი, რომ დრო ახლა იყო. მსოფლიო და ახლო აღმოსავლეთი ნამდვილი გამარჯვებულები არიან! ორივე ერი მომავალში უზარმაზარ სიყვარულს, მშვიდობას და კეთილდღეობას იხილავს“, – წერს ტრამპი …
ნახვა »აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა
აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა. ამის შესახებ თავის სოციალურ ქსელში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაწერა. „ჩვენ დავასრულეთ ძალიან წარმატებული თავდასხმა ირანში, სამ ბირთვულ ობიექტზე, მათ შორის ფორდოზე, ნათანზსა და ისპაჰანში. ყველა თვითმფრინავი ახლა ირანის საჰაერო სივრცის გარეთაა. ბომბების სრული კომპლექტი ჩამოგდებულია ძირითად ობიექტზე, ფორდოზე. ყველა თვითმფრინავი უსაფრთხოდ ბრუნდება სახლში. ვულოცავ …
ნახვა »დონალდ ტრამპი – ირანს და ისრაელს სურთ მიაღწიონ შეთანხმებას და მიაღწევენ კიდეც
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა, რომ ისრაელსა და ირანს შორის სამშვიდობო შეთანხმება უნდა დაიდოს. მან პოსტში მისი წინა და მიმდინარე საპრეზიდენტო ვადებისას მიღებული სამშვიდობო შეთანხმებებიც გაიხსენა. “ირანს და ისრაელს სურთ მიაღწიონ შეთანხმებას და მიაღწევენ კიდეც. ზუსტად ისე, როგორც მე მივაღწიე ინდოეთსა და პაკისტანს შორის შეთანხმებას. იმ …
ნახვა »პუტინი ფიქრობს, როგორც მე, რომ ეს ომი, ისრაელსა და ირანს შორის, უნდა დასრულდეს, რაზეც მე მას ვუპასუხე, რომ მისი ომიც უნდა დასრულდეს – დონალდ ტრამპი
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებსა და უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ ტელეფონით ისაუბრეს. სატელეფონო ზარი 50 წუთი გაგრძელდა. აშშ-ს თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ტრამპი ამბობს, რომ პუტინმა მას დაბადების დღის მისალოცად დაურეკა, თუმცა “რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ირანზე სალაპარაკოდ – ქვეყანაზე, რომელსაც ის …
ნახვა »დონალდ ტრამპი – ჩვენ არ დავბომბეთ, მაგრამ ყველაფერი ვიცოდით
14 ივნისის დილა ახლო აღმოსავლეთში დაბომბვის ხმაურით დაიწყო: ირანმა ათობით ბალისტიკური რაკეტა და საბრძოლო დრონი გაუშვა ისრაელის მიმართულებით, ძირითადად ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში. დარტყმებმა დააზიანა ინფრასტრუქტურა თელ-ავივსა და ბეერ-შევაში, დაიღუპა სულ მცირე 3 ადამიანი, დაშავდა რამდენიმე ათეული. ისრაელის ანტისაჰაერო სისტემამ მრავალჯერადი განგაშის ფონზე ათობით საფრთხე მოიგერია, თუმცა რამდენიმე რაკეტამ მიზანს …
ნახვა »