პოლიტიკა

მსოფლიო

ისრაელი მოუწოდებს თავის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ეგვიპტე და იორდანია

ისრაელი მოუწოდებს თავის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ეგვიპტე და იორდანია, – განცხადებას ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო ავრცელებს. „ომის გაგრძელების გამო, ბოლო დღეებში მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოში, განსაკუთრებით კი ახლო აღმოსავლეთის არაბულ ქვეყნებში, საპროტესტო გამოსვლების რაოდენობამ იმატა, რაც ებრაელების მიმართ ძალადობაში გამოიხატა“, -აცხადებს ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო. მათივე ცნობით, ეგვიპტესა და იორდანიაში საფრთხის …

ნახვა »

“ჰამასი“ და პუტინი წარმოადგენენ განსხვავებულ საფრთხეებს, მაგრამ მათ საერთო ეს აქვთ: ორივეს სურს მეზობელი დემოკრატიის სრული განადგურება

“ჰამასი“ და პუტინი წარმოადგენენ განსხვავებულ საფრთხეებს, მაგრამ მათ საერთო ეს აქვთ: ორივეს სურს მეზობელი დემოკრატიის სრული განადგურება, სრული განადგურება – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა. ის გმობს „ჰამასის“ და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ქმედებებს და აღნიშნავს, რომ ისრაელზე თავდასხმებს და უკრაინაში შეჭრას საერთო მოტივი აქვს. „ჩვენ ვერ და არ დავუშვებთ, …

ნახვა »

ისრაელის თავდაცვის ძალები – საავადმყოფო არ არის ისრაელის თავდაცვის ძალების სამიზნე

საავადმყოფო არ არის ისრაელის თავდაცვის ძალების სამიზნე, – განუცხადეს „ბიბისის“ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის ოფისიდან სატელეფონო საუბრისას. „საავადმყოფო არ არის ისრაელის თავდაცვის სამიზნე. ისრაელის თავდაცვის ძალები იძიებს აფეთქების წყაროს და როგორც ყოველთვის, პრიორიტეტს ანიჭებს სიზუსტეს და საიმედოობას. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, გამოიჩინონ სიფრთხილე ტერორისტული ორგანიზაციის გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისას”, – აღნიშნულია განცხადებაში. …

ნახვა »

ღაზის სექტორში ისრაელის ავიაიერიშების შედეგად, სულ მცირე 324 ადამიანი დაიღუპა და 1000-მდე დაშავდა – ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტრო

ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, ღაზის სექტორში ისრაელის ავიაიერიშების შედეგად, სულ მცირე 324 ადამიანი დაიღუპა და 1000-მდე დაშავდა. მათ შორის არის, ის 70 ადამიანიც, რომელიც ტერიტორიას ისრაელის გაფრთხილების შემდეგ კოლონით ტოვებდა. საერთო ჯამში კი, ღაზის სექტორში 7 ოქტომბრის შემდეგ, დაღუპულთა რიცხვმა 2 215-ს მიაღწია, დაშავებულია 8 …

ნახვა »

ჯონ კირბი – ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს საბრძოლო მასალით სავსე ათასზე მეტი კონტეინერი გადასცა

აშშ-ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს საბრძოლო მასალით სავსე ათასზე მეტი კონტეინერი გადასცა. თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, 7 სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე პერიოდში, რუსულმა ხომალდმა ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთის პორტში საბრძოლო მასალებით სავსე ტვირთი გადაიტანა, რაც შემდგომში რუსეთის სამხედრო საწყობებში გადაანაწილეს. თეთრი სახლი ასევე ავრცელებს ვიზუალურ …

ნახვა »

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა ისრაელში ჩავიდნენ

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა ისრაელში ჩავიდნენ. „ჩამოვედი ისრაელში ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ერთად, რათა გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა ისრაელელი ხალხის მიმართ „ჰამასის“ საშინელი ტერაქტის შემდეგ“, – დაწერა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში. რობერტა მეცოლას ამბობს, რომ საჭიროა „ჰამასის შეჩერება. „ჩვენ აქ ვართ სოლიდარობის გზავნილით მას …

ნახვა »

ისრაელის მიერ ევაკუაციისკენ მოწოდების შემდეგ, „ჰამასმა“ ღაზის მცხოვრებლებს მოუწოდა, არ დატოვონ სახლები

ისრაელის თავდაცვის ძალების მხრიდან ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მოწოდების შემდეგ, „ჰამასმა“ მოუწოდა ღაზის მცხოვრებლებს, არ დატოვონ სახლები. ტერორისტულმა ჯგუფმა ისრაელი „ფსიქოლოგიურ ომში“ დაადანაშაულა. „ისრაელი ცდილობს, გაავრცელოს ყალბი პროპაგანდა სხვადასხვა საშუალებით, რაც მიზნად ისახავს მოქალაქეებში დაბნეულობის შექმნას და ჩვენი შიდა ფრონტის სტაბილურობის შელახვას“, – ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, გაერო-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ, …

ნახვა »

ოლაფ შოლცი – ყველასთვის ცხადია, რომ ირანის მხარდაჭერის გარეშე „ჰამასი“ ვერ შეძლებდა ამ უპრეცედენტო თავდასხმების განხორციელებას ისრაელის ტერიტორიაზე

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგში გამოსვლისას ისრაელზე თავდასხმაში ირანი დაადანაშაულა. „ჩვენ ჯერ არ გვაქვს დამაჯერებელი მტკიცებულება, რომ ირანმა კონკრეტულად და ოპერატიულად დაუჭირა მხარი „ჰამასის“ ამ თავდასხმას, მაგრამ ყველასთვის ცხადია, რომ ირანის მხარდაჭერის გარეშე, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, „ჰამასი“ ვერ შეძლებდა ამ უპრეცედენტო თავდასხმების განხორციელებას ისრაელის ტერიტორიაზე“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა. …

ნახვა »

ბოლო მონაცემებით, ისრაელ-ჰამასის ომს ისრაელში 1900-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

დღევანდელი, 11 ოქტომბრის მონაცემებით, ისრაელ-ჰამასის ომს ისრაელში 1900-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას “ალჯაზირა” ავრცელებს. ჰამასის თავდასხმის შემდეგ, ისრაელში, ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 1200-მდე გაიზარდა. ამის საპასუხოდ, ისრაელის ჯარები მეხუთე დღეა ღაზას სექტორზე დარტყმას აგრძელებენ, რის შედეგადაც, სულ მცირე 950 პალესტინელია დაღუპული. „ჯარისკაცებს სამოსზე თავიანთი სახელები ეწერათ …

ნახვა »

ისრაელმა ღაზას საზღვარზე კონტროლი დაიბრუნა – დანიელ ჰაგარი

სამხედროებმა ღაზას საზღვარზე კონტროლი დაიბრუნეს, ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარმა განაცხადა. ”გასული დღის განმავლობაში სასაზღვრო ღობიდან არცერთი ტერორისტი არ შემოსულა“, – აღნიშნა დანიელ ჰაგარმა მედიასთან საუბარში. მან ასევე აღნიშნა, რომ საბრძოლო-საინჟინრო ჯარები საზღვრის გალავნის ხვრელების მახლობლად მდებარე ტერიტორიების დანაღმვაზე მუშაობენ. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ტერორისტების მცირე რაოდენობა …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია