პოლიტიკა

მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა რუსეთ-უკრაინის ომი და მარცვლეულის ექსპორტისთვის უსაფრთხო დერეფნების საკითხი განიხილეს

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბრისას რუსეთ-უკრაინის ომი და შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტისთვის უსაფრთხო დერეფნების შექმნის საკითხები განიხილეს. ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ გაერო-სთვის დადგა დრო, განახორციელოს ქმედებები შავი ზღვის გავლით მარცველულის ექსპორტისთვის უსაფრთხო დერეფნების შექმნის გეგმასთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, …

ნახვა »

ლიზ ტრასი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობისთვის იბრძოლებს

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა Daily Telegraph-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის პრემიერმინისტრობის თანამდებობისთვის იბრძოლებს. ლიზ ტრასმა ასევე ისაუბრა იმაზე, რომ პოსტის დაკავების დღიდან პირველი რასაც გააკეთებს გადასახადების შემცირებაა. “არჩევნებში ვიბრძოლებ, როგორც კონსერვატორი და ვმართავ ქვეყანას, როგორც კონსერვატორი”.– განაცხადა ლიზ ტრასმა. 6 ივლისს, Reuters წერდა, რომ ჯონსონის გადადგომის შემთხვევაში მის პოზიციაზე  რამდენიმე …

ნახვა »

გრეგოროვა – მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი მიიღო, რადგან მას პროევროპული ხელისუფლება ჰყავს, რაც ვერ დავინახეთ საქართველოში

მძულს განცხადების მოსმენა, რომ საქართველოს სტატუსზე უარი „ომთან შეერთების“ მიზეზს უკავშირდება. ჩვენ მშვენივრად ვიცით, რომ საქართველო უკვე იმყოფება ომში რუსეთთან, ვიცით, რომ საქართველო ოკუპირებულია. ჩვენ არ გვსურს, რომ ომს შეუერთდეთ, ჩვენ გვსურს, რომ თქვენ ევროკავშირს შეუერთდეთ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის …

ნახვა »

უკრაინის ვიცე-პრემიერი ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში მაცხოვრებლებს ტერიტორიების დატოვებისკენ მოუწოდებს

უკრაინის ხელისუფლება ქვეყნის ოკუპირებულ სამხრეთ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას, მოსალოდნელი კონტრშეტევების გამო, ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს. უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშუკის განცხადებით, ხერსონის და ზაპოროჟიეს რეგიონებში მცხოვრებმა უკრაინელებმა საცხოვრებელი ადგილები ყველა არსებული საშუალებით უნდა დატოვონ. უკრაინამ ხერსონის შავი ზღვის რეგიონის უმეტეს ნაწილზე ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პირველ კვირებში დაკარგა კონტროლი. „ცხადია, იქნება ბრძოლები, …

ნახვა »

უკრაინაში, დონბასის რეგიონში დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინის დონბასის რეგიონში განხორციელებულ დაბომბვას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა. ყველაზე ცხელ წერტილად ბახმუტის რაიონი მიიჩნევა, სადაც რუსი სამხედროები და სეპარატისტული დაჯგუფებები იერიშებს ახორციელებენ და ცეცხლგამჩენ ჭურვებს იყენებენ. შედეგად ათამდე საცხოვრებელი სახლი დაიწვა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ხარკოვის ცენტრალურ ნაწილზე და …

ნახვა »

იაპონიის ყოფილი პრემიერის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა დანაშაული აღიარა

იაპონიის ყოფილი პრემიერ მინისტრის, სინძო აბეს მკვლელობაში ეჭვმიტანილმა დანაშაული აღიარა. ინფორმაციას იაპონიის პოლიცია ავრცელებს. ნარა-ნიშის პოლიციის ცნობით, 41 წლის კაცმა, იამაგამი ტეცუიამ განაცხადა, რომ მას მტრული დამოკიდებულება ჰქონდა “კონკრეტული ორგანიზაციის” მიმართ, რომელთანაც, მისი ინფორმაციით, აბეს კავშირი ჰქონდა. პოლიცია აცხადებს, რომ ეს მტრობა არ უკავშირდება პოლიტიკას. უწყებამ ასევე აღნიშნა, რომ უცნობია, რეალურად არსებობს …

ნახვა »

უკრაინაში ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, კახა გოგოლი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისე რომეო ფარულავა ავრცელებს. ფარულავას ცნობით, ქართველი მებრძოლი ლუჰანსკის ოლქში დაიღუპა. ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, უკრაინაში რამდენიმე ასეული ქართველი მოხალისე იბრძვის. მოხალისეთა პირველი ნაკადი საქართველოდან უკრაინაში მარტის დასაწყისში წავიდა. ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის …

ნახვა »

„ჯარის შესახებ ყალბი ფაქტებისთვის“ რუს დეპუტატს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

მოსკოვის მეშჩანსკის სასამართლომ რუსეთის დედაქალაქის კრასნოსელსკის ოლქის მუნიციპალურ დეპუტატს ალექსეი გორინოვს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მიზეზი: რუსეთის არმიისა და უკრაინის ომის შესახებ ყალბი ამბების გავრცელება. ამის შესახებ ინფორმაციას Novaya Gazeta Europe-ის კორესპონდენტი სასამართლო დარბაზიდან ავრცელებს. მოსამართლე ოლესია მენდელეევამ გორინოვი დამნაშავედ ცნო რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ „შეგნებულად ცრუ ინფორმაციის“ გავრცელებაში ადამიანთა ჯგუფის მიერ, …

ნახვა »

რუსებმა მარიუპოლში საბრძოლო მასალის საწყობები განათავსეს

მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშჩენკომ განაცხადა, რომ რუსებმა მარიუპოლის საცხოვრებელ რაიონებში საბრძოლო მასალის საწყობები განათავსეს. მისივე თქმით, რუსმა ჯარისკაცებმა საბრძოლო მასალის ორი საწყობი განათავსეს პირდაპირ საცხოვრებელ ზონაში. ამრიგად, დამპყრობლებს სურთ მარიუპოლის მშვიდობიანი მოსახლეობა „ფარად“ გამოიყენონ. ბოლო დროს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, HIMARS-ის მრავალჯერადი სარაკეტო გამშვების წყალობით, უკვე გაანადგურეს მრავალი რუსული სამხედრო …

ნახვა »

დონეცკის ოლქში სარაკეტო იერიშის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

დონეცკის რეგიონის გუბერნატორ პავლო კირილენკოს ინფორმაციით, სულ მცირე 6 ადამიანი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც რუსული “ურაგანის” ტიპის რაკეტები დონეცკის ოლქში, ხუთსართულიან კორპუსს მოხვდა. აღნიშნული ინფორმაცია მედიაში ვრცელდება. მედიის ცნობით, დაბომბვის შედეგად კორპუსი ჩამოინგრა. ავლო კირილენკომ “ტელეგრამის” გვერდზე აღნიშნა, რომ აფეთქება ქალაქ ჩასივ-იარში მოხდა. მისი თქმით, ამ მომენტისთვის დადასტურებულია, რომ 6 ადამიანი …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია