პოლიტიკა

მსოფლიო

ჩინეთმა ტაივანის სიახლოვეს მიმდინარე წვრთნების დროს რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაისროლა

ჩინეთმა ტაივანის სიახლოვეს მიმდინარე წვრთნების დროს რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაისროლა. როგორც „ბიბისი“ წერს, ჩინეთმა წვრთნები ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ წამოიწყო. ტაივანის ცნობით, საუბარია 11 ბალისტიკურ რაკეტაზე, რომლებიც ტაივანის სამხრეთ-დასავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსთან ზღვაში ჩავარდა.​ ტაიბეიში ჩინეთის მოქმედება ჩრდილოეთ კორეის ქცევას შეადარეს. იაპონიის ცნობით, ჩინეთის მიერ …

ნახვა »

რუსეთის სასამართლომ ამერიკელ კალათბურთელს, ბრიტნი გრაინერს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

რუსეთის სასამართლომ ამერიკელ კალათბურთელს, ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს ბრიტნი გრაინერს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ სპორტსმენი დამნაშავედ ცნო ნარკოტიკული საშუალებების შენახვასა და კონტრაბანდაში. ამასთან, სასამართლომ გრაინერს ერთი მილიონი რუბლის (16 300 დოლარი) ოდენობის ჯარიმა შეუფარდა. 31 წლის ბრიტნი გრაინერმა დანაშაული აღიარა, თუმცა უარყოფს, რომ კანონი მიზანმიმართულად დაარღვია და მომხდარს შეცდომა …

ნახვა »

ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის ესკალაციის საკითხზე კრემლში, უშიშროების საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს

ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის ესკალაციის საკითხზე კრემლში, უშიშროების საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. საბჭოს სხდომას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხელმძღვანელობდა. პუტინის პრესსპიკერის თქმით, სხდომის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს, რომ რუსეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის მიერ 2020 წლის ნოემბერში ხელმოწერილი ცეცხლის შეყვეტის განცხადების ყველა დებულების შესრულება აუცილებელია. „ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით და …

ნახვა »

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ. აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, 3 აგვისტოს დილას სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა მთიან ყარაბაღში, ლაჩინის მიმართულებით აზერბაიჯანულ პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. პასუხად, აზერბაიჯანმა კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში განადგურებულია სომხური შეიარაღებული ფორმირებების რამდენიმე პოზიცია. არიან დაღუპულები და დაშავებულები. აზერბაიჯანის …

ნახვა »

სტოლტენბერგი – პუტინი უკრაინაში ომს თუ მოიგებს, შესაძლოა, შემდეგი სამიზნე რუსეთის მეზობელი ქვეყნები გახდნენ

პუტინი უკრაინაში ომს თუ მოიგებს, მაშინ შემდეგი სამიზნე შესაძლოა, რუსეთის მეზობელი ქვეყნები გახდნენ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კუნძულ უტოიაზე ახალგაზრდული ბანაკის წევრებთან შეხვედრის დროს განაცხადა. მისივე თქმით, ნატო-ს მორალური პასუხისმგებლობაა, მხარი დაუჭირონ უკრაინას. „ჩვენი მორალური პასუხისმგებლობაა, მხარი დავუჭიროთ უკრაინას. უკრაინა არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, სადაც 40 მილიონი ადამიანი …

ნახვა »

EU სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს. “ევროკავშირი საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს, რომელიც აზერბაიჯანულ და სომხურ ძალებს შორის ლაჩინის დერეფნის გარშემო და კონტაქტის ხაზის გასწვრივ, სხვა ადგილებში დაიწყო. სამწუხაროდ, ამ შეტაკებებს უკვე მოჰყვა მსხვერპლი და არიან დაშავებულები. აუცილებელია დეესკალაცია და ცეცხლის შეწყვეტის …

ნახვა »

რუსებმა ტორეცკში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება დაბომბეს – არიან დაღუპულები

რუსემა ოკუპანტებმა ქალაქ ტორეცკში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება დაბომბეს. დაღუპულია 8 ადამიანი, 4 დაჭრილია. დაჭრილთა შორის 3 ბავშვია. სარაკეტო თავდასხმა დილის 11 საათისთვის განხორციელდა, როდესაც გაჩერებაზე ბევრი ხალხი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პავლო კირილენკო ავრცელებს. “გარდა ამისა, რუსებმა დააზიანეს ეკლესია, დაიჭრა მღვდელი. ასევე დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მრავალსართულიანი შენობა. რუსი ოკუპანტები ყოველდღიურად …

ნახვა »

უკრაინაში ზაპოროჟიეს ატომური სადგური მთლიანად კონტროლიდანაა გასული

უკრაინაში ზაპოროჟიეს ატომური სადგური მთლიანად კონტროლიდანაა გასული. ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა რაფაელ გროსიმ განაცხადა. მისივე თქმით, ექსპერტთა ჯგუფს სადგურის ტერიტორიაზე შესვლის საშუალება ამ დრომდე არ ეძლევათ, რაც განგაშის საფუძველს იძლევა. სადგურზე დარღვეულია ბირთვული უსაფრთხოების ყველა პრინციპი და მის სიახლოვეს აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. ცნობისთვის, ზაპოროჟიეს ატომური სადგური …

ნახვა »

მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო ნაწილებს შორის მთიან ყარაბაღში დაპირისპირება იყო – არის მსხვერპლი

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანმა კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 3 აგვისტოს დილით სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ მთიან ყარაბაღში ლაჩინის მიმართულებით აზერბაიჯანული არმიის პოზიციების დაბომბვის შედეგად ერთი აზერბაიჯანელი სამხედრო დაღუპა. როგორც აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო „trend“-ი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული სამხედრო ოპერაციის შედეგად, სომხური საარტილერიო ბატალიონი …

ნახვა »

24 კადიროველი უკრაინელებს ტყვედ ჩაბარდა

24 კადიროველი უკრაინელებს ტყვედ ჩაბარდა – აღნიშნულის შესახებ უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ ინფორმაცია “ტელეგრამის არხზე” გაავრცელა. მისივე თქმით, კადიროველები დაქირავებული ჩეჩენი მებრძოლები არიან, რომლებსაც უთხრეს, რომ საპატრულო სამუშაოებზე აგზავნიდნენ და სინამდვილეში ომში აღმოჩდნენ. “ეს იყო ტყვეთა გაცვლის ფონდის კარგი შევსება და ღირებული სადაზვერვო ინფორმაციის წყარო იმის შესახებ, თუ როგორ ატყუებენ …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია