პოლიტიკა

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობის მხრიდან სიახლეები დააანონსა

რუსები მიზანმიმართულად ახორციელებენ დარტყმებს საცხოვრებელ სახლებზე და სამოქალაქო ობიექტებზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობისადმი ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში რუსეთმა დაარტყა ნიკოლაევს, ხარკოვს, კრივოი როგსა და ზაპოროჟიეს რეგიონს. „რუსეთი ახორციელებდა დარტყმებს ზუსტად საცხოვრებელ სექტორზე. აბსოლუტურად შეგნებულად, განზრახ, ჩვეულებრივი სახლების, სამოქალაქო ობიექტების, ხალხის წინააღმდეგ. …

ნახვა »

პაკისტანში წყალდიდობას ათობით ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანის სამხრეთ პროვინციაში, ბალუჯისტანში ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად 57 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ქალები და ბავშვები. 2 ადამიანი დაიღუპა ჩრდილო-დასავლეთით მდებარე პახტუნხვას პროვინციაშიც. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ძლიერი წვიმების გამო რვა კაშხალზე წყლის დონემ აიწია და მიმდებარე ტერიტორიები დატბორა. წყალდიდობის გამო, ასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, რომელთა უმეტესობა თავშესაფრებში გადაიყვანეს.

ნახვა »

აშშ უკრაინას დამატებით 400 მილიონი დოლარის სამხედრო აღჭურვილობას, მათ შორის, HIMARS-ის კიდევ 4 სარაკეტო სისტემებს გაუგზავნის

აშშ უკრაინას დამატებით 400 მილიონი დოლარის სამხედრო აღჭურვილობას, მათ შორის, HIMARS-ის კიდევ 4 სარაკეტო სისტემებს გაუგზავნის. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება. მედიის ცნობით, აღნიშნული პაკეტი ასევე მოიცავს 1000 ვაზნას, ახალი ტიპის საარტილერიო საბრძოლო მასალისთვის, რომელსაც უკრაინას დასავლელი მოკავშირეები აწვდიან. აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ახალი საარტილერიო სახის დახმარება უფრო მეტად ზუსტია, …

ნახვა »

კანადის ხელისუფლებლამ რუსეთის პატრიარქს სანქციები დაუწესა

კანადა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს. სანქციები დაუწესდა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქს კირილს (ვლადიმერ გუნდიაევს), როსკომნადზორს და სააგენტო რეგნუმს. ასევე აიკრძალა ოქროს იმპორტი რუსეთის ფედერაციიდან ნებისმიერი ფორმით.

ნახვა »

რუსეთმა დონეცკის დაბომბვა დაიწყო

რუსმა ოკუპანტებმა დღეს დონეცკის ოლქის დაბომბვა დაიწყეს, – ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი, პავლე კირილენკო იუწყება. მისი თქმით, წინასწარი ინფორმაციით, ქალაქ დრუჟკივკაში სარაკეტო თავდასხმა მოხდა. დაზიანებულია საავადმყოფო, კულტურის სასახლე, საცხოვრებელი შენობები და სათამაშო მოედანი. ოკუპანტებმა სლოვიანსკში საცხოვრებელ სახლს დაარტყეს, რის შედეგადაც სახლის მეპატრონე ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი. კირილენკოს თქმით, ადგილზე მაშველები იმყოფებიან. …

ნახვა »

G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ლავროვთან ერთად ვახშამზე უარი თქვეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ ინდონეზიის კუნძულ ბალიზე, G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უარი თქვეს დასწრებოდნენ ვახშამს, რომელიც “დიდი ოცეულის” წევრი ქვეყნების მინისტრებისთვის იმართებოდა. მანამდე, იაპონურმა სააგენტო Kyodo-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ინდონეზიის მიერ 7 ივლისს ორგანიზებულ ოფიციალურ მიღებას, G7-ის სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები სერგეი ლავროვის გამო არ …

ნახვა »

BBC: იაპონიის ყოფილი პრემიერმინისტრი, რომელსაც დღეს ესროლეს, გარდაიცვალა

BBC იაპონურ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ქვეყნის ყოფილი პრემიერმინისტრი სინძო აბე, რომელსაც დღეს ესროლეს, გარდაიცვალა. სინძო აბეს თავს დღეს დაესხნენ. ქალაქ ნარაში ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს, უცნობმა კაცმა მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ ესროლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 41 წლის თავდამსხმელი პოლიციამ ადგილზე დააკავა. როგორც მედია წერს, მას ადგილიდან გაქცევა არ უცდია. …

ნახვა »

ვითარება ფრონტის ხაზზე – უკრაინის გენშტაბის ოპერატიული რეზიუმე

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აღკვეთეს თავდასხმა ხარკოვის ოლქის დემენტიევკას მიმართულებით, – გენერალური შტაბის ოპერატიული რეზიუმე. ხარკოვის მიმართულებით ოკუპანტები არტილერიით და ტანკებით ესროდნენ ხარკოვის, ნიკოლსკოეს, ლებიაჟიეს, უდის, დემენტიევკას, ვერხნი და სტარი სალტოვის, პეტროვკას, რუსული ტიშკის და ბაირაკის დასახლებებს. პეტროვკას მახლობლად საჰაერო თავდასხმა განხორციელდა. სლავიანსკის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბოგოროდიჩნის მიდამოში ზარალი მიაყენეს …

ნახვა »

დონეცკში, რუსეთის მიერ განხორციელებულ დაბომბვას 6 ადამიანი ემსხვერპლა

დონეცკის ოლქში, რუსეთის მიერ განხორციელებულ დაბომბვას, გასული დღის განმავლობაში, კიდევ 6 ადამიანი ემსხვერპლა, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელძღვანელი, პავლო კირილენკო იუწყება. “რუსეთი კლავს მშვიდობიან მოსახლეობას! 7 ივლისს რუსებმა დონეცკის ოლქში 6 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: კრამატორსკში, სლავიანსკში, ავდიივკაში, სევერსკში, პოკროვსკესა და ორლოვკაში. დაშავდა კიდევ 21 ადამიანი”,- …

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენი ფიქრები და ლოცვები შინძო აბეს ოჯახის გასამხნევებლად არის მიმართული, საქართველო იაპონიის გვერდით დგას

ჩვენი ფიქრები და ლოცვები შინძო აბეს ოჯახის გასამხნევებლად არის მიმართული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. მთავრობის მეთაური იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ შინძო აბე ე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველო იაპონიის გვერდით დგას. „ამომრჩევლებისადმი მიმართვის დროს შინძო აბეზე თავდასხმის ამბის გამო ძალიან დამწუხრებული ვარ. …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია