პოლიტიკა

მსოფლიო

ზელენსკი დემნა გვასალიას უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Balenciaga-ს კრეატიულ დირექტორს, დემნა გვასალიას უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. „Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი, დემნა გვასალია ჩვენი ფანდრაიზინგის პლატფორმის „United24“-ის ელჩი გახდა „უკრაინის აღდგენის“ მიმართულებით, რათა დროებით იძულებით გადაადგილებულ პირებს დაეხმაროს. Balenciaga-მ სპეციალური სვიტერი შექმნა პლატფორმის მხარდასაჭერად. ასეთი სვიტერების გაყიდვიდან მიღებული მოგების 100% გადაირიცხება „უკრაინის აღდგენის“ მიმართულებით. მადლობა უკრაინის მხარდაჭერისთვის!“ …

ნახვა »

რუსმა ოკუპანტებმა კროპივნიცკზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქ კროპივნიცკზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ და საჰაერო განგაშის მოქმედებამდე უსაფრთხო ადგილას გადავიდნენ. ასევე, მოსახლეობას მოუწოდებენ არ გაავრცელონ ფოტო/ვიდეო მასალა სოციალურ ქსელებში. ჯერჯერობით უცნობია დაიღუპა თუ არა ვინმე თავდასხმის დროს, ასევე არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ. რამდენიმე დღის წინ ოკუპანტებმა …

ნახვა »

ზელენსკი – უკრაინა ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტის გასაზრდელად ემზადება

უკრაინა ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტის გასაზრდელად ემზადება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. ზელენსკის თქმით, ქვეყანა ეტაპობრივად გახდება ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი „ვემზადებით ჩვენი ელექტროენერგიის ექსპორტის გასაზრდელად ევროკავშირის მომხმარებლებისთვის. მიუხედავად ასეთი ომისა, ჩვენ რეკორდულ ვადაში უზრუნველვყავით უკრაინის ენერგოქსელის ევროპის მთელ ენერგოსისტემასთან მიერთება. ჩვენი ექსპორტი შესაძლებლობას მოგვცემს, არამხოლოდ გვქონდეს სავალუტო შემოსავალი, არამედ დაეხმარება მათ, …

ნახვა »

დონეცკის ოლქში, ბახმუტთან ბრძოლაში უკრაინელი ჟურნალისტი ალექსანდრ სავოჩენკო დაიღუპა

დონეცკის ოლქში, ბახმუტთან ბრძოლაში უკრაინელი ჟურნალისტი ალექსანდრ სავოჩენკო დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრიანული მედია ავრცელებს. 36 წლის სავოჩენკო რუსეთის სრულმასშტაბური სამხედრო აგრესიის დაწყებიდან საბრძოლო მოქმედებებში მოხალისედ მონაწილეობდა. ომის დაწყებამდე ის კიევში ჯერ ტელეკომპანია STB-ზე მუშაობდა, შემდეგ კი საინფორმაცი სააგენტო „ფრანს პრესთან“ თანამშრომლობდა. მოგვიანებით, ალექსანდრ სავოჩენკო უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი იყო. ჟურნალისტი …

ნახვა »

რუსებმა ბახმუტში სასტუმრო დაბომბეს – არიან დაღუპულები

დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში რუსეთის ძალებმა სასტუმრო დაბომბეს. წინასწარი მონაცემებით, არიან დაღუპულები და დაშავებულები. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, პაველ კირილენკოზე და დონეცკის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. კირილენკოს განცხადებით, შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. საგანგებო სიტუაციების სამსახურის მონაცემებით, ბახმუტში მდებარე სასტუმროს ცეცხლი დაახლოებით დილის …

ნახვა »

რუსეთში ეკლესიას მეხი დაეცა და დაიწვა

რუსეთში, ბაშკირეთის რესპუბლიკაში ეკლესიას მეხი დაეცა და დაიწვა. ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა ტუიმაზის რაიონის სოფელ ვოზდვიჟენკაში მოხდა. სოფლის მცხოვრებლების თქმით, მეხი ეკლესიის გუმბათს დაეცა, რამაც ხანძარი გააჩინა. ხანძრის ქრობის პროცესში 25 მეხანძრე და 9 ერთეული ტექნიკა მონაწილეობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ნახვა »

ოკუპირებულ ხერსონში აფეთქებები მოხდა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, დროებით ოკუპირებულ ხერსონში აფეთქებების ხმა გაისმა. ამის შესახებ მედია ადგილობრივ ტელეგრამარხებზე დაყრდნობით იუწყება. ამავე ინფორმაციით, შესაძლოა, დანგრეული იყოს ანტონოვსკის ხიდი. როგორც უკრაინული მედია წერს, გავრცელებული ცნობებით, უკრაინულმა ძალებმა გაანადგურეს ანტონოვსკის ხიდი, რომლის მეშვეობითაც შეეძლოთ რუსებს უკუსვლა. ამასთან, უკრაინული გამოცემები აღნიშნავენ, რომ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.

ნახვა »

ბორის ჯონსონი შესაძლოა, ნატო-ს გენერალური მდივანი გახდეს

ბორის ჯონსონი შესაძლოა, ნატო-ს გენერალური მდივანი გახდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ტელეგრაფი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის მაღალჩინოსნებმა მხარი დაუჭირეს ბორის ჯონსონის კანდიდატურას ნატო-ს მომავალი გენერალური მდივნის პოსტზე. ჯონსონის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს თავდაცვის კომიტეტის წევრებმა, რიჩარდ დრაქსმა და მარკ ფრანსუამ, ასევე ბრიტანეთის „ბრექსიტის“ ყოფილმა მინისტრმა, დევიდ ჯონსმა. ნატო-ს გენერალური მდივნის …

ნახვა »

რეჯეფ თაიფ ერდოღანი 5 აგვისტოს სოჭში ვლადიმერ პუტინს შეხვდება

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 5 აგვისტოს ერთდღიანი ვიზიტით რუსეთში ჩავა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, თურქეთის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სოჭში შეხვდება. დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ნახვა »

ევროკავშირის წევრი ქვეყნები ზამთარში ბუნებრივი გაზის მოხმარების შემცირებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნები ზამთარში ბუნებრივი გაზის მოხმარების 15%-ით შემცირებაზე შეთანხმდნენ. ახალი რეგულაცია მიზნად ისახავს ყველა წევრი სახელმწიფოსთვის სავალდებულო გახადოს გაზის მოხმარების შემცირება. ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ გაზის მოთხოვნა გასული ხუთი წლის საშუალო მოხმარებასთან შედარებით 15%-ით შეამცირონ, 2022 წლის აგვისტოდან 2023 წლის მარტამდე. გერმანიის ეკონომიკის მინსიტრის მოადგილის, სვენ გიგოლდის თქმით, მიღებული …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია