პოლიტიკა

ოფიციალრი ამბები

ყოველდღიური ოფიციალური დადასტურებული ახალი ამბების დაიჯესტი

ირაკლი კობახიძე – როგორც პრეზიდენტ მაკრონთან, ისე რობერტა მეცოლასთან და სხვა ლიდერებთან, გვქონდა საუბარი იმ თემებზე, რაც შეეხება საქართველოს განვითარებას, ევროპულ პერსპექტივას და ჩვენს როლს რეგიონში

როგორც პრეზიდენტ მაკრონთან, ისე რობერტა მეცოლასთან და სხვა ლიდერებთან, გვქონდა საუბარი იმ თემებზე, რაც შეეხება საქართველოს განვითარებას, ევროპულ პერსპექტივას და ჩვენს როლს რეგიონში,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ალბანეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მან პოლიტიკურ ლიდერებს გაუზიარა გზავნილები საქართველოს ინტერესებთან დაკავშირებით. „გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის უშუალო საუბრები, …

ნახვა »

ლევან ხაბეიშვილი – ქართველს ინდოელი და პაკისტანელი ართმევს სამსახურს

“ქართველს ინდოელი და პაკისტანელი ართმევს სამსახურს” – წერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და ხაბეს პოდკასტიდან ამონარიდს აქვეყნებს.  “ძალიან პრობლემატური თემა გახდა ინდოელები. ჩვენი ხალხი ამ ქვეყნიდან გარბის სამუშაოდ, აქ ვიღაცა შემოდის, კიდევ უფრო გაჭირვებული… ჩვენი, ქართველი ახალგაზრდები დაგვეჩაგრნენ, რა. ისედაც რაღაც კურიერად დაიწყებდა მუშაობას, იქაც ვერ იწყებ მუშაობას, იმიტომ, …

ნახვა »

ირაკლი კობახიძის ღია წერილი დონალდ ტრამპსა და ჯეი დი ვენსს

პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართავს. როგორც კობახიძე აღნიშნავს, რამდენიმე კვირის წინ მან მიმართა აშშ-ს წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. „რამდენიმე კვირის წინ, მოგმართეთ წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით. აღნიშნულ წერილს წინ უსწრებდა ჩემი …

ნახვა »

ირაკლი კობახიძე – 26 მაისი წარიმართება ისე, როგორც უნდა წარიმართოს – ფეხი არ დაუცდეთ, ეს არის ძალიან მკაფიო გაფრთხილება, როგორც სალომე ზურაბიშვილის, ისე სხვა „ნაციონალების“ მიმართ

სალომე ზურაბიშვილი ჩაიბარებს აღლუმს ალბათ ალეკო ელისაშვილისგან, ეს იქნება ერთადერთი, რაც მან შეიძლება ჩაიბაროს, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ „26 მაისს ჩაიბარებენ“. კობახიძე სალომე ზურაბიშვილს და ოპოზიციას აფრთხილებს, რომ „ფეხი არ დაუცდეთ“. „26 მაისი წარიმართება ისე, როგორც უნდა წარიმართოს, ჩვენ გვაქვს სათანადო …

ნახვა »

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი წერეთელმა თანამდებობა დატოვა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი წერეთელმა თანამდებობა დატოვა. დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, წერეთელი თანამდებობიდან პირადი განცხადებით წავიდა. მან განცხადება გასულ კვირას დაწერა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობას მოადგილე – ლევან კუპატაშვილი ასრულებს.

ნახვა »

დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს რომში შეხვდნენ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, რომში პაპ ფრანცისკესდაკრძალვამდე, ხანმოკლე შეხვედრა გამართეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის პრესსპიკერზე, სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს. ორივე ლიდერი იტალიის დედაქალაქში რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზე დასასწრებად ჩავიდა.  

ნახვა »

პარლამენტის ახალი რეგლამენტით რამდენიმე საპარლამენტო ინსტრუმენტი გაუქმდება

პარლამენტის ახალი რეგლამენტის ამოქმედების შედეგად, რამდენიმე საპარლამენტო ინსტრუმენტი გაუქმდება. უქმდება „მინისტრის საათი“, რა ფორმატშიც მთავრობის წევრები წელიწადში ერთხელ პარლამენტის წინაშე გაწეული მუშაობის ანგარიშით გამოდიოდნენ და დეპუტატების შეკითხვებს პასუხობენ. საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, პრაქტიკამ აჩვენა, რომ „მინისტრის საათი“ საპარლამენტო კონტროლის არაეფექტიანი მექანიზმი იყო. მათივე განმარტებით, „მინისტრის საათის“ სანაცვლოდ, ახალი რეგლამენტით ინტერპელაციების გამართვის …

ნახვა »

გაერთიანებული სამეფოს მთავრობა საქნციებს უწესებს კიდევ ოთხ ქართველ ოფიციალურ პირს

გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში ოთხი პირი დაასანქცირა, – ამის შესახებ ინფორმაცია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ვებგვერდზე წერია. მათი განმარტებით, სანქციების ეს პაკეტი მიმართულია საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე, 2020 წლის ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეგულაციის თანახმად. სანქციები დაუწესდათ გენერალურ პროკურორს …

ნახვა »

ომბუდსმენი – დაუშვებელია საჯარო სამსახურში დასაქმებულთა გათავისუფლება მათ მიერ ღიად გამოხატული სამოქალაქო პოზიციისა თუ მოსაზრებების გამო

სახალხო დამცველის განცხადებით, დაუშვებელია საჯარო სამსახურში დასაქმებულთა გათავისუფლება მათ მიერ ღიად გამოხატული სამოქალაქო პოზიციისა თუ მოსაზრებების გამო. როგორც ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გათავისუფლებულების ნაწილი უფლების დასაცავად სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს, ხოლო ნაწილმა სახალხო დამცველის აპარატს მიმართა. სახალხო დამცველის განმარტებით, მოცემული ეტაპისთვის აპარატი შეისწავლის შრომით ურთიერთობაში სავარაუდო დისკრიმინაციის 8 საქმეს, რომელიც …

ნახვა »

ევროკავშირის საბჭომ ქართველ დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა

ევროკავშირის საბჭომ ქართველ დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. გადაწყვეტილება ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს გააფორმეს. შეზღუდვა შეეხება ოფიციალურ პირებს, რომლებიც სარგებლობენ დიპლომატიური პასპორტებით, მათ შორის — აღმასრულებელი და მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებს, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს. ოფიციალური განცხადების მიხედვით, ქართველი დიპლომატები და ოფიციალური პირები ვეღარ ისარგებლებენ განაცხადის …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია