პოლიტიკა

პოლიტიკა

საქართველოსა და მსოფლიოს ღოველდღიური პოლიტიკური სიახლეები

პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი მესამე მოსმენით 84 ხმით მიიღო

პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი მესამე მოსმენით 84 ხმით მიიღო. წინააღმდეგ ხმა 30 დეპუტატმა მისცა. ამით კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის პროცესი დასრულდა. პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” პროექტის ავტორი და ინიციატორია ფრაქცია “ქართული ოცნება”. კანონპროექტი “გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით”, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული …

ნახვა »

ჯიმ რიში – ეს არის სახეში სილის გაწნა ქართველების 80%-ისთვის, ვისაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს

ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ რუსული კანონის მიღებით საქართველოს მთავრობამ სილაა გააწნა ქართველების 80%-ს, ვისაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება სურს. „დღეს, კანონის მიღებით, რომელიც დიდ ზიანს აყენებს სამოქალაქო საზოგადოებას, საქართველოს მთავრობამ ნათლად აჩვენა, რომ არ არის დაინტერესებული ევროპული მომავალით. ეს არის სახეში სილის გაწნა ქართველების …

ნახვა »

ირაკლი კობახიძე – ბიძინა ივანიშვილის მიმართ იყო თხოვნა, შეხვედროდა ჯეიმს ო’ბრაიენს, რაზეც ივანიშვილმა უარით უპასუხა, მისი პოზიციაა, რომ შანტაჟის ქვეშ შეხვედრას ვერ გამართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიენის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ იყო თხოვნა შეხვედრასთან დაკავშირებით, რაზეც ივანიშვილმა უარით უპასუხა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, გასული თვეების განმავლობაშიც იყო შემთხვევები, როდესაც სხვა უცხოელ დიპლომატებს და პოლიტიკოსებსაც უათხრა უარი ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრასთან დაკავშირებით. …

ნახვა »

ევროპარლამენტის 31 დეპუტატი ჯოზეფ ბორელს lსაქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისა და ევროკავშირის დაფინანსების გადახედვისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტის 31 დეპუტატი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს წერილით მიმართავს და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისა და ევროკავშირის დაფინანსების გადახედვისკენ მოუწოდებს. შესაბამის წერილს დეპუტატი პეტრას აუსტრევიჩუსი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მიმდინარე არადემოკრატიულმა ქმედებებმა, კერძოდ, მათმა აგრესიულობამ უცხოური აგენტების შესახებ „რუსული სტილის“ კანონის გატანის, მშვიდობიანი დემონსტრანტების გაჩუმებისა და მათ წინააღმდეგ …

ნახვა »

პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. პლენარულ სხდომაზე გამართულ კენჭისყრაზე პროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, მხოლოდ 23 იყო წინააღმდეგი. კანონპროექტს საკანონმდებლო ორგანო მეორე მოსმენით 2 დღის განმავლობაში, მუხლობრივად განიხილავდა. პროცესი როგორც გუშინ, ისე დღეს, უმრავლესობისა და ოპოზიციის დეპუტატებს შორის ცხადე კამათის ფონზე მიმდინარეობდა. ცნობისთვის, ფრაქცია “ქართული ოცნების” …

ნახვა »

გიორგი გახარია – ივანიშვილმა მშვიდობიან მომიტინგეებს არალეგიტიმური ძალა დაუპირისპირა

გიორგი გახარია გუშინდელი მშვიდობიანი აქციის დარბევას ეხმაურება. „გუშინ ვნახეთ არაპროვოცირებული ძალადობა მშვიდობიან მოქალაქეებზე, სტუდენტებზე, ახალგაზრდებზე, ქალებსა და სკოლის მოსწავლეებზე. სამაგალითო სადამსჯელო ძალადობა, რომლის კვალი, ამჯერად ღიად მიდის ივანიშვილამდე და რომლის მიზანია, მოქალაქეების დაშინება. ივანიშვილმა მშვიდობიან მომიტინგეებს არალეგიტიმური ძალა დაუპირისპირა. ზოგიერთები გამახსენებთ 20 ივნისს. არ მჭირდება გახსენება. არც 20 ივნისს დავმალულვარ …

ნახვა »

სალომე ზურაბიშვილი – მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ დაუყონებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა

საქართველოს პრეზიდენტი მიმატმრთავს შინაგან საქმეთა მინისტრს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა. ”მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ დაუყონებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა, არაპროპორციული ძალის გამოყენება, შიშველ ხელებით მოსულ ახალგაზრდების წინააღმდეგ ძალადობა. მივმართავ სახალხო დამცველს, მყისიერად მოახდინოს რეაგირება, რათა შეწყდეს ყოველგვარი უსაფუძლო და უადგილო სპეცდანიშნულების ხალების ქმედებები. ნათლად ჩანს, რომ აქცია მშვიდობიანად …

ნახვა »

ანრი ოხანაშვილი – მიხეილ სააკაშვილი უნდა დაუბრუნდეს დისლოკაციის ადგილს, სასჯელაღსრულების დაწესებულებას, სადაც არის მისი ადგილი

მიხეილ სააკაშვილი უნდა დაუბრუნდეს დისლოკაციის ადგილს, სასჯელაღსრულების დაწესებულებას, სადაც არის მისი ადგილი, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში ყოფნის საჭიროება არ არსებობს. „ჩვენ განცხადებებს ვისმენდით, როდესაც გაერთიანებული ოპოზიციონერი ლიდერი არის კრიმინალი მელიაო, მართალია, სახელმწიფო ინსტიტუტის წინააღმდეგ შტურმს, პარლამენტის შენობაში …

ნახვა »

კახა კალაძე – გასულმა რამდენიმე კვირამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ენჯეოებისთვის“ გამოყოფილი თანხების 90 პროცენტზე მეტი საქართველოში აგენტურის გაძლიერებას ემსახურება

თბილისის მერის, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, დღეს არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტისა და ეროვნული იდენტობის დასაცავად. ქვეყანაში ადგილი აქვს „ფსევდოლიბერალურ პროპაგანდას“, ხდება „შეტევა მართლმადიდებელ ეკლესიაზე“ და არის არეულობის დათესვის მცდელობა. „გვიმტკიცებენ, რომ თეთრი შავია. გვიმტკიცებენ, რომ გამჭვირვალობა ცუდია და ლგბტ-პროპაგანდა კარგია. გვიმტკიცებენ, რომ „ენჯეოებს“ უფლება აქვთ …

ნახვა »

ბიძინა ივანიშვილი – ამ პროცესებით ქვეყანას და ხელისუფლებას არაფერი დაგვაკლდება, გარდა იმისა, რომ გლობალურ ომის პარტიას კიდევ ერთხელ გავანაწყენებთ, რომელსაც მეორე ფრონტის არ აგახსნის გამო ჩვენს მიმართ წყენა ისედაც არ აკლია

ლგბტ-პროპაგანდისა და „ენჯეოების“ შესახებ კანონების ინიცირებას ორმაგი სარგებელი ჰქონდა: ერთი მხრივ, ამ ორი საკითხის საკანონმდებლო მოწესრიგებას ალტერნატივა არა აქვს და მეორე მხრივ, დასაგროვებელი ენერგიის ნაადრევი ხარჯვა ისედაც დასუსტებულ აგენტურას ძალას ბოლომდე გამოაცლის, შესაბამისად, კანონპროექტების ინიცირებისთვის დროც იდეალურად არის შერჩეული, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე სიტყვით …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია