არ არსებობს უფრო მაღალი დონის ვიზიტი, ვიდრე მიუნხენის კონფერენციაა – რა ბრიუსელი ამ დროს? აი, იქ არის ბრიუსელი – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, „გამარჯვების პლატფორმის“ საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. „მიუნხენის კონფერენცია არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფორუმი, სადაც მთელი ევროპელი და დასავლელი ლიდერები იკრიბებიან, ოღონდ არა მხოლოდ პოლიტიკური წრეები, …
ნახვა »ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირსა და ნატო-ში. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაში, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელისა და ევროპული სამეზობლო …
ნახვა »სალომე ზურაბიშვილი – გაფართოება ევროკავშირისთვისაც ეგზისტენციალური საკითხია
გაფართოება ევროკავშირისთვისაც ეგზისტენციალური საკითხია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელზე: „უფრო ღრმა, ფართო და უნარიანი ევროკავშირი“ განაცხადა. „თუ შევხედავთ გლობალურ სურათს, ჩვენ დავინახავთ, რომ რუსეთი არამხოლოდ შეიჭრა უკრაინაში, ემუქრება ჩვენს ქვეყნებს კიბერთავდასხმით, ჰიბრიდული ომით, არამედ თანამგზავრულ ომში სურს შესვლა, რომელიც ჩვენი ქვეყნების კომუნიკაციას …
ნახვა »იაგო ხვიჩია – ჩემი აზრით, სალომე ზურაბიშვილი არსად დადის ბატონ ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე
„გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტის დაგეგმილი ვიზიტი შეაფასა, რომელიც მთავრობისგან ნებართვის აღების გარეშე აპირებს მონაწილეობას. „ჩემი აზრით, სალომე ზურაბიშვილი არსად დადის ბატონ ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე. დანარჩენი სპექტაკლი, რასაც ვხედავთ, თითქოს, გამიშვი-გამაკავე მიდის, რომ პრეზიდენტი ონავრობს და სადღაც გარბის, მე ეს ყველაფერი შეთანხმებული თამაშის ნაწილი მგონია. …
ნახვა »შალვა პაპუაშვილი – ერთადერთი, ვისგანაც დასაცავია ქართველი ამომრჩევლის ხმები, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი „ენჯეოები“
არ დავუშვებთ, 2020 წელი გაიმეორონ „ენჯეოებმა“ და ყალბი დასკვნებით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ერთადერთი, ვისგანაც დასაცავია ქართველი ამომრჩევლის ხმები, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი „ენჯეოები“. „რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ხმების დაცვას და ა.შ. 2020 წელს ჩვენ რაც ვნახეთ, …
ნახვა »დავით კირკიტაძე – ქართულ ოცნებას მოუწევს ოპოზიციაში გადასვლა
ივანიშვილის პარტიას მიაჩნია, რომ “საარჩევნო კოდექსში” ჩარევით გარკვეულ წარმატებას მიაღწევს, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, ვერც ერთი მსგავსი ჩარევა ვერ მოუტანს მას წარმატებას, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა. მისივე თქმით, “საარჩევნო კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებები უკან გადადგმული ნაბიჯია. “ეს ზღუდავს ოპოზიციის ჩართულობას პროცესებში. ივანიშვილი პარტიას მიაჩნია, რომ ამით …
ნახვა »ირაკლი კობახიძემ პირველ ვიცე-პრემიერად ლევან დავითაშვილი, ხოლო ვიცე-პრემიერებად თეა წულუკიანი და ირაკლი ჩიქოვანი დაასახელა
პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის პირველ სხდომაზე ახალი ვიცეპრემიერები დაასახელა. პირველი ვიცეპრემიერი ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი იქნება, ვიცეპრემიერები კი კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი. შეგახსენებთ, რომ დავითაშვილი და წულუკიანი ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობაშიც ვიცეპრემიერები იყვნენ. ირაკლი კობახიძემ მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების უფროსად იმედის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, მიხეილ ფეიქრიშვილი დაასახელა. …
ნახვა »ლევან ხაბეიშვილი – ნაციონალური მოძრაობა-გამარჯვების კოალიცია“ მზად არის, კოალიციის მთავარი ლიდერი იყოს პრეზიდენტი სააკაშვილი
ნაციონალური მოძრაობა-გამარჯვების კოალიცია“ მზად არის, კოალიციის მთავარი ლიდერი იყოს პრეზიდენტი სააკაშვილი და უშუალოდ იყოს ჩართული ყოველდღიურ საქმიანობაში, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა. ხაბეიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილს შეუძლია საზოგადოების გაერთინება, რაც უკვე გაუკეთებია, მას შეუძლია, ქართველ ხალხს დაეხმაროს ევროკავშირისკენ სწრაფად გაწევრიანებაში. „მინდა, გამოვეხმაურო მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას „ნაციონალური მოძრაობის“ ბორდის …
ნახვა »ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრება
ირაკლი კობახიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში პირველ ვიზიტს ბრიუსელში გამართავს. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტში გამართული კენჭისყრის შემდეგ განუცხადა, სადაც საქართველოს მთავრობას ირაკლი კობახიძის მეთაურობით ნდობა გამოუცხადეს. ახალი პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტი 20-21 თებერვალს შედგება. „პრინციპში, უკვე დაგეგმილია, 20-21 თებერვალს არის დაგეგმილი ვიზიტი ბრიუსელში. ეს ეხება როგორც ევროკავშირს, ასევე ნატო-ს. უკვე არის …
ნახვა »სალომე ზურაბიშვილი – მადლობა ქართველ ხალხს, რადგან ქართველი ხალხის გარეშე არ იქნებოდა ეს დიდი მიღწევა, ეს არის ყველას, ჩვენი ერთიანი მიღწევა
მინდა, მივულოცო სრულიად საქართველოს, რადგან ვიცი, რომ დღეს ყველას უხარია, ვისაც სჯეროდა, ვისაც არ სჯეროდა, ნაკლებად სჯეროდა, დღეს ყველა არის გახარებული, რადგან ყველამ იცის, რომ ეს არის ჩვენი მომავალი და ამ მომავლისკენ ჩვენ გადავდგით ძალიან დიდი, სერიოზული ნაბიჯი, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქართველი ხალხის მონდომების …
ნახვა »