საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, მაშინდელმა საქართველოს ხელისუფლებამ ვერ მოახერხა მიეღო ისეთივე მხარდაჭერა, რომელსაც დღეს უკრაინა იღებს. მათ 2008 წლის ომი წააგეს არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით, არამედ, საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზრისით. „სამწუხაროდ, 2008 წელს ბევრმა ამჯობინა თვალის დახუჭვა, ნაცვლად იმისა, რომ სანქციები დაეწესებინათ რუსეთისთვის, ემბარგო დაუწესეს საქართველოს იარაღის შესყიდვაზე, ნაცვლად …
ნახვა »უკრაინის საგარეო უწყება – უკრაინა დგას ქართველი ხალხის გვერდით და ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში
15 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში. საქართველოს რეგიონები, აფხაზეთი და ცხინვალი/სამხრეთ ოსეთი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ჯარების მიერ, – წერია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში. “უკრაინა დგას ქართველი ხალხის გვერდით და ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – აღნიშნულია განცხადებაში. დღეს აგვისტოს ომიდან 15 წელი …
ნახვა »კახა კალაძე – რეგვენი ყველგან არის, მათ შორის შეიძლება რუსებშიც, შეიძლება ქართველებში, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანში
ერთი რამ ცხადია, ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებული რამდენიმეკაციანი აქცია – რეგვენი ყველგან არის, მათ შორის შეიძლება რუსებშიც,ქართველებში, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებში,- განცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ. ასე შეაფასა ბათუმში რუსი ტურისტებით საკრუიზო გემის ჩასვლა და იქ განვითარებული მოვლენები შეაფასა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ის რაც ბათუმში მოხდა ფარისევლობა იყო. …
ნახვა »მიხეილ დაუშვილი – “ქართული ოცნების” და რუსეთის ოფიციალური პირების თუ სამთავრობო პროპაგანდისტების საუბრები და მესიჯები ერთმანეთს ერთი-ერთში ემთხვევა
“ქართული ოცნების” და რუსეთის ოფიციალური პირების თუ სამთავრობო პროპაგანდისტების საუბრები და მესიჯები ერთმანეთს ერთი-ერთში ემთხვევა, – განაცხადა პარტია “საქართველოსთვის” წევრმა მიხეილ დაუშვილმა მარია ზახაროვას განცხადების შეფასებისას. მისი თქმით, “ქართული ოცნების” რიტორიკის შედეგად ქვეყანა დასავლეთს შორდება და მარტო რჩება რუსეთთან,”ქართული ოცნებისა” და რუსეთის ხელისუფლების ინტერესებიც თანხვედრაშია. “ქართული ოცნება” დაკავებულია ჩვენი მეგობრების …
ნახვა »ბექა ლილუაშვილი – ჩინეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი არ არის, ვერ არის, ეს არ არის ალტერნატივა, რომელიც უნდა განიხილებოდეს ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის
“საქართველოსთვის” წევრი ბექა ლილუაშვილი გამოეხმაურა მმართველი პარტიის წევრების განცხადებებს იმის თაობაზე,რომ ანაკლიის პორტის პროექტში ჩინურ ინვესტიციების ჩადებაში პრობლემას ვერ ხედავენ. მისი თქმით, ანაკლიის პორტი არის სტრატეგიული პროექტი და მნიშვნელოვანია, ის ქმნიდეს დამატებით გარანტიებს ამ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ლილუაშვილი ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს მიესალმება, თუმცა სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით ბევრი კითხვაა. ის ხაზგასმით აღნიშნავს, …
ნახვა »მაშინ, როცა ყველა ცდილობს, რომ ჩინეთისგან ეკონომიკურად უფრო დამოუკიდებელი გახდეს, საქართველო კვლავ სხვა მიმართულებით მიდის -ვიოლა ფონ კრამონი
რუსეთისთვის სანქციებისგან გვერდის ავლაში დახმარების აღმოჩენა, ეკონომიკური კავშირების გამყარება ჩინეთთან – ეს ყველაფერი ევროპისკენ/ევროკავშირისკენ სწორ სვლას ჰგავს, – ასე ირონიული ნათქვამით გამოეხმაურა ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს ჩინეთში და ამ ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს. „მაშინ, როცა ყველა ცდილობს, რომ ჩინეთისგან ეკონომიკურად უფრო დამოუკიდებელი …
ნახვა »კელი დეგნანს რობინ დანიგანი ჩაანაცვლებს
აშშ-ის სენატმა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგანის დანიშვნას ზეპირი კენჭისყრით მხარი დაუჭირა. დანიგანი კელი დეგნანს ჩაანაცვლებს. დანიგანს მანამდე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობა ეკავა. იგი ასევე მუშაობდა ვენაში, ავსტრიაში, აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, დროებითი და მისიის უფროსის …
ნახვა »სი ძინპინი – საქართველო ჩინეთის მეგობარი და კარგი პარტნიორია
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი, სი ძინპინი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ერთმანეთს შეხვდნენ. სი ძინპინის თქმით, საქართველო ჩინეთის მეგობარი და კარგი პარტნიორია. მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, საერთაშორისო ასპარეზზე როგორ განვითარდება მოვლენები, ჩინეთის დამოკიდებულება საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებისადმი არ შეიცვლება. „მოხარული ვარ თქვენი გაცნობით, ბატონო პრემიერო. კეთილი იყოს თქვენი ჩენგდუს რიგით …
ნახვა »ხათუნა სამნიძე – დარწმუნებული ვარ, წინასაარჩევნოდ რამდენიმე ოპოზიციურ პოლიტიკურ ცენტრს ვიხილავთ
ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე „გამარჯვების პლატფორმის“ ნაწილად ყოფნას არ აპირებს, თუმცა თანამშრომლობას არ გამორიცხავს. მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ დარწმუნებულია წინასაარჩევნოდ ოპოზიციურ რამდენიმე პოლიტიკურ ცენტრს ვიხილავთ. „როგორც არაერთხელ ვთქვი, გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილება, რომ გახდეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ნაწილი, ლოგიკურ გაგრძელებას ითხოვს, რაც ნიშნავს რეფორმების პოლიტიკური ჯგუფის დატოვებას. რადგან ჯგუფში უმრავლესობას …
ნახვა »ანა ნაცვლიშვილი – ხელისუფლება ერთს ამბობს, მეორეს აკეთებს და მესამეს ფიქრობს
„საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ კონფერენციის დაწყებამდე პარტია “ლელოს” წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა – ხელისუფლება ერთს ამბობს, მეორეს აკეთებს და მესამეს ფიქრობს. თუ დასავლეთი გარყვნილია და საქართველოს სადღაც გარყვნილებისკენ ან ომისკენ მიაქანებს, მაშინ ასეთი სერიოზული სახით 12 რეკომენდაციის განხილვა ამ კონფერენციაზე რაში ჯდება? ნაცვლიშვილი ამბობს, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს თუ არა, …
ნახვა »