პოლიტიკა

პოლიტიკა

საქართველოსა და მსოფლიოს ღოველდღიური პოლიტიკური სიახლეები

პარლამენტმა კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მეორე მოსმენით ჩააგდო

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ოფიციალურად გაწვეულია. კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში მეორე მოსმენაზე ჩავარდა. რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 112-მა წევრმა. კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი არ დაუჭირა 35-მა დეპუტატმა, მომხრე იყო ერთი დეპუტატი. როგორც ცნობილია, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინ მიიღო. საქართველოს რეგლამენტის თანახმად, კანონპროექტის ოფიციალური გაწვევისთვის საჭირო იყო, პირველი …

ნახვა »

პრეზიდენტი: მივესალმები ხელისუფლების მიერ მიღებულ სწორ გადაწყვეტილებას, რომ გამოეწვია ეს კანონი

მივესალმები ხელისუფლების მიერ მიღებულ სწორ გადაწყვეტილებას, რომ გამოეწვია ეს კანონი – ეს მისგან არის გადაწყვეტილება, რომ გაითვალისწინოს ხალხის რეალური ძალა, – ამის შესახებ პრეზიდენტმა თავის მიმართვაში განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, თუ ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა, დემოკრატიულ ქვეყანაში არ შეიძლება რომ მთავრობამ და პარლამენტმა არ გაითვალისწინოს ხალხის ხმა, ხალხის ნება. „ეს …

ნახვა »

ზურაბ ჯაფარიძის და ნიკა მოსიაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

ზურაბ ჯაფარიძის და ნიკა მოსიაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. ორივე მათგანი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს. ჯაფარიძის თქმით, ნიკა მოსიაშვილი პროცესზე შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარება დასჭირდა. მისი ცნობით, მოსიაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. პარტია გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი აცხადებს, რომ მოსამართლემ პროცესის გადადების გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაადასტურა, რომ მას …

ნახვა »

ლევან ბეჟაშვილის თქმით, დეპოლარიზაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღწევა, თუ საპატიმროს სააკაშვილი და გვარამია დატოვებენ

ლევან ბეჟაშვილის თქმით, დეპოლარიზაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღწევა, თუ საპატიმროს მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია დატოვებს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა „ქრონიკასთან“ აღნიშნა, დღევანდელი ევროკავშირის საელჩოდან რჩევა არ უნდა მივიღოთ მხოლოდ ერთი, ცალკე გაკეთებული მოწოდება, არამედ წინა განცხადებებიც უნდა გავითვალისწინოთ. „ევროკავშირის საელჩოს განცხადება უნდა განვიხილოთ იმ კონტექსტში, რომელიც წინარე განცხადებებშიც აღნიშნულია და ჩვენი …

ნახვა »

შალვა პაპუაშვილმა ვენეციის კომისიის პრეზიდენტს მიმართა, აღარ განიხილონ თხოვნა კანონპროექტებზე სამართლებრივი მოსაზრების მომზადების თაობაზე

შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორის მიმართა, აღარ განიხილონ თხოვნა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონპროექტებზე სამართლებრივი მოსაზრების მომზადების თაობაზე. „თქვენო აღმატებულებავ, რამდენიმე დღის წინ გადმოგეცით წერილი, სადაც გთხოვდით ვენეციის კომისიის სამართლებრივ მოსაზრებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, შემოთავაზებულმა რეგულაციებმა საქართველოს …

ნახვა »

მამუკა მდინარაძე – პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი, რეგლამენტის თანახმად, მეორე მოსმენაზე ჩავარდება, გიდასტურებთ, ჩავარდნა ამ საკითხს პროცედურულად გადაწყვეტს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გააგზავნა ვენეციის კომისიაში წერილი კანონპროექტების გამოხმობის შესახებ, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, კანონპროექტი, რომელიც პირველი მოსმენით უკვე მიღებულია, პროცედურის მიხედვით, ის პარლამენტის სხდომაზე მეორე მოსმენით გავა და ჩავარდება. „რაც შეეხება პროცედურულ ნაწილს, რომელზეც უკვე …

ნახვა »

ხათუნა სამნიძე მიიჩნევს, რომ საპროტესტო აქციები აღარ უნდა გაგრძელდეს და პარლამენტში ოპოზიციამ უნდა გააგრძელოს საქმიანობა 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით

ოპოზიციონერი დეპუტატის ხათუნა სამნიძის განცხადებით, ქართველი ხალხის ბრძოლამ შედეგი გამოიღო და გამარჯვება მიღწეულია. როგორც სამნიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, პროცესი ბოლომდე უნდა იყოს მიყვანილი და „ქართულმა ოცნებამ“ „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტიდან ოფიციალურად უნდა გაიწვიოს. სამნიძის აზრით, საპროტესტო აქციები აღარ უნდა გაგრძელდეს და პარლამენტში ოპოზიციამ უნდა გააგრძელოს საქმიანობა 12 …

ნახვა »

საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო

საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. „საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ გაიმართა კონსულტაციები „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გარშემო მიმდინარე პოლიტიკურ …

ნახვა »

მამუკა ხაზარაძე – მოვითხოვ, მთელი პასუხისმგებლობა დაეკისროს ხელისუფლებას, ამის განმუხტვა არის შესაძლებელი მხოლოდ და მხოლოდ თქვენ მიერ ამ კანონის გამოტანით

მოვითხოვ, მთელი პასუხისმგებლობა დაეკისროს ხელისუფლებას, ამის განმუხტვა არის შესაძლებელი მხოლოდ და მხოლოდ თქვენ მიერ ამ კანონის გამოტანით, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. „67 წლის წინ, 9 მარტს საბჭოთა არმიამ დაარბია ჩვენი თავისუფლების მოყვარული ხალხი, რომელიც გამოვიდა რუსთაველზე და ითხოვდა თავისუფლებას, რომ დაეხსნა თავი იმპერიისგან. 67 წლის წინ, 9 …

ნახვა »

სალომე ზურაბიშვილი – ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, რომ მათ აქვთ ბოლო შანსი, შეამცირონ საზოგადოებასთან არსებული უფსკრული, მათ აქვთ უკანასკნელი შანსი აჩვენონ, რომ ისინი არ არიან პრორუსული ძალა

ჩვენ გვყავს უფრო მეტად დემოკრატიული საზოგადოება, ვიდრე, სამწუხაროდ, ხელისუფლებები გვყოლია. ამ საზოგადოებას აქვს უფლება, გამოხატოს თავისი ნება, აქვს უფლება თქვას, რომ მას სურს ევროპა და ვაპირებ ამას მხარი დავუჭირო, ჩემი მაქსიმალური შესაძლებლობით და ერთ-ერთი ასეთი არის უცხოელ ლიდერებთან საუბარი, უცხოურ მედიასთან საუბარი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია