პოლიტიკა

პოლიტიკა

საქართველოსა და მსოფლიოს ღოველდღიური პოლიტიკური სიახლეები

შარლ მიშელი – ძლიერ შეშფოთებული ვარ საქართველოში პროცესების განვითარებით – „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონის მიღება არ შეესაბამება ევროკავშირის გზას

ძლიერ შეშფოთებული ვარ საქართველოში პროცესების განვითარებით. მშვიდობიანი პროტესტის უფლება ნებისმიერი დემოკრატიის ბირთვია,- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა „ტვიტერის“ გვერდზე განაცხადა. მისივე თქმით, „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონის მიღება ევროკვშირის გზასთან შესაბამისობაში არ მოდის. „ამ „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონის მიღება არ შეესაბამება ევროკავშირის გზას, რაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლეობას სურს. კანონის უზენაესობისა …

ნახვა »

ლევან ხაბეიშვილმა კანონპროექტს ცეცხლი წაუკიდა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ცეცხლი წაუკიდა. ლევან ხაბეიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეს არის რუსული კანონი და უნდა დაიწვას. „ეს რუსული კანონი ისევე უნდა იყოს დამწვარი, როგორც ახლა, პირდაპირ ეთერში ვწვავთ“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა. „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა გუშინ პირველი …

ნახვა »

კახა ოქრიაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა უფლება, მართოს ქვეყანა

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს: „აგენტების“ რუსული კანონი ზღუდავს კონკურენციას პოლიტიკურ ველზე, ზღუდავს დემოკრატიის განვითარების პროცესს, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას – ე.ი. არის უკანონო. „ქართული ოცნება“ რუსეთიდან მართული მოღალატეობრივი პოლიტიკური ორგანიზმია და აქედან გამომდინარე, არის არალეგიტიმური! ამ კანონის გამოტანით, „ოცნებამ“ გაიარა საბოლოო ლუსტრაცია, გააფორმა კონსტიტუციის დარღვევა და გახდა კანონგარეშე …

ნახვა »

ირაკლი კობახიძე: ჩვენ სიმართლეს გავიტანთ და ამას გავიტანთ საზოგადოების ინტერესებისათვის

დამიჯერეთ, ჩვენ სიმართლეს გავიტანთ და ამას გავიტანთ საზოგადოების ინტერესებისათვის, ამას აქვს თავისი მიზეზი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი კობახიძემ ამერიკულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა, ამ კანონპროექტის მიღების შედეგი იქნება ის, რომ ეს ყველაფერი გახდება გამჭვირვალე და საბოლოო ჯამში ის ძალები, …

ნახვა »

ხატია დეკანოიძის განცხადებით, ხელისუფლებამ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვის დღეს ჩანიშვნით „ძალიან მარტივი და ეშმაკური ხრიკი მოიგონა“

“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ხელისუფლებამ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვის დღეს ჩანიშვნით “ძალიან მარტივი და ეშმაკური ხრიკი მოიგონა”. მან საზოგადოებას ერთიანობისა და კანონპროექტის გაპროტესტებისკენ მოუწოდა. „ძალიან მარტივი და ეშმაკური ხრიკი მოიგონეს. შესვენებაც არ გამოაცხადეს იმისთვის, რომ ჩვენ გვქონოდა საშუალება, ყველა დეპუტატი, ვინც გასული იყო შენობიდან, უკან მობრუნებულიყო. ამიტომ, …

ნახვა »

პარლამენტმა სახალხო დამცველად ლევან იოსელიანი აირჩია

პარლამენტმა სახალხო დამცველად ლევან იოსელიანი აირჩია. საკანონმდებლო ორგანომ სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილ ლევან იოსელიანის კანდიდატურას დღევანდელ სხდომაზე უყარა კენჭი. კენჭისყრის შედეგად, ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 96-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ არც ერთი წავიდა. ლევან იოსელიანი სახალხო დამცველობის კანდიდატად პარტია „მოქალაქეებმა“ წარადგინა. თავდაპირველად სახალხო დამცველის თანამდებობაზე 19 კანდიდატი შეირჩა, თუმცა მხარეებმა საერთო …

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილი – ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ვიცით, რომელიც პირდაპირ ებრძვის სახელმწიფოებრიობას, სახელმწიფოს ინტერესებს

ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ვიცით, რომელიც პირდაპირ ებრძვის სახელმწიფოებრიობას, სახელმწიფოს ინტერესებს. ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი ორგანიზაცია, რომლებიც უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებით ატარებდნენ ანტისამთავრობო მიტინგებს, ძალიან ბევრ პროვოკაციულ ღონისძიებას, რომელიც არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბერლინში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, წლების განმავლობაში ისინი …

ნახვა »

ბექა დავითულიანი – ევროკავშირი არის ჩვენი იდენტობის გადარჩენის და ამ ქვეყნის განვითარების უალტერნატივო გზა, სხვა გზა ამ ქვეყანას არ გააჩნია

ევროკავშირი არის ჩვენი იდენტობის გადარჩენის და ამ ქვეყნის განვითარების უალტერნატივო გზა, სხვა გზა უბრალოდ ამ ქვეყანას არ გააჩნია, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირთან ურთიერთობებში ძალიან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული საქართველოსგანაც, როდესაც არასაკმარისი დემოკრატია გვქონდა იმისთვის, რომ ევროპაში ინტეგრაცია დაგვემსახურებინა თუმცა, მისივე …

ნახვა »

რაქვიაშვილი – პარლამენტი ყაზარმულ მდგომარეობაზეა გადასული, პარლამენტარებისთვის კორიდორებში გადაადგილებაც შეზღუდულია, ეს არის უმსგავსობა, კანონის დარღვევა

პარლამენტი ყაზარმულ მდგომარეობაზეა გადასული, პარლამენტარებს არათუ არ უშვებენ, კორიდორებში გადაადგილებაც შეზღუდულია პარლამენტარებისთვის, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ასეთი ქმედება უმსგავსობა და კანონის დარღვევაა. „ეს მიუთითებს, რომ „ქართულ ოცნებას“ ძალიან ეშინია, პარლამენტარებისაც კი ეშინია, რაღაც ლაპარაკის ეშინიათ და კაბინეტებში იმალებიან, დაცვა შემოუყენებიათ. გატენილია პარლამენტი. ეს პარლამენტი …

ნახვა »

შალვა პაპუაშვილი – კვაზიპატრიოტული განცხადებების გაკეთების უფლებას არავის მივცემთ

რაც შეეხება პროპაგანდას, ვის დავუჯეროთ და ვის არ დავუჯეროთ, რას დავუჯეროთ? დავუჯეროთ საკუთარ თვალებს, ყურებსა და საკუთარ გონს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა და ოპოზიციის წარმომდგენლებს. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ეს პროპაგანდისტული ბუშტი, როგორც სხვა პროპაგანდისტული ბუშტები, გასკდება. „ჩვენ გვახსოვს, რომ 2020 წლის არჩევნების …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია