„ქართულმა ოცნებამ“ არ მოისურვა პოლიტიკური კონსენსუსი, მათ მოისურვეს დახურულ კარს მიღმა დალაგება და გარიგება რამდენიმე ოპოზიციონერთან და სამწუხაროდ, ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი გაიყიდა და დახურულ კარს მიღმა ფარულად გაურიგდა “ქართულ ოცნებას”, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შეეყვანათ ადამიანები “კლანის” მფარველობისთვის, – განაცხადა “ლელოს” დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებისთვის კენჭისყრის …
ნახვა »ნიკა მელია – არც ერთ იმ ადამიანს, რომელმაც დღეს დაარღვია ოპოზიციური ერთობა, აღარ აქვს მორალური უფლება, ოპოზიციონერი დეპუტატი ერქვას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებად წარდგენილი სამი კანდიდატის მხარდაჭერა გააკრიტიკა და განმარტა, რომ არც ერთ იმ ადამიანს, რომელმაც დღეს ოპოზიციური ერთობა დაარღვია, მორალური უფლება აღარ აქვს ოპოზიციონერი დეპუტატი ერქვას და პარლამენტში ქართველი ხალხის ოპოზიციურად განწყობილ ნაწილს წარმოადგენდეს. მელია მსგავს …
ნახვა »საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს – ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას. პრემიერ-მინისტრმა უკრაინასა და საქართველოში რუსეთის აგრესიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში მშვიდობის შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებს. „ძალიან ვამაყობ, რომ ვმონაწილეობ ევროსაბჭოს სახელმწიფოს და მთავრობების მეთაურების მეოთხე …
ნახვა »იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატების კენჭისყრის პროცესში ოპოზიციამ პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატების კენჭისყრის პროცესში ოპოზიციამ პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვა. კანდიდატების კენჭისყრის პროცესი შეჩერდა და პლენარულ სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. საპარლამენტო ოპოზიციამ გააპროტესტა კენჭისყრის დროს კვალიფიციური უმრავლესობით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სამი არამოსამართლე წევრის არჩევა. არამოსამართლე წევრების ასარჩევად 90-ხმიანი უმრავლესობა იყო საჭირო. მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის კონსენსუსი …
ნახვა »უკრაინის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე 2.7 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამის აღების გამო დააკავეს
უკრაინული მედია ავრცელებს ინფორმაციას, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ვსევოლოდ კნიაზევის დაკავების შესახებ. მათივე ინფორმაციით, ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალურმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელის მიერ დაახლოებით, 2.7 მილიონი აშშ დოლარის ქრთამის აღების ფაქტი გამოააშკარავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ვსევოლოდ კნიაზევმა, ქრთამი აიღო პირებისგან, რომლებიც ოლიგარქ კონსტანტინ ჟევაგოს ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებდნენ. უზენაეს სასამართლომ დაადასტურა, …
ნახვა »ემანუელ მაკრონმა ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომლითაც ის ნატო-ში გაწევრიანებისკენ უკრაინის სვლას უჭერს მხარს
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომლითაც ის ნატო-ში გაწევრიანებისკენ უკრაინის სვლას უჭერს მხარს. ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამაც გააკეთა. მისი თქმით, ერთობლივმა დეკლარაციამ უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება ევროატლანტიკური მიმართულებით კიდევ უფრო შესაძლებელი გახადა.
ნახვა »ავიაკომპანია აზიმუთმა რეგისტრაციისას საიტზე მითითებული ქვეყნების სიიდან აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ამოიღო
რუსული ავიაკომპანია Azimuth-ის ვებ-გვერდზე, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყებას აპირებს, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ცალკეულ ქვეყნებად იყო ჩამოთვლილი. კერძოდ, მსურველებს ავიაკომპანიის ვებგვერდზე რეგისტრაციისას თვითგამოცხადებული რესპუბლიკების არჩევა შეეძლოთ. სოციალური მედიაში ქართველმა მომხმარებლებმა გააპროტესტეს ეს ფაქტი და აღნიშნეს, რომ რუსული კომპანია არღვევს საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. არასამთავრობო ორგანიზაცია …
ნახვა »გიორგი ვაშაძე – ხვალ ჩვენ გავასაჯაროებთ სრულიად ახალ ფაქტებს, სადაც საზოგადოება დაინახავს, თუ ვინ იდგა იმიტირებული “ქოლ ცენტრების” უკან
პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ხვალინდელ სხდომაზე გაასაჯაროებენ სრულიად ახალ ფაქტებს, ვინ იდგა იმიტირებული “ქოლ ცენტრების” უკან. საზოგადოება დაინახავს კონკრეტულ მტკიცებულებებს, სახელებს და გვარებს, მათ შორის პარლამენტის წევრების, იმ ადამიანების, ვინც დგას “ქოლ ცენტრების” უკან, – განაცხადა ვაშაძემ. მან მოუწოდა ოპოზიციას სრული მობილიზებისკენ “ქოლ ცენტრებთან” …
ნახვა »არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით თურქეთში მეორე ტური იქნება
ამ წუთისთვის არსებული წინასწარი შედეგების მიხედვით, თურქეთში, გუშინ გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში, 50%-იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა გადალახა. შესაბამისად ქვეყანაში, 28 მაისს, არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს. HaberTurk-ის ინფორმაციით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 99.20 პროცენტის დათვლის შემდეგ, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხმების 49.39 პროცენტი მიიღო, მისმა კონკურენტმა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ კი …
ნახვა »ყველა ეკონომიკურ-ფინანსურ პირობას უქმნის რუსული პარტია პუტინს უკრაინაში ომისთვის და საქართველოს ოკუპაციისთვის – ლევან ხაბეიშვილი რუსეთთან ფრენების აღდგენაზე
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ რუსეთიდან ფრენების აღდგენას ეხმაურება. „პუტინს ეს ფრენები სჭირდება სანქცირებული შავი ფულის – „ქეშის“, სანქცირებული ოქროსა და სამხედრო დანიშნულების ჩიპების სამოძრაოდ, გადასატანად. მოსკოვი – თბილისი ავტომობილით რამდენიმე დღე და ხიფათია… რომ არ იწვალონ, ასე პირდაპირ შემოიტანენ ნებისმიერ ვალუტას, ოქროს და აქ დაფუძნებული …
ნახვა »