პოლიტიკა

პოლიტიკა

საქართველოსა და მსოფლიოს ღოველდღიური პოლიტიკური სიახლეები

გიორგი ვაშაძე – დღეს რომ რიგგარეშე არჩევნები იყოს დანიშნული, რომელიც გარანტირებულად დამთავრდება „ქართული ოცნების“ კრახით, მერწმუნეთ, წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსს მივიღებდით

დღეს რომ რიგგარეშე არჩევნები იყოს, „ქართული ოცნება“ დამანგრევლად დამარცხდება და მერწმუნეთ, წლის ბოლოს ჩვენ კანდიდატის სტატუსს მოვიღებდით, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისივე თქმით, რიგგარეშე არჩევნები იქნება მაშინ, როცა ამაზე საზოგადოებრივი კონსენსუსი იქნება, ისევე როგორც მაგალითად, ე.წ. აგენტების კანონის არ მიღებასთან დაკავშირებით იყო. „დღეს რომ საქართველოში რიგგარეშე არჩევნები იყოს …

ნახვა »

Politico – ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მოლდოვასა და საქართველოში პრორუსი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ

რამდენიმე ევროპელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირს მოუწოდა, მოლდოვასა და საქართველოში „დესტაბილიზაციის მცდელობებში“ ჩართულ ოლიგარქებს სანქციები დაუწესონ, – ინფორმაციას Politico ავრცელებს. „ეს ორი ქვეყანა დესტაბილიზაციის მცდელობების წინაშე დგას, რაც ჩვენ უდიდეს სიფხიზლეს მოითხოვს და შესაძლოა, გამართლებული იყოს ამ მცდელობებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვის დაწყება“, – ციტირებს გამოცემა საფრანგეთის საგარეო საქმეთა …

ნახვა »

„ნაციონალური მოძრაობა“ მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომას ბოიკოტს უცხადებს

„ნაციონალური მოძრაობა“ მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომაზე განსახილველ საკითხებს ბოიკოტს უცხადებს და ასევე განსახილველ საკითხებს ბოიკოტს უცხადებს გიორგი ვაშაძე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, პლენარულ სხდომაზე მიმდინარე კვირას უნდა განიხილონ ორი საკითხი, რომელიც 12 რეკომენდაციის შემადგენელი ნაწილია. „„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოგვმართა, რომ მიმდინარე …

ნახვა »

ალეკო ელისაშვილი – „ქართული ოცნების“ რღვევა, სავარაუდოდ, დაწყებულია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აიძულეს, რომ ხმა იმ საძაგლობისთვის მიეცათ და ვინც არ მისცა, ამას უკმაყოფილება მოჰყვა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ დაშლისკენ მიდის. „ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ალბათ 76 ადამიანიდან ნახევარზე მეტმა კანონპროექტს ხმა გულისრევით მისცა, რადგან მხარდაჭერა …

ნახვა »

რატი ბრეგაძე – არც სააკაშვილის, არც ოჯახის მხრიდან არ შემოსულა განცხადება მკურნალობაში უცხოელი ექიმების ჩართვის შესახებ

სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი, თუ უშუალოდ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა. „მსურს, გავაკეთო განცხადება დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს მიხეილ სააკაშვილთან სახელმწიფო არ უშვებს პოლონელ ექიმებს. აქვე, მინდა, …

ნახვა »

განათლების მინისტრის თანამდებობაზე გიორგი ამილახვარი დაინიშნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობას გიორგი ამილახვარი დაიკავებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა. ამილახვარმა მიხეილ ჩხენკელი შეცვალა, რომელიც მინისტრის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებდა. „დღეს წარმოგიდგენთ განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრს, გიორგი ამილახვარს. მანამდე, მინდა გითხრათ, რომ მე უკვე შევხვდი მიხეილ ჩხენკელს, რომელმაც საკუთარი სურვილით …

ნახვა »

ირაკლი კოვზანაძე დეპუტატის მანდატს ტოვებს

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე დეპუტატის მანდატს ტოვებს. საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ირაკლი კოვზანაძემ პარლსმენტის დატოვების თაობაზე ოფიციალურად უკვე მიმართა საპროცედურო საკითხთა კომიტეტს. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს უკვე დაუდასტურა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა, რომლის თქმით, კოვზანაძემ მის კომიტეტს ოფიციალურად უკვე მიმართა.

ნახვა »

ბორჯომში საპარლამენტო უმრავლესობისა და საქართველოს მთავრობის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ბორჯომში საპარლამენტო უმრავლესობისა და საქართველოს მთავრობის გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მმართველი პარტიის გენერალური მდივანი კახი კალაძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, უმრავლესობის და მინისტრთა კაბინეტის წევრები. მათივე ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს მნიშვნელოვანი …

ნახვა »

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციამ ხელისუფლება ე.წ. რუსული კანონის მიღებაში და საპროტესტო აქციებზე ძალის გადამეტებაში დაადანაშაულა. საპასუხოდ მმართველი გუნდიდან განაცხადეს, რომ ხალხის გულწრფელი პროტესტი ოპოზიციამ პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენა და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ ქვეყნის მიერ არჩეულ ევროპულ გზას და მომავალს, ვერაფერი შეაფერხებს. სხდომაზე კიდევ …

ნახვა »

ჯეიმს კლევერლი – საქართველომ ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით – ვართ და დავრჩებით თქვენს მტკიცე და ურყევ მეგობრად

ჩვენ ვაგრძელებთ თქვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, – ამის შესახებ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ საგარეო საქმეთა სამინისტროში ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ბრიტანეთი არის და დარჩება საქართველოს მტკიცე და ურყევ მეგობრად. „ძლიერი და ერთიანი ნატო გახლავთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი უსაფრთხოებისთვის ევროპაში და მის …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია