საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები სახალხო დამცველობის კანდიდატებს ხვდებიან. შეხვედრაზე 19-ვე კანდიდატი მიიწვიეს, შეხვედრას კანდიდატების ნაწილი ესწრება. დისკუსიის ფარგლებში მსჯელობა იქნება, ომბუდსმენის თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში, ვის რა საქმიანობის გეგმა და ხედვა აქვს. კანდიდატები აცხადებენ, რომ ისინი დეპუტატებს გაუზიარებენ ინფორმაციას, როგორც საკუთარი გამოცდილების თვალსაზრისით, ასევე სამოქმედო გეგმაზეც. ფოტო: 1tv.ge
ნახვა »დავით ზილფიმიანმა პარტია „ევროპელი სოციალისტები“ დატოვა
დავით ზილფიმიანმა „ევროპელი სოციალისტები“ დატოვა, – ამის შესახებ ზილფიმიანმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, პარტიიდან გასვლა განპირობებულია ზოგიერთ საკითხზე განსხვავებული ხედვით. „ჩემი „ევროპელი სოციალისტების“ პარტიიდან გასვლა განპირობებულია ზოგიერთ საკითხზე განსხვავებული ხედვით და არა რაიმე სახის კონფლიქტით ან ვინმესთან დაპირისპირებით. ჩემთვის ყოველთვის დიდად მნიშვნელოვანი იყო და არის ადამიანური და მეგობრული ურთიერთობანი …
ნახვა »მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე – სისულელეებს როცა ილაპარაკებთ, გთხოვთ, გაგახსენდეთ, რომ ქართველ სამხედროებს მოღალატეობრივად, ომის დაწყება დააბრალეთ, მაშინ არ დაგეჭირათ ამ ნაწილისთვის მხარი
როდესაც ოპოზიციას არ აწუხებს პროცედურასთან დაკავშირებული ტყუილი, რომ თითქოს შესაძლებელი იყო, მხარი დაეჭირათ რაღაც ნაწილისთვის და რაღაც ნაწილისთვის არა, მაშინ მათ კიდევ ერთხელ აღიარეს ღალატი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციისთვის ხმის მიცემის შესახებ ოპოზიციის განცხადებების საპასუხოდ აღნიშნა. მდინარაძემ გაიხსენა, რომ 2008 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ …
ნახვა »ხატია დეკანოიძე – ვერანაირი დემაგოგია ვერ გადაფარავს იმას, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის უმნიშვნელოვანეს რეზოლუციას „ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა
ვერანაირი დემაგოგია ვერ გადაფარავს იმას, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული იყო ისტორიული რეზოლუცია, რომელიც რეალურად აცხადებს, რომ პუტინის რეჟიმი არის ტერორისტული სახელმწიფო, სჩადის საერთაშორისო გენოციდს და დანაშაულებს უკრაინაში და „ქართულმა ოცნებამ“ ამას ხმა არ მისცა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, რეზოლუცია ღიად …
ნახვა »შალვა პაპუაშვილი – რეზოლუციას, რომელშიც ჩაიწერება, რომ ადამიანი, რომელმაც გირგვლიანის მკვლელებს ხელი დააფარა, არის პუტინის პატიმარი, არანაირი მხარდაჭერა არ ექნება
რეზოლუციაში, რომელშიც ჩაიწერება, რომ ადამიანი, რომელმაც სანდრო გირგვლიანის მკვლელებს ხელი დააფარა, ადამიანი, რომელმაც პარლამენტის წევრი აცემინა, ეს ადამიანი არის ვითომ პუტინის პატიმარი, ეს არის თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე და ასეთ რეზოლუციას არანაირი მხარდაჭერა არ ექნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა. შალვა პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, …
ნახვა »ირაკლი კობახიძე – რეზოლუციას კენჭი ეყრება ერთიანად, „ნაცმოძრაობისგან“ მოვისმინეთ ტყუილი, თითქოს შეგვეძლო, ცვლილების გამოკლებით დაგვეჭირა მხარი
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ზოგადად, რეზოლუციას კენჭი ეყრება ყველა ცვლილების გათვალისწინებით, რომელიც მასშია ასახული. მისივე თქმით, არ არის შესაძლებელი, რომ რეზოლუციას რომელიმე ცვლილების გამოკლებით დაუჭირო მხარი. როგორც კობახიძე ამბობს, ამ საკითხთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობისგან“ ტყუილი მოისმინეს. „ნაცმოძრაობისგან“ ტყუილი მოვისმინეთ, თითქოს ჩვენ შეგვეძლო, მხარი არ დაგვეჭირა ცვლილებისთვის და ცვლილების …
ნახვა »შალვა შავგულიძე – „ქართული ოცნების“ წევრებს შეეძლოთ, მხარდაჭერა გამოეხატათ რეზოლუციის ძირითადი ტექსტისთვის და მხარი არ დაეჭირათ მე-4 შესწორებისთვის
საპარლამენტო ასამბლეაში წარმოდგენილ „ქართული ოცნების“ წევრებს შეეძლოთ, მხარდაჭერა გამოეხატათ რეზოლუციის ძირითადი ტექსტის, მისი სხვა შესწორებებისათვის და მხარი არ დაეჭირათ მე-4 შესწორებისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის უფრაქციო წევრმა შალვა შავგულიძემ პრენალურ სხდომაზე განაცხადა. შავგულიძის თქმით, რეზოლუციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვის კუთხით, რადგან საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე მეტი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის …
ნახვა »პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიები საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე დღეს შეხვედრას გამართავენ
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები დღეს შეხვედრას გამართავენ, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხს განიხილავენ, რის შემდეგაც ცნობილი გახდება მათი საბოლოო პოზიცია. პაატა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ სრულად პროპორციული სისტემა დაბალი საარჩევნო ბარიერით და პროკურორის არჩევის წესი ერთობლივად უნდა იყოს განხილული და მიღებული. „ორ საათზეა ოპოზიციური პარტიების შეხვედრა, ამ საკითხს …
ნახვა »შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას მიმართავს, ხვალინდელ კენჭისყრაში მიიღონ მონაწილეობა, რათა პარლამენტმა კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროექტის მიღება შეძლოს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას მიმართავს, 18 ოქტომბრის პლენარული სხდომის კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ, რათა პარლამენტმა კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროექტის მიღება შეძლოს. საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით გადის. პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროექტის მიღებას 113-ხმა სჭირდება. “მინდა განსაკუთრებით ოპოზიციას მივმართო: – კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროექტს განვიხილავთ. იმისათვის, რომ პროექტი ერთი მოწვევის პარლამენტმა …
ნახვა »სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა მუშაობა დაასრულა
სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა მუშაობა დაასრულა, – ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. ევროპული რეკომენდაციის მეოთხე პუნქტით გათვალისწინებული საკითხის შესრულებისთვის მომზადდა ცვლილებები, რომელსაც მხარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაუჭირა. კანონპროექტით იზრდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა. კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, სპეციალურმა …
ნახვა »