ვთხოვთ ბიძინა ივანიშვილს, რადგან ამერიკის ელჩმა არ გაგვცა პასუხი შეკითხვაზე შეხვედრასთან დაკავშირებით, თავად უთხრას საზოგადოებას, გაიმართა თუ არა შეხვედრა მასსა და კელი დეგნანს შორის 24 თებერვლის შემდეგ და რა საკითხი იქნა მასზე განხილული, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პარლამენტის წევრების, სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძისა და მიხეილ ყაველაშვილის ერთობლივ წერილში. ამასთან, დეპუტატები …
ნახვა »სუბარი, ხუნდაძე და ყაველაშვილი კელი დეგნანს მიმართავენ – თქვენი განცხადებებიდან და დუმილიდან შეგვიძლია, გამოვიტანოთ მყარი დასკვნა, რომ შეხვდით ივანიშვილს 24 თებერვლის შემდეგ და რთული გამოსაცნობი არაა, რა გზავნილიც გექნებოდათ
საქართველოს პარლამენტის წევრები, სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს ღია წერილით მიმართავენ. „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრების ერთობლივ წერილს უცვლელად გთავაზობთ: „უკვე ორ კვირაზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც მოგმართეთ ღია წერილით და რამდენიმე კითხვით, რომელიც ქართული საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის საგანია. თუმცა, სამწუხაროდ, არცერთ ჩვენს …
ნახვა »„სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლელოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდებიან
ოპოზიციის ნაწილმა, კერძოდ კი სამმა პარტიამ: ”ნაციონალურმა მოძრაობამ”, ”სტრატეგია აღმაშენებელმა” და ”ლელომ” ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად საკუთარი დღის წესრიგი შექმნა. მმართველი გუნდის ოპონენტებმა პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფების პარალელურად, ალტერნატიული სამუშაო ჯგუფი შექმნეს და საკუთარ გეგმას მიჰყვებიან. საკანონმდებლო ორგანოში უკვე არსებულ და მოქმედ სამუშაო ჯგუფებში კი არ ერთვებიან, სადაც პუნქტრობრივად, თორმეტივე რეკომენდაციის …
ნახვა »ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროპა მზად უნდა იყოს რუსეთიდან გაზის მიწოდების სრული შეწყვეტისთვის
ევროპა მზად უნდა იყოს რუსეთიდან გაზის მიწოდების სრული შეწყვეტისთვის, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის თქმით, გაზის რეალური ავარიის შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს მოხმარების შემცირება. ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ რუსეთიდან გაზის მიწოდების შემცირებისთვის არაადეკვატურმა მომზადებამ შეიძლება გამოიწვიოს ეკონომიკური პროდუქციის კლება საშუალოდ …
ნახვა »გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი აბდულა შაჰიდი, მთავრობის მოწვევით, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 23-26 ივლისს ეწვევა. გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი განიხილავს როგორც საქართველოს გაეროში გაწევრიანების 30 წლის იუბილეს, COVID-19 კრიზისის შემდგომ აღდგენას, მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებას, მდგრად ტურიზმს, ახალგაზრდობისა და ქალთა საკითხებს, ასევე გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის “იმედის …
ნახვა »გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერდოღანი პუტინთან ფოტოს გამო გააკრიტიკა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან და ირანის პრეზიდენტ, იბრაჰიმ რაისისთან გადაღებული ფოტოს გამო გააკრიტიკა. „ის, რომ ამ ფოტოზე თურქეთის პრეზიდენტია – ეს, რბილად რომ ვთქვათ, გამოწვევაა. ნატოს წევრი თურქეთი უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევს. აი, რატომ მაკვირვებს ეს ფოტო, მით უმეტეს ნატოს …
ნახვა »რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ ევროპაში ჯაშუშების ნახევარი დაკარგა
რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ ევროპაში ჯაშუშების ნახევარი დაკარგა. ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვის MI6-ის ხელმძღვანელმა რიჩარდ მურმა განაცხადა. ესენი არიან ნატოს ქვეყნებიდან გაძევებული ეგრეთ წოდებული დიპლომატები, რომლებიც რეალურად მუშაობდნენ რუსეთის სპეცსამსახურებში მრავალი წლის განმავლობაში, ასევე უკანონო ჯაშუშები. სულ 400-მდე ადამიანია. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამან გაანახევრა რუსეთის ჯაშუშობის შესაძლებლობები. ის ასევე იმედოვნებს …
ნახვა »ტაივანზე ჩინეთის თავდასხმის საფრთხე უკიდურესად მაღალია
ტაივანზე ჩინეთის თავდასხმის საფრთხე უკიდურესად მაღალია – ამის შესახებ იაპონიის თავდაცვის სამინისტრო იუწყება. ტოკიო თვლის, რომ რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში შეიძლება ცუდი მაგალითი იყოს ჩინეთისთვის და იყოს სიგნალი იმისა, რომ სტატუს კვოს ძალის გამოყენებით შეცვლის მცდელობა მისაღებია.
ნახვა »სტამბოლში ხელი მოაწერეს უკრაინიდან მარცვლეულის გატანის შეთანხმებას
თურქეთისა და გაეროს შუამავლობით, რუსეთმა და უკრაინამ მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმების თანახმად, პორტები – ოდესა, ჩერნომორსკი და იუჟნი უკრაინული მხარის მიერ გაკონტროლდება. ხსენებულ პორტებში სხვა გემების ყოფნა არ არის გათვალისწინებული. დოკუმენტი ასევე არ ითვალისწინებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქებას. სტამბოლში გაეროს ეგიდით ასევე შეიქმნა სპეციალური საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც მხარეების წარმომადგენლების მიერ იქნება …
ნახვა »დიმიტრი ხუნდაძის მიმართვა ნედ პრაისს
დიმიტრი ხუნდაძის მიმართვა ნედ პრაისს “უპირველეს ყოვლისა, მოგმართავთ დიდი პატივისცემით, როგორც საქართველოს ყველაზე დიდი პარტნიორი ქვეყნის, სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს სპიკერს. მოგმართავთ სახელისუფლებო პარტიიდან ახლახანს გასული სამი დეპუტატის სახელით. რადგან თქვენი განცხადება ჩვენი მისამართით იყო გაკეთებული, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მეტი სიცხადისთვის პირდაპირ გადმოგვეცა ჩვენი სათქმელი. თავდაპირველად გვსურს განვმარტოთ: როდესაც მმართველი გუნდის …
ნახვა »