პოლიტიკა

სამართალი

ნიუსები | ყოველდღიური ახალი ამბები | სიახლეები

თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს

თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმა მოხდა. საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ბანკში ნიღბიანი, შეიარაღებული პირი შეიჭრა და ბანკის თანამშრომლებს იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვა. ბანკის თანამშრომლებმა თავდამსხმელს თანხა გადასცეს, რის შემდეგაც თავდამსხმელმა ტერიტორია დატოვა. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ნახვა »

სააკაშვილის საქმეზე მომდევნო სხდომა 22 დეკემბერს ჩაინიშნა

მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში მომდევნო სხდომა 22 დეკემბერს 11:00 საათზე ჩაინიშნა. ამის შესახებ მოსამართლე გიორგი არევაძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. დღევანდელ სხდომაზე სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საქმეზე სასამართლო პროცესის გადადება 1 თვით ითხოვა. სასამართლოში სამსახურის წარმომადგენელმა, ნიკა აბრამიშვილმა თქვა, რომ დამატებითი სამედიცინო დოკუმენტაცია მიიღეს, რომლის …

ნახვა »

მოსამართლე – მივიღეთ წერილი „ვივამედიდან“, რომ ექიმი არ მიიჩნევს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ტრანსპორტირებას მიზანშეწონილად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლე გიორგი არევაძემ პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ გამოგზავნილი წერილი წაიკითხა, სადაც განმარტებულია, რომ ექიმი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას. „მოთხოვნაში მე დაფიქსირებული მქონდა, რომ წარმოედგინათ მსჯავრდებული, თუ ვერ წარმოადგენდნენ, მაშინ უნდა მომხდარიყო მისი დისტანციურად ჩართვა. ამასთან დაკავშირებით წერილობითი პასუხი ახლახან მივიღეთ. ნიკა აბრამიშვილის(სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი) წერილში ვკითხულობთ, რომ …

ნახვა »

პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვაზე უარი თქვა

პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვაზე უარი თქვა. შესაბამისი განცხადება მოსამართლე გიორგი არევაძემ, სასამართლო პროცესზე გააკეთა. მისი თქმით, პენიტენციური სამსახურიდან შესაბამის საკითხზე წერილი მიიღეს, რომელიც განმარტებულია, რომ „პენიტენციური სამსახური ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას მიხეილ სააკაშვილის დისტანციური ჩართვა უზრუნველყოს“. ფოტო: ipn.ge

ნახვა »

2025 წლის პირველი იანვრიდან ბრალდებულს შესაძლებლობა ექნება, პატიმრობაში ყოფნის განმავლობაში ერთხელ ხანგრძლივი პაემნით ისარგებლოს

2025 წლის პირველი იანვრიდან ბრალდებულს შესაძლებლობა ექნება, ხანგრძლივი პაემნის უფლებით ისარგებლოს პატიმრობაში ყოფნის განმავლობაში ერთხელ. აღნიშნული უფლების შემოღებას იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტს უკვე წარუდგინა. კანონპროექტით კონკრეტდება, რომ ეს უფლება არ გამოიყენება პატიმრობაში ყოფნის პირველი სამი თვის განმავლობაში და სამარტოო საკანში მოთავსებისას. ამასთან, ცვლილებებით, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს შესაძლებლობა ექნება, …

ნახვა »

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 14 დეკემბრამდე გადაიდო

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, სხდომა 14 დეკემბერს, 11:00 საათზე ჩაინიშნა. დღევანდელ სხდომაზე ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატებმა სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის შუამდგომლობა დააყენეს. როგორც შალვა ხაჭაპურიძემ განმარტა, ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ყოფილმა პრეზიდენტმა სხდომაზე გამოცხადება ვერ შეძლო, მისი ჩართვა დისტანციურად უნდა განეხორციელებინათ. სწორედ ამ მიზეზით, აღნიშნულის …

ნახვა »

სუს-მა ტერორისტული ორგანიზაციის, „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი ცისკარა ტოხოსაშვილი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, კონტრტერორისტული საქმიანობის პროცესში მოპოვებული მტკიცებულების საფუძველზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მოქალაქე ცისკარა ტოხოსაშვილი დააკავა. ტოხოსაშვილმა საქართველო 2015 წელს დატოვა, ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა და რეგიონში მოქმედ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა.  ტოხოსაშვილი, იგივე „ემირი ისა“, საკმაოდ გავლენიან ფიგურად ითვლებოდა „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებს შორის. იგი აქტიურად მონაწილეობდა …

ნახვა »

სალომე ზურაბიშვილი – ფემიციდი არის ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი პრობლემა, რასაც უნდა მივხედოთ არა მხოლოდ განცხადებებით, არამედ კანონმდებლობით, საჭიროა ბევრად მკაცრი კანონმდებლობა

salome zurabishvili

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ფემიციდი დღეს ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი პრობლემაა. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, საჭიროა ბევრად მკაცრი კანონმდებლობა. „ჩვენი სოციალური პრობლემებიდან ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მძაფრია, რომელიც არსებობს დღეს და ამას უნდა მივხედოთ, არა მხოლოდ განცხადებებით და სიტყვიერად, არამედ კანონმდებლობით. საჭიროა, მიღებულ იქნას ახალი, ბევრად მკაცრი კანონმდებლობა, რომელიც ისე დაადგენს …

ნახვა »

მონაზვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი გაუპატიურებისა და ყაჩაღობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ, მონაზვნის მიმართ ჯგუფურად, განსაკუთებული სისასტიკით ჩადენილი გაუპატიურების და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ნოემბერს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში მდებარე ეკლესიის საცხოვრებელ კელიაში ორი პირი თავს დაესხა მონაზონს და ძალადობის  მუქარით …

ნახვა »

რა SMS მიიღეს მოქალაქეებმა შსს-გან – ეს ძალიან საჭირო ინფორმაციაა!

ბოლო რამდენიმე დღეა ქვეყანაში ქალთა მიმართ დანაშაულის შემთხვევებმა იმატა. ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მესიჯს უგზავნის და აფრთხილებს, თუ როგორ უნდა მოიქცეს ძალადობის შემთხვევაში. „ქალის მიმართ ან/და ოჯახში ძალადობა დანაშაულია! თუ ხართ ძალადობის მსხვერპლი ან ფლობთ ინფორმაციას აგნიშნული დანაშაულის შესახებ, დაუკავშირდით 112-ს ან ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ფბ გვერდს. …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია