პოლიტიკა

სამართალი

ნიუსები | ყოველდღიური ახალი ამბები | სიახლეები

შსს – ნარკოდანაშაულის ბრალდებით 10 პირია დაკავებული, მათგან ოთხი ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 10 პირი დააკავა, მათგან ოთხი ნარკორეალიზატორია. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში, სხვადასხვა დროს ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის …

ნახვა »

პოლიციამ სიღნაღის მუნიციპალიტეტში მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული შ.ხ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე …

ნახვა »

საგამოძიებო სამსახურმა უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საგამოძიებო სამსახურმა უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. „2022 წლის 3 სექტემბერს, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, მყისიერად, დაიწყო გამოძიება ერთ-ერთი სასწავლო დაწესებულების მიერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 192-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიების …

ნახვა »

ამერიკაში პუტინის მოკავშირე მილიარდერის ბინები გაჩხრიკეს

გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლები ამერიკაში პუტინთან დაახლოებული ოლიგარქის საქმიანობას სწავლობენ, რის გამოც ერთდროულად ნიუ-იორკში მანჰეტენზე, ჰემპტონის სანაპიროზე და მაიამში მდებარე ექსკლუზიურ სანაპიროზე მის ბინებში ბიუროს გამომძიებლები ერთდროულად შევიდნენ. შეერთებულ შტატებში მიმდინარე გამოძიების ყურადღების ცენტრში ვიქტორ ვექსელბერგია, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირე. რომელსაც ამერიკელმა სამართალდამცავებმა აპრილის თვეში, 120 მილიონი დოლარის …

ნახვა »

კახა კალაძე „ტვ პირველის” და ჟურნალისტ მაია მამულაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს და მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 100 000 ლარს ითხოვს

თბილისის მერი კახა კალაძე „ტვ პირველისა” და ჟურნალისტ მაია მამულაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. კალაძე მოპასუხე პირებისგან მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 100 000 ლარს ითხოვს. კალაძის ადვოკატის დიმიტრი გაბუნიას ინფორმაციით, 2022 წლის 5 ივნისს ,,ტვ პირველის” ეთერში გავიდა მაია მამულაშვილის საავტორო გადაცემა, სადაც ჟურნალისტმა გააკეთა განცხადება, რომ ,,კახა კალაძემ მხოლოდ ერთი ტენდერიდან 60 …

ნახვა »

ქარელის რაიონში ცეცხლის წაკიდებით საცხოვრებელი სახლებისა და ხეხილის ბაღების განადგურების ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

საქართველოს პროკურატურამ ქარელის რაიონში ცეცხლის წაკიდებით საცხოვრებელი სახლების, სათავსოების, ხეხილის ბაღების დაზიანების და განადგურების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 აგვისტოს, ქარელის რაიონის სოფელ ელბაქიანთკარში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა …

ნახვა »

მთავრობამ ხბოს დაცვის რეგლამენტი დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ ხბოს დაცვის რეგლამენტი დაამტკიცა. რეგლამენტში განსაზღვრულია, რა პირობებში უნდა ცხოვრობდნენ ხბოები, რა უნდა იყოს მათი საკვები რაციონი, რა პირობები სჭირდებათ ქცევითი და ფიზიოლოგიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, როგორ უნდა იყოს მოწყობილი სადგომი და როგორ უნდა დასუფთავდეს ის. ამასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი …

ნახვა »

პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი წალენჯიხის მერს ღია წერილით მიმართავს

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს, გიორგი ხარჩილავას ღია წერილით მიმართავს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საშტატო ოპტიმიზაციის საფუძვლით სკოლამდელი დაწესებულებებში თანამშრომელთა რიცხოვნების შემცირება და მათთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს. „ბატონო გიორგი, გავეცანით, თქვენ მიერ, მიმდინარე წლის 26 აგვისტოს დამტკიცებული ბრძანების (N126.126.22381) საფუძველზე, ა(ა)იპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა …

ნახვა »

საქალაქო სასამართლოში ძმები კაკულიების ბრალდების საქმის განხილვა დასრულდა

ძმები კაკულიები ბრალს არ აღიარებენ და იარაღის ჩადებაში საგამოძიებო უწყებას ადანაშაულებენ. კაკულიების ბრალდების საქმის განხილვა ცოტა ხნის წინ დასრულდა საქალაქო სასამართლოში. სასამართლო პროცესზე უფროსმა ძმამ, დავით კაკულიამ სიტყვის უფლებით ისარგებლა და თქვა, რომ მას და მის ძმას საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა ჩხრეკის დროს, ცეცხლსასროლი იარაღები ჩაუდეს. მისივე თქმით, ამ ფაქტს იმ …

ნახვა »

მიხეილ სააკაშვილთან უცხოელი ექსპერტები შედიან

მიხეილ სააკაშვილთან, კლინიკა “ვივამედში”,  ამერიკელი სასამართლო ფსიქიატრი, ერიკ დევიდ გოლდსმიტი შევიდა. საქართველოში ასევე ჩამოსულია გაეროში აკრედიტირებული სასამართლო ექსპერტი, რომელიც დღეს შევა მიხეილ სააკააშვილთან. საერთაშორისო ექსპერტების დასკვნა სავარაუდოდ სექტემბერში გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის. ამ დასკვნამ ორ მთავარ საკითხს უნდა გასცეს პასუხი: მძიმეა თუ არა მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი დაავადების ხარისხი და …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია