მთავარი კითხვები იყო შესრულებული სამუშაოსა და უბედური შემთხვევის შესახებ, – ამის შესახებ „გრინსერვის პლუსის“ დირექტორმა ლაშა ფურცხვანიძემ, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით, გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ფურცხვანიძის განცხადებით, საქართველოში ჩამოტანამდე აპარატურამ ტესტირება გაიარა და შესაბამისი რეპორტებიც არსებობს. ამასთან, ფურცხვანიძის თქმით, მომხდარი შემთხვევა წინასწარ განსაზღვრულ ქმედებას ჰგავს. „პასუხისმგებელი ვართ …
ნახვა »ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს – გამოკითხვები პოლიციაში ამ დრომდე გრძელდება
ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. გამოკითხვები პოლიციაში ამ დრომდე გრძელდება. უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, პოლიციაში თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი, ასევე კონტრაქტორი კომპანიის, „გრინსერვის პლუსის“ დამფუძნებლები გამოჰკითხეს. გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ კომპანიის სხვა თანამშრომლებიც. სამართალდამცველთა შეკითხვებს პასუხობდნენ ასევე ვაკის პარკის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებიც. ცნობილია, რომ ყველაზე ბევრი კითხვა …
ნახვა »„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანილი ე.წ. გაგრის ჯგუფის სამი წევრი სასამართლომ დამნაშავედ ცნო
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანილი ე.წ. გაგრის ჯგუფის სამი წევრი სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში, ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი მკვლელობის მცდელობაში, მძევლად ხელში ჩაგდებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება, გადაზიდვაში დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ცნობით, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მოქმედი გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულ …
ნახვა »ბიზნესცენტრ King David-თან, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ბიზნესმენის ავტომობილის აფეთქება სცადეს
ბიზნესცენტრ “ქინგ-დევიდთან” სავარაუდოდ ბიზნესმენ მარლენ მეტონიძის ავტომობილის აფეთქება სცადეს. ადვოკატის ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მეტონიძე სახლიდან სტუმარს აცილებდა. ბიზნესმენის ავტომობილი დამწვარია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მარლენ მეტონიძის სახელი 7 თვის წინ, “ლაგუნა ვერესთან” მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეში ფიგურირებს, მაშინ მეტონიძე დაიჭრა, მის ძმასა და დაცვას კი ბრალი წარედგინათ. მომხდარზე შინაგან …
ნახვა »თელავში ახალგაზრდა ქალი მოკლეს
კახეთში, თელავში მკვლელობა მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მოკლულია 30 წლამდე, ახალგაზრდა ქალი. მათივე ინფორმაციით, მკვლელობა სავარაუდოდ, ცივი იარაღით მოხდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. არსებული ინფორმაციით, მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ერთი პირი. ბრალდებული პოლიციამ 2 ოქტომბერს ამ ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავა, პოლიცია ითხოვდა დაპატიმრებას, თუმცა 6 ოქტომბერს მოსამართლე მამუკა …
ნახვა »პოლიციამ თბილისში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2002 წელს დაბადებული ი.ზ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. სამინისტროს ცნობით, დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში ერთ-ერთი ბინის მეპატრონისგან შევიდა შეტყობინება, რომ მის მიერ გაქირავებული ბინის კარი დაკეტილი იყო, ხოლო დამქირავებელი – უცხო ქვეყნის …
ნახვა »კიევის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დროებით გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო
ცოტა ხნის წინ ცნობილ გახდა, რომ კიევის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დროებით, საგამოძიებო მოქმედებისთვის გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო – ინფორმაცია “მთავარს” საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა დაუდასტურა. უფლებადამცველის თქმით, უკრაინის იუსტიციის სამინისტრო აღნიშნულ გადაწყვეტილებას საქართველოს გადაუგზავნის, რის შემდეგაც მათი გადასაწყვეტია გადასცემენ თუ არა მოწმის სახით მიხეილ სააკაშვილს. შალვა ხაჭაპურიძის განმარტებით, უკრაინის სასამართლო განიხილავს …
ნახვა »თსუ-ის ბუღალტერმა უნივერსიტეტის ანგარიშიდან ახლობელს 165 000 გადაურიცხა
პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი ბუღალტერი და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე დააკავეს. მათი ცნობით, ბუღალტერმა, ამ პოზიციაზე მუშაობის პერიოდში, უნივერსიტეტის ანგარიშიდან მასთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა და მიითვისა დიდი ოდენობით – 165 000 ლარი. მათივე ინფორმაციით, გამოძიებით …
ნახვა »მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი – გვაქვს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს საჭმელი მიუტანეს, თუმცა მიღებაზე უარი თქვა – თუ კიდევ ერთხელ დაიწყებს შიმშილობას, დაიღუპება
გვაქვს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი არ იღებს საკვებს. მას საჭმელი მიუტანეს, თუმცა უარი თქვა მიღებაზე. მედიკოსების ჯგუფები და ექიმები ღრმად შეშფოთდებიან, თუკი პრეზიდენტი სააკაშვილი კიდევ ერთხელ დაიწყებს შიმშილობას, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ამერიკელმა ადვოკატმა, მასიმო დანჯელომ განაცხადა. “ჩვენ ჯერ კიდევ აქ ვართ და ველოდებით ექიმი კობისთვის თანხმობას. სამედიცინო ექსპერტები მოთმინებით იცდიან …
ნახვა »ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლოში მივიდა
ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში, საკუთარ სასამართლო პროცესზე დასასწრებად მივიდა. 2-წლიანი სასამართლო განხილვების პარალელურად, ბასილაშვილი მედიასთან დღეს პირველად გამოჩნდა. “როგორც თავიდანვე აღვნიშნე, სანამ პროცესები არ დამთავრდება, მანამდე განცხადებას არ გავაკეთებ. როგორც კი დამთავრდება, ყველაფერზე აუცილებლად გავაკეთებ კომენტარს”,- განაცხადა ბასილაშვილმა. დღეს პირველი სხდომა იქნება, რომელსაც სხდომათა …
ნახვა »