პოლიტიკა

სამართალი

ნიუსები | ყოველდღიური ახალი ამბები | სიახლეები

დედის მკვლელობაში ბრალდებულისა და მისი მეგობრის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

დედის მკვლელობაში ბრალდებული 17 წლის ახალგაზრდისა და მისი 19 წლის მეგობრის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროკურატურამ ლილოს დასახლებაში, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორივე მათგანს ბრალდება უკვე წარუდგინა. 17 წლის ბრალდებული დედის მკვლელობას აღიარებს და მოტივად მშობლის პირად ცხოვრებას ასახელებს. მისგან განსხვავებით, დუმილის უფლებით სარგებლობს მკვლელობაში კიდევ ერთი ბრალდებული, …

ნახვა »

ქობულეთში 21 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულს ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ქობულეთში 21 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულ ლექსო ინდუაშვილს ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლის ნინო სახელაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესი 4 ოქტომბერს 12:00 საათზე გაიმართება. დაკავებულს გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 108-ე მუხლით ედავება, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ცნობისთვის, ორი დღის წინ ქობულეთში ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 21 წლის ბიჭი მოკლეს.

ნახვა »

17 წლის ბიჭმა მეგობართან ერთად დედა მოკლა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვანმა ბიჭმა მეგობართან ერთად დედა მოკლა.  როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 2005 წელს დაბადებული ნ.ხ. ოჯახის წევრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 2003 წელს დაბადებული რ.ნ. ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის დააკავეს. დანაშაულები 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “გამოძიებით დადგინდა, რომ …

ნახვა »

თბილისში განზრახ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს და დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2005 წელს დაბადებული ნ.ხ. ოჯახის წევრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 2003 წელს დაბადებული რ.ნ. ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, …

ნახვა »

ევროკომისიის ანგარიშში ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის საქმეები მოხვდა

პოლიტიკურად სენსიტიური სასამართლო საქმეები 2021 წელს განაგრძობდა პოლიტიკურ ლანდშაფტზე გავლენას,- ამის შესახებ ევროკომისიის აპარატის დოკუმენტშია ნათქვამი, სადაც განხილულია საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ ანგარიში. ამასთან, ანგარიშში საუბარია, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმეზეც და აღნიშნავენ, რომ 2021 წლის შემოდგომაზე, სააკაშვილის ციხეში ყოფნის ვიდეომასალის გამოქვეყნებამ და სათანადო ჯანდაცვისა და სასამართლო სხდომებზე დასწრების …

ნახვა »

პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის თბილისში უკრაინის მოქალაქე დააკავა, ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე ი.ბ. თბილისში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვასა და უკანონო გასაღების მცდელობაში, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით …

ნახვა »

ადვოკატების თქმით, დაკავების შემდეგ გოგაშვილს გომელაურმა დაურეკა და დაემუქრა

სოსო გოგაშვილის ადვოკატების თქმით, დაკავების შემდეგ სუს-ის ყოფილ მაღალჩინსანს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ორჯერ დაურეკა და დაემუქრა. დღეს გამართულ ბრიფინგზე უფლებადამცველმა რამაზ ჩინჩალაძემ გოგაშვილსა და მინისტრს შორის გამართულ სატელეფონო საუბრებზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ გომელაური გოგაშვილს მათთვის სასარგებლო ჩვენების მიცემას სთხოვდა. “28 ივლისს იოსებ გოგაშვილი, რომელიც მოთავსებულია N12 პენიტენციურ დაწესებულებაში, …

ნახვა »

კანისა და ვენერულ დაავადებათა დისპანსერის 82 წლის ექიმი, რომელმაც დაწესებულების დირექტორი დაჭრა, პოლიციამ დააკავა

პოლიციამ კანისა და ვენერულ დაავადებათა დისპანსერის ექიმი დააკავა, რომელმაც დაწესებულების დირექტორი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1942 წელს დაბადებული თ.ბ., განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. „დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას …

ნახვა »

რუსეთის სასამართლომ ამერიკელ კალათბურთელს, ბრიტნი გრაინერს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

რუსეთის სასამართლომ ამერიკელ კალათბურთელს, ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს ბრიტნი გრაინერს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ სპორტსმენი დამნაშავედ ცნო ნარკოტიკული საშუალებების შენახვასა და კონტრაბანდაში. ამასთან, სასამართლომ გრაინერს ერთი მილიონი რუბლის (16 300 დოლარი) ოდენობის ჯარიმა შეუფარდა. 31 წლის ბრიტნი გრაინერმა დანაშაული აღიარა, თუმცა უარყოფს, რომ კანონი მიზანმიმართულად დაარღვია და მომხდარს შეცდომა …

ნახვა »

აფხაზეთის ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლომ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმების მასალები „პარლამენტს“ უკან დაუბრუნა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლომ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმების მასალები ე.წ. პარლამენტს უკან დაუბრუნა. ე.წ. საკონტიტუციო სასამართლოს აპარატის დე ფაქტო ხელმძღვანელის განცხადებით, დოკუმენტი იურიდიულად გამართული არ იყო, რადგან განმცხადებელმა მიმართვაში უნდა მოიყვანოს თავისი პოზიცია დადგენილ საკითხზე და წარმოადგინოს მისი სამართლებრივი საფუძველი. დე ფაქტო პარლამენტს შეუძლია 3 დღის განმავლობაში გაასაჩივროს …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია