პოლიტიკა

სამართალი

ნიუსები | ყოველდღიური ახალი ამბები | სიახლეები

სატრანსპორტო საშუალების მართვის დარღვევებზე საკანონმდებლო რეგულაციები მკაცრდება

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელა. სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისთვის პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება თუ სისხლში ეთანოლის შემცველობა 0,3 პრომილეზე მეტია და არ აღემატება 0,7 პრომილეს. პასუხისმგებლობა დაეკისრება ასევე იმ პირს, რომელიც სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებას …

ნახვა »

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 7 ნოემბრის საქმის განხილვა გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 7 ნოემბრის საქმის განხილვა გადაიდო. დღევანდელ პროცესზევე სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ გადაწყვეტილება კლინიკა „ვივამედის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის საფუძველზე მიიღო და განმარტა, რომ სააკაშვილს არ შეეძლო საკუთარ პროცესში მონაწილეობის მიღება. დღევანდელ პროცესზევე სასამართლომ ამავე საქმეში ორი ბრალდებულის, დავით კეზერაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის შეფარდებული …

ნახვა »

ბასილაშვილის ადვოკატი – ნელი დოროყაშვილი შურისძიების მოტივით შეპყრობილი ადამიანია – ასი ათასობით დოლარი აქვს გატანილი ნიკოლოზის ანგარიშებიდან

ნიკოლოზ ბასილაშვილს მასზე არ უძალადია არც ამერიკაში, არც საქართველოში და არც არსად. ნელი დოროყაშვილი არის შურისძიების მოტივით შეპყრობილი ადამიანი და ყველანაირად ცდილობს ბასილაშვილს გაუნადგუროს კარიერა. შურისძიება უნდა იმიტომ, რომ ბასილაშვილს ჰყავს სხვა რჩეული, – ამის შესახებ ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა. ის ასევე გამოეხმაურა დოროყაშვილის განცხადებას, …

ნახვა »

მიმდინარე წლის 7 თვეში საქართველოში დანაშაულის 33 058 ფაქტი აღირიცხა – დანაშაულის ყველაზე მეტი შემთხვევა ქურდობაზე მოდის, მეორე ადგილზე კი ოჯახში ძალადობაა

იანვარ-ივლისში საქართველოში 33 058 რეგისტრირებული დანაშაული აღირიცხა, საიდანაც 1 867 ფაქტი (56.49%) სამართალდამცავმა ორგანოებმა გახსნეს. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, დანაშაულის ყველაზე მეტი 10 098 შემთხვევა (გაიხსნა 5353) ქურდობაზე მოდის, შემდეგ ადგილზეა ოჯახში ძალადობის 2344 (გაიხსნა 1935) და მუქარის 2098 (გაიხსნა 1826) ფაქტი. ამასთან, რეგისტრირებულ დანაშაულთა შორისაა სიცოცხლის წინააღმდეგ …

ნახვა »

დააკავეს მშობელი, რომელმაც შვილს ქორწინება აიძულა, შედეგად გოგომ თვითმკვლელობა სცადა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დმანისში დააკავეს 1980 წელს დაბადებული შ.ა, რომელმაც შვილს ქორწინება აიძულა, შედეგად კი გოგომ თვითმკვლელობა სცადა.  უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2002 წელს დაბადებულ შვილს – ს.ა.-ს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ქორწინება აიძულა, რის გამოც გოგომ თვითმკვლელობა სცადა. ს.ა.-ს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია და მის სიცოცხლეს საფრთხე …

ნახვა »

ადვოკატი – მსაჯულებმა გაამართლეს ტაქსისტი, რომელმაც პუტინისტი რუსები გომბორზე დატოვა

ადვოკატ ირაკლი ჩომახაშვილის ცნობით, რუსთავის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად, 12-ით 0-ის წინააღმდეგ, უდანაშაულოდ ცნეს ეთნიკური ნიშნით თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ბრალდებული ტაქსის მძღოლი – ამირან ბოკუჩავა. ბრალდებულს სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.  “ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ რუსებისთვის უკრაინული სიმღერის ჩართვა და საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა არ არის დანაშაული. მინდა, მადლობა …

ნახვა »

ტაქსის მძღოლმა მგზავრებს, 23-ის ნაცვლად, 195 ლარი მოსთხოვა, შემდეგ კი დაუსახლებელ ადგილას წაიყვანა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ტაქსის მძღოლის მიმართ  სისხლისსამართლებრივი დევნა რუსეთის მოქალაქეებისთვის უკრაინული სიმღერის ჩართვის გამო მიმდინარეობდა. უწყება სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ, რომ “იანდექსის” მძღოლმა ლიეტუვის და რუსეთის მოქალაქეებს მგზავრობის ღირებულების – 23 ლარის ნაცვლად, 195 ლარი მოსთხოვა, რასაც მგზავრებსა და მძღოლს შორის შეკამათება მოჰყვა. “გვსურს გამოვეხმაუროთ ორი პირის …

ნახვა »

63 წლის მამაკაცი, რომელსაც მეზობლად მცხოვრები 12 წლის ბავშვის გაუპატიურების მცდელობას ედავებიან, ბრალს არ აღიარებს

63 წლის მამაკაცი, რომელსაც შიდა ქართლში, მეზობლად მცხოვრები არასრულწლოვნის გაუპატიურების მცდელობას ედავებიან, დანაშაულს არ აღიარებს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა გიგა ჯეირანაშვილმა განუცხადა. როგორც ადვოკატი განმარტავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მომხდარის გამო გაურკვევლობაშია. „დეტალებს საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე ვერ მოგახსენებთ, მაგრამ მის პოზიციას გეტყვით, რომ ბრალდებას, რის გამოც დაკავებულია, არ ეთანხმება. თვითონაც …

ნახვა »

შიდა ქართლში 60 წლის მამაკაცმა 12 წლის გოგონას გაუპატიურება სცადა

შიდა ქართლში სექსუალური დანაშაული მოხდა. არსებული ინფორმაციით, 60 წლის მამაკაცმა არასრულწლოვნის, 12 წლის გოგონას გაუპატიურება სცადა. მამაკაცი, სავარაუდოდ, მიმალვაში იმყოფება. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლოს კოდექსის 19-137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს. უწყების ცნობით, ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ტარდება

ნახვა »

Netflix-სა და ნონა გაფრინდაშვილს შორის დავა შეთანხმებით დასრულდა

Netflix-სა და ნონა გაფრინდაშვილს შორის დავა შეთანხმებით დასრულდა. ამის შესახებ Variety წერს. მათივე ინფორმაციით, შეთანხმების პირობები არ გასაჯაროებულა. ნონა გაფრინდაშვილი ამერიკულ კომპანია Netflix-ს უჩივის და კომპენსაციის სახით 5 მილიონ დოლარს ითხოვს. სარჩელში ნათქვამია, რომ სერიალ „ლაზიერის გამბიტში“ ნონა გაფრინდაშვილის შესახებ ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს მას არასდროს უთამაშია კაც მოჭადრაკესთან, სინამდვილეში იმ …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია