პოლიტიკა

სამართალი

ნიუსები | ყოველდღიური ახალი ამბები | სიახლეები

ქარელის რაიონში ცეცხლის წაკიდებით საცხოვრებელი სახლებისა და ხეხილის ბაღების განადგურების ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

საქართველოს პროკურატურამ ქარელის რაიონში ცეცხლის წაკიდებით საცხოვრებელი სახლების, სათავსოების, ხეხილის ბაღების დაზიანების და განადგურების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 აგვისტოს, ქარელის რაიონის სოფელ ელბაქიანთკარში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა …

ნახვა »

მთავრობამ ხბოს დაცვის რეგლამენტი დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ ხბოს დაცვის რეგლამენტი დაამტკიცა. რეგლამენტში განსაზღვრულია, რა პირობებში უნდა ცხოვრობდნენ ხბოები, რა უნდა იყოს მათი საკვები რაციონი, რა პირობები სჭირდებათ ქცევითი და ფიზიოლოგიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, როგორ უნდა იყოს მოწყობილი სადგომი და როგორ უნდა დასუფთავდეს ის. ამასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი …

ნახვა »

პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი წალენჯიხის მერს ღია წერილით მიმართავს

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს, გიორგი ხარჩილავას ღია წერილით მიმართავს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საშტატო ოპტიმიზაციის საფუძვლით სკოლამდელი დაწესებულებებში თანამშრომელთა რიცხოვნების შემცირება და მათთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს. „ბატონო გიორგი, გავეცანით, თქვენ მიერ, მიმდინარე წლის 26 აგვისტოს დამტკიცებული ბრძანების (N126.126.22381) საფუძველზე, ა(ა)იპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა …

ნახვა »

საქალაქო სასამართლოში ძმები კაკულიების ბრალდების საქმის განხილვა დასრულდა

ძმები კაკულიები ბრალს არ აღიარებენ და იარაღის ჩადებაში საგამოძიებო უწყებას ადანაშაულებენ. კაკულიების ბრალდების საქმის განხილვა ცოტა ხნის წინ დასრულდა საქალაქო სასამართლოში. სასამართლო პროცესზე უფროსმა ძმამ, დავით კაკულიამ სიტყვის უფლებით ისარგებლა და თქვა, რომ მას და მის ძმას საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა ჩხრეკის დროს, ცეცხლსასროლი იარაღები ჩაუდეს. მისივე თქმით, ამ ფაქტს იმ …

ნახვა »

მიხეილ სააკაშვილთან უცხოელი ექსპერტები შედიან

მიხეილ სააკაშვილთან, კლინიკა “ვივამედში”,  ამერიკელი სასამართლო ფსიქიატრი, ერიკ დევიდ გოლდსმიტი შევიდა. საქართველოში ასევე ჩამოსულია გაეროში აკრედიტირებული სასამართლო ექსპერტი, რომელიც დღეს შევა მიხეილ სააკააშვილთან. საერთაშორისო ექსპერტების დასკვნა სავარაუდოდ სექტემბერში გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის. ამ დასკვნამ ორ მთავარ საკითხს უნდა გასცეს პასუხი: მძიმეა თუ არა მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი დაავადების ხარისხი და …

ნახვა »

სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებაში ბრალდებულ ესკორტის ოფიცერს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებაში ბრალდებულ ესკორტის ოფიცერ ვალერი გოზალიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე გოზალიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი მის 5 000 – ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა. პროკურორის განმარტებით, გოზალიშვილი გადაადგილდებოდა სამსახურებრივი, საშტატო იარაღით იმ ფლიგელში, სადაც განთავსებული იყვნენ ფსიქიკური პრობლემების …

ნახვა »

დარია დუგინას მკვლელობაზე პასუხისმგებლობა, „ნაციონალურმა რესპუბლიკურმა არმიამ“ აიღო

რუსი ულტრანაციონალისტის, ალექსანდრ დუგინის შვილის, დარია დუგინას მკვლელობაზე პასუხისმგებლობა, „ნაციონალურმა რესპუბლიკურმა არმიამ“ აიღო. ორგანიზაციის ცნობით, მასში გაწევრიანებულები არიან რუსი აქტივისტები, სამხედროები და პარტიზანები, რომლებიც პუტინის წინააღმდეგ იბრძვიან. ამის შესახებ „როსპარტიზანმა“ ტელეგრამარხზე დაწერა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ნაციონალური რესპუბლიკური არმია“ უკრაინაში ომის წინააღმდეგია. ორგანიზაცია მიზნად პუტინის განადგურებას ისახავს.

ნახვა »

აშშ მოსკოვს ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მკვლელობის მცდელობიდან ორი წლისთავზე, შეერთებული შტატები მოსკოვს მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. „ჩვენ კიდევ ერთხელ ვგმობთ რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას პოლიტიკური ოპონენტის მოსაწამლად და მოვუწოდებთ კრემლს სრულად გამოაცხადოს და გააუქმოს მისი ქიმიური იარაღის პროგრამა. ჩვენ ასევე ვუერთდებით ნავალნის ოჯახს, კოლეგებსა და მხარდამჭერებს მთელს მსოფლიოში, რომ მოვუწოდებთ მისი დაუყოვნებლივი …

ნახვა »

საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც წარმოადგენდა უძრავი ქონების სერტიფიცირებულ კერძო ექსპერტ-შემფასებელს, უკანონო …

ნახვა »

გაუპატიურება, ძალადობა, მუქარა – ლაშა ნაკაიძეს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ წამყვან ლაშა ნაკაიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ნაკაიძეს ბრალი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით გაუპატიურების, ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის მუხლებით აქვს წარდგენილი. პატიმრობის შუამდგომლობა პროკურორმა დააყენა, დაცვის მხარე კი მისთვის გირაოს ითხოვდა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 15 …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია