შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული, უკრაინის მოქალაქე ს.კ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. შსს-ს ცნობით, მას ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანა. უწყების …
ნახვა »გოგაშვილი: მაპატიეთ ჩემი ახირება, რის გამოც აგაფორიაქეთ, მაგრამ ეგეთი ჯიუტი კამეჩი ვარ, ხომ იცით
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის შვილი Facebook-ზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მამის მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. „მშვიდობა მოკეთეებო. აი მეც გამოვჩნდი, დავლაგდი, მოვწესრიგდი, ვეჩვევი ახალ გარემოს. ამ განსაცდელსაც გავუძლებ რწმენით. ახლა მოკითხვები და მადლობა ჩემო წმინდა ოჯახო. მიყვარხართ ყველა და მეიმედებით. თქვენ თუ მაგრად და ერთად იდგებით, მე …
ნახვა »პოლიციამ მარნეულში, ცოლად შერთვის მიზნით, გოგოს მოტაცების ფაქტზე 2 პირი დააკავა
სამართალდამცავებმა 33 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელმაც მარნეულში, ცოლად შერთვის მიზნით გოგონა გაიტაცა და თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. აღნიშნულთან დაკაშვირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაულებრივ ქმედებაში კიდევ ერთ პირი მონაწილეობდა, რომელიც სამართალდამცავებმა ასევე დააკავეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო …
ნახვა »მეუფე ანტონი – სოსო გოგაშვილს მინდა ვკითხო: რატომ სოსო? უცებ როგორ აუჯანყდა იმ სისტემას, რომელსაც ემსახურებოდა?
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილის მოინახულებს. როგორც მეუფე ანტონმა „რუსთავი 2“-თან განაცხადა, მას კითხვები აქვს სოსო გოგაშვილთან, თუ რატომ დაუპირისპირდა სისტემას, რომლის ნაწილიც თავად იყო. „ვეცდები, რომ მას შევხვდე და ალბათ, მართლა ავიღებ იმის უფლებას, რომ მოვინახულო და პირადად შევეკითხო – …
ნახვა »მარნეულში ქმარმა ცოლი დაჭრა
მარნეულში ქმარმა ცოლი დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, მან ქალს ჭრილობა ცივი იარაღით, ფილტვის არეში მიაყენა. დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანა. ოფიციალურ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო გაავრცელებს.
ნახვა »ვაშინგტონში, აბორტების აკრძალვის მოწინააღმდეგეთა აქციაზე 17 „დემოკრატი“ კონგრესმენი დააკავეს
ვაშინგტონში, აბორტების აკრძალვის მოწინააღმდეგეთა აქციაზე 35 ადამიანი, მათ შორის 17 „დემოკრატი“ კონგრესმენი დააკავეს. Washington Post-ის ინფორმაციით, უზენაეს სასამართლოსთან გამართული აქციის დროს დაკავებულებს შორის არიან კონგრესის წევრები ალექსანდრია ოკასიო-კორტესი, რაშიდა ტლაიდი და ილჰან ომარი. დემონსტრანტები სკანდირებდნენ ლოზუნგს „ხელები შორს ჩვენი სხეულებისგან“ და ქუჩის ბლოკირება სცადეს, რის შემდეგაც ისინი პოლიციამ დააკავა. აშშ-ის უზენაესმა …
ნახვა »30 ივნისს აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის გამოძიებასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
30 ივნისს აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის გამოძიებასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ მზადყოფნას გამოთქვამენ, სრულად ითანამშრომლონ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ფაქტის სრულყოფილად გამოძიების პროცესში. „მიმდინარე წლის 30 ივნისს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე გამართულ ოფიციალურ მიღებაზე საქართველოს პარლამენტის წევრების მონაწილეობით მომხდარი ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე, …
ნახვა »სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის სააპელაციო სასამართლოში „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ესწრება მსჯავრდებული გვარამიაც. სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. გვარამიას გამოჩენას დარბაზში შეკრებულები ტაშით შეხვდნენ. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეს. პირველი ინსტანციის სასამართლომ ნიკა გვარია და კახაბერ დამენია …
ნახვა »პირი, რომელმაც ფონიჭალაში დედა დაჭრა, მასთან ერთად მყოფი მამაკაცი კი მოკლა, 22 წლისაა
პირი, რომელმაც ფონიჭალაში დედა დაჭრა, მასთან ერთად მყოფი მამაკაცი კი მოკლა, 22 წლისაა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დანაშაულში ბრალდებულის ბებიამ განუცხადა. მისი თქმით, შემთხვევა ქუჩაში მოხდა. „სახლში არ მომხდარა, ქუჩაში მოხდა. ჩემი შვილიშვილი 22 წლისაა“, – აღნიშნა ბებიამ. ცნობისთვის, 22 წლის პირის დასაკავებლად შესაბამისი ღონისძიებები, ადგილზე კი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დაჭრილი ქალი …
ნახვა »რუსეთის სასამართლომ Google-ი უკრაინის ომის შესახებ „აკრძალული“ მასალის წაშლაზე უარის გამო, 361 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რუსეთის სასამართლომ Google-ი 21.1 მილიარდი რუბლით (361 მილიონ ევროზე მეტი) დააჯარიმა იმის გამო, რომ კომპანიამ უარი განაცხადა „აკრძალული“ მასალის წაშლაზე, – ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს. რუსეთის სახელმწიფო მარეგულირებელი კომპანიის, „როსკომნადზორის“ განცხადებით, ვიდეოს გაზიარების პლატფორმა YouTube „აკრძალულ“ ვიდეოებს არ შლის, მათ შორის ე.წ. „ყალბ ამბებს“ უკრაინის ომის შესახებ, რამაც გამოიწვია რუსი სამხედროების დისკრედიტაცია. …
ნახვა »