პოლიტიკა

საზოგადოება

სროლა ჩიკაგოსთან აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ აღლუმზე – არის მსხვერპლი

ჩიკაგოსთან აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად გამართულ აღლუმზე სროლა იყო. მოკლულია ექვსი ადამიანი, დაიჭრა 24. თავდამსხმელი სამართალდამცავებმა დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. თვითმხილველების ცნობით, აღლუმზე სროლის ხმა მისი დაწყებისთანავე გაისმა. ქალაქ ჰაილენდ პარკის მერის ცნობით, თავდამსხმელმა ცეცხლი ერთ-ერთი შენობის სახურავიდან გახსნა. პოლიციის ინფორმაციით, ბოროტმოქმედის დაკავება შემთხვევის ადგილის სიახლოვეს, დევნის შედეგად მოხერხდა. …

ნახვა »

გვალვა იტალიაში და საგანგებო მდგომარეობა

იტალიის ხუთ რეგიონში გვალვის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. როგორც „ევრონიუსი“ იუწყება, ბოლო 70 წლის განმავლობაში ქვეყანაში ასეთი გვალვა არ ყოფილა. საგანგებო რეჟიმი მოქმედებს ემილია რომანაში, ფრიული ვენეცია ჯულიაში, ლომბარდიაში, პიემონტსა და ვენეტოში. მედიის ცნობით, მდინარე პო ველის ტერიტორიაზე, სადაც იტალიაში წარმოებული საკვები პროდუქტების 40 პროცენტი მოდის, ნალექი უკვე ოთხი თვეა, არ მოსულა. …

ნახვა »

ხოშტარია რუსეთიდან გადმორიცხულ ფულზე – მე ვიღებ სოლიკო ვირსალაძის ფულს, სულერთია რუბლებშია თუ დოლარებში

ელენე ხოშტარიას მამამ, ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარიამ, „რადიო თავისუფლებასთან“, რუსეთიდან ჩარიცხული თანხის შესახებ ისაუბრა. ხოშტარიას თქმით, ის სოლიკო ვირსალაძის ჰონორარს იღებს და მნიშვნელობა არ აქვს, ის რუბლში იქნება, დოლარში, ევროში თუ ფუნტში. „ჩემი პასუხი ძალიან მარტივია. მე არ ვიღებ რუსულ ფულს, მე ვიღებ სოლიკო ვირსალაძის ჰონორარს. სულერთია, რა ვალუტაშია: რუბლებშია, დოლარშია, ევროშია თუ ფუნტებში, რა ვალუტაშიც უნდა იყოს, …

ნახვა »

Meta ციფრული საფულის სერვისს აუქმებს

კომპანია Meta-მ გადაწყვიტა ციფრული საფულის პროექტი დახუროს, ამის შესახებ Bloomberg-ი იტყობინება. Novi ფუნქციონირებას ოფიციალურად 1 სექტემბრიდან შეწყვეტს. Novi არის ფულის გადარიცხვის სერვისი, რომელიც დაფუძნებულია კომპანიის ციფრულ საფულეზე. პროექტი მეტავერსის ნაწილი უნდა გამხდარიყო. მანამდე პროექტს აშშ-ის კონგრესი აკრიტიკებდა. როგორც ჩანს, კრიპტოვალუტების ფასების შემცირების ფონზე, კომპანიამ გადაწყვიტა მოიშოროს Novi. თავის მხრივ Novi მომხმარებლებს ურჩევს, რაც შეიძლება მალე გამოიტანონ თანხები. ამასთან, კომპანია პირობას დებს, რომ Novi-ს მუშაობის ბოლო დღის შემდეგ …

ნახვა »

მმართველი პარტიის თავმჯდომარე აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ირაკლი კობახიძემ აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. „ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ვულოცავთ დღევანდელ დღეს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის თანამშრომლობა, რომელიც არსებობს ორ სახელმწიფოს შორის და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გავამყაროთ“, – …

ნახვა »

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +28, +33 გრადუსი დაფიქსირდება. რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსები თბილისშიც უნალექო ამინდს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსია მოსალოდნელი.

ნახვა »

შალვა პაპუაშვილი – ვამაყობთ აშშ-საქართველოს ღირებულებებზე დაფუძნებული პარტნიორობით

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და აცხადებს, რომ საქართველო ამაყობს აშშ-სთან პარტნიორობით, რომელიც ვითარდება და ძლიერდება 3 ათწლეულის განმავლობაში. „გილოცავთ აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს! ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ღირებულებებზე დაფუძნებული პარტნიორობით, რომელიც ვითარდება და ძლიერდება 3 ათწლეულის განმავლობაში. დაე, ეს საიუბილეო წელი იყოს საქართველოსა და აშშ-ის შორის კავშირების გაღრმავების …

ნახვა »

2022 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს 25 ბრალდებული/მსჯავრდებული აბარებს

პენიტენციური დაწესებულებებიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 25 ბრალდებული/მსჯავრდებული მონაწილეობს, რომელთაგან ექვსი არასრულწლოვანია, – ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს, მათივე ცნობით, ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. მსჯავრდებული აბიტურიენტებისთვის საგამოცდო ცენტრებში მოწყობილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა. „სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის მსჯავრდებულთათვის უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობა პრიორიტეტულია. ამ მიზნით, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, ციფრული უნივერსიტეტი ამოქმედდება, რაც მსჯავრდებულებს ავტორიზებულ უნივერსიტეტებში დისტანციური …

ნახვა »

ვახტანგ გომელაური საქართველოში აშშ-ის ელჩს და საელჩოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე – 4 ივლისი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს და საელჩოს მიულოცა. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პირადად ჩემი სახელით, გამოვხატავ ღრმა პატივისცემას თქვენსა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიმართ. ნება მომეცით, გულითადად მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების 246-ე წლისთავი, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული …

ნახვა »

როგორია 2022 წლის წლიური ინფლაციის მაჩვენებელი?

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.8 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6.6 პროცენტით განისაზღვრა. ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია