პირველად ქვეყნის ისტორიაში – სვიმონ ჯანგულაშვილისა და გიორგი დონაძის ხელმძღვანელობით 40 მომღერალი-მგალობელი სამების საკათედრო ტაძრის გუნდიდან, მთელი შემადგენლობით, კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, 26 ივნისს სიქსტის კაპელაში კონცერტს გამართავს. 29 ივნისს კი, როდესაც რომის პაპი საზეიმო მესას აღავლენს, მისი დასრულების შემდეგ, ილია მეორეს “ავე მარია” და სავარაუდოდ “შენ ხარ ვენახი” შესრულდება. ”დიდი პატივი და სიხარული …
ნახვა »სატრანსპორო საშუალებებში პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ იქნება
20 ივნისიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში, პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ იქნება. გადაწყვეტილება, ქვეყანაში სტაბილური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტროსა და დარგის სპეციალისტების რეკომენდაციით, საქართველოს მთავრობამ მიიღო. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, პირბადის გამოყენება კვლავ სავალდებულო რჩება სამედიცინო დაწესებულებებში, ხოლო ავტობუსებში, მიკროავტობუსებსა და სხვა ხალხმრავალ …
ნახვა »საქართველოში “მაიმუნის ყვავილის” ვირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა – ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ადასტურებს. უწყების ცნობით, პაციენტს ვირუსის მსუბუქი ფორმა აღენიშნებოდა და შესაბამისი მკურნალობის შემდეგ, მალევე გაეწერა სამედიცინო დაწესებულებიდან. „მას აქვს ევროპაში მოგზაურობის ისტორია. ასევე მიმდინარეობდა კონტაქტებზე დაკვირვება და არცერთ შემთხვევაში კლინიკური ნიშნები არ გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის …
ნახვა »