თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ახალი გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა. დედაქალაქშია რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის სექტემბრიდან სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამა დაიწყება. მერის თქმით, მუხლისა და მენჯ-ბარძაყის ხელოვნური ანალოგით შეცვლის მიზნით, ერთი მოქალაქის დასაფინანსებლად, 6 000 ლარი განისაზღვრება. “მინდა, საზოგადოებას კიდევ ერთი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მივაწოდო. ეს სიახლე იმ ადამიანებს ეხება, ვინც …
ნახვა »თბილისის ზღვაში ნაპოვნი ცხედარი 22 წლის ლუკა ლაცაბიძეს ეკუთვნის
თბილისის ზღვაში ნაპოვნი ცხედარი 22 წლის ლუკა ლაცაბიძეს ეკუთვნის. ის 4 დღის წინ გაუჩინარდა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიციამ მისი ტელეფონი და ჩანთა თბილისის ზღვასთან იპოვა. მას შემდეგ ადგილზე და მიმდებარე ტერიტორიაზე მაშველები მუშაობდნენ. აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურეს მისმა დეიდაშვილი და ახლობლები. შსს-ში გამოძიება 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. …
ნახვა »გორში მესამე სართულიდან 2 წლის ბავშვი გადმოვარდა
გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე ერთ-ერთი მრავალსართულიანი კორპუსის მესამე სართულიდან 2 წლის ბავშვი გადმოვარდა. შემთხვევის შედეგად ბავშვმა ქალა-ტვინის ტრავმა მიიღო, ის თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი. ჰოსპიტლის ინფორმაციით, იგეგმება მცირეწლოვანი პაციენტის რეფერირება თბილისში ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაში.
ნახვა »ყვარელსა და ლაგოდეხში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან
სტიქიამ კახეთის ორი მუნიციპალიტეტი, ყვარელი და ლაგოდეხი დააზარალა. მოსახლეობა მიყენებულ ზარალს ითვლის. ყვარელში ქინძმარულის ზონაში დაისეტყვა ჰექტრობით ვენახი. მევენახეების ინფორმაციით, მოსავლის 80% განადგურდა. დასეტყვილია ასევე ერთწლიანი კულტურები, მათ შორის საზამთროს და ნესვის ბაღები. ლაგოდეხში კი რამდენიმე სოფელში ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა. დაზიანდა 60-ზე მეტი საცხოვრებელი სახლის სახურავი. მოგლეჯილია ელექტროგადამცემი …
ნახვა »ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები Credit Suisse-სთან მიმდინარე საქმეებზე ინფორმაციას ავრცელებენ
“ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილსა და Credit Suisse-ის შორის მიმდინარე დავებთან დაკავშირებით ივანიშვილის ადვოკატები ამ დროისთვის არსებულ ინფორმაციას ავრცელებენ. როგორც იურიდიული კომპანია Metric-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა ბერმუდის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც Credit Suisse-ის შვილობით კომპანიას ბიძინა ივანიშვილის ოჯახის სასარგებლოდ დაეკისრა 607 მილიონი …
ნახვა »მარიამ ქვრივიშვილი – ჩვენს ქვეყანაში ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრია ვითარდება, ძლიერდება და ძალიან სწრაფი ტემპებით უბრუნდება პანდემიამდელ ნიშნულს
„საქართველოს მთავრობის სწორი სამოქმედო გეგმისა და სტრატეგიის შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაში ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრია ვითარდება, ძლიერდება და ძალიან სწრაფი ტემპებით უბრუნდება პანდემიამდელ ნიშნულს“, – ასე აფასებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ იანვარი-ივნისის თვეების სტატისტიკურ მონაცემებს. სტატისტიკის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში საქართველოს 2,860,117 საერთაშორისო …
ნახვა »ირაკლი ღარიბაშვილი – ნატო-ს სამიტზე პირდაპირ განაცხადეს, რომ უკრაინა ნატო-ში ვერ შევა, სანამ რუსეთს არ დაამარცხებს. თუ უკრაინამ რუსეთი დაამარცხა, ნატო-ს წევრობა რაღაში დასჭირდება?!
ნატო-ს სამიტზე პირდაპირ განაცხადეს, რომ უკრაინა ნატო-ში ვერ შევა, სანამ რუსეთს არ დაამარცხებს. თუ უკრაინამ რუსეთი დაამარცხა, ნატო-ს წევრობა რაღაში დასჭირდება?! – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან. მისი თქმით, ნატო, გაწევრიანების მიმართულებით, საქართველოზე 10-ჯერ დიდ ქვეყანასთან დაკავშირებითაც ვერ დგამს ქმედით ნაბიჯებს, რადგან მესამე მსოფლიო ომში ჩართვა მათ არ სურთ. …
ნახვა »სპეციალური პენიტენციური სამსახური – მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას
სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის შესახებ. განცხადების თანახმად, ვიზიტის განმავლობაში, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა “გაუგებარ ინციდენტს”, კერძოდ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით. განცხადებაში განმარტავენ, რომ ოფიციალური წესით აღებული ნიმუშის გატანის …
ნახვა »2023 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებმა 2,500 000-მდე მგზავრს უმასპინძლა
2023 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებმა 2,500 000-მდე მგზავრს უმასპინძლა, შესაბამისად, იანვარ-ივნისში, მათი მგზავრთნაკადის მონაცემები პანდემიამდელ ნიშნულს გაუთანაბრდა – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ქვეყნის აეროპორტებში არსებული პოზიტიური დინამიკა ამ კუთხით მთავრობის სწორი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შედეგია. „ჩვენ შევძელით და საქართველოს აეროპორტებში სრულად …
ნახვა »თბილისის სააპელაციო სასმართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი გაამართლა
თბილისის სააპელაციო სასმართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეცვალა და ყოფილ მეუღლეზე, ნელი დოროყაშვილზე ძალადობის საქმეზე, ნიკოლოზ ბასილაშვილი გაამართლა. გადაწყვეტილება დღეს, 11 ივლისს გამოაცხადა მოსამართლე მაია თეთრაულმა. სხდომას არც ნიკოლოზ ბასილაშვილი და არც ნელი დოროყაშვილი არ ესწრებოდა. ბასილაშვილი ყოფილ ცოლზე ძალადობის ბრალდებით 2020 წლის 22 მაისს დამას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით …
ნახვა »